თბილისი:
მანჩესტერი:
29-11-2018, 15:31
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2246,
კომენტარები: 14
სასიხარულო ინფორმაცია "იუნაიტედის" გულშემატკივარს
დე ხეა მზად არის.
სასიხარულო ინფორმაცია
"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი კიპერი დავიდ დე ხეა მზად არის კარიერა ისევ "ოლდ ტრაფორდზე" გააგრძელოს თუ მას ხელმძღვანელობა ხელფასს მნიშვნელოვნად გაუზრდის.

Daily Mail - მიერ გავრცელებული ცნობით, ესპანელ კიპერს სურს, რომ "იუნაიტედის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდეს ალექსის სანჩესთან ერთად, რომელიც ყოველკვირეულად 350 ათას ფუნტ - სტერლინგს იღებს.

დავიდს ასევე გრძელვადიანი კონტრაქტი სურს, ეს ვადა კი მინიმუმ 5 წლით შემოიფარგლება. გავრცელდა ცნობები იმის შესახებაც თუ რატომ არ აწერდა მეკარე ხელს ახალ კონტრაქტს: "იუნაიტედი" მას ყოველკვირეულად 275 ათას ფუნტს სთავაზობდა, რაც ესპანელის აზრით დაუფასებელია.

მიმდინარე კონტრაქტი კარის დარაჯს 2019 წელს ეწურება, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ხელშეკრულებაში ერთი წლით ავტომატური გაგრძელების მუხლი დევს.

ადრე გავრცელდა ცნობები თითქოს დე ხეას "იუვენტუსში" ან ფრანგულ "პსჟ" - ში სურდა, თუმცა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ესპანელს დარჩენა სურს.


წყარო: sports
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: GIOMU
29 ნოემბერი 2018 20:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
დღეს სამი სანჩესი რასაც გააკეთებდა მოედანზე სამივეს ერთად ისევ დეხეა აჯობებდა. ამიტომ დამსახურებულად ითხოვს ხელფასის გაზრდას და ზოგადად თავიდანვე როცა მოდის ფეხბურთელი და ამხელა ხელფას უნიშნავ ძალიან ცუდი მომენტია. როცა მანჩესტერის მოთამაშე ხარ, ხვდები სისტემატიურად სასტავში, აკეთებ უფრო მეტს ვიდრე სანჩესი, და ხელფასი მასზე ბევრად ნაკლები გაქვს. ეს აჩენს ძალიან ნეგატურ დამოკიდებულებას...
0
№12
ავტორი: Z A R D I
29 ნოემბერი 2018 21:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 57
ციტატა: Svani
ამაზე სასიამოვნო სტატია დიდი ხანია არ დამიწერია. ბრავო დავით და მიეცით ნებისმიერი ხელფასი რასაც ითხოვს რადგან ამ კაცს თავისი თამაშით ეკუთვნის ეს ყველაფერი, ალექსის სანჩესმა კი ყველაფერი არია ნამდვილად გასაშვებია გუნდიდან რო ყველამ ნახოს ვისაც რა ეკუთვნის იმ ხელფასს მიიღებს.

სვანო რო შემოხვალ მომწერე საქმე მაქვს.
0
№13
ავტორი: glory28
29 ნოემბერი 2018 22:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
მიეცით 360 000 და ხმარს არ ამოითღებს რატომ უშვებენ ვერ ვხვდები
0
№14
ავტორი: Svanchester
30 ნოემბერი 2018 13:39
  • სიახლეები: 2945
  • კომენტარები: 3956
ციტატა: Mელა
ციტატა: Svani
ამაზე სასიამოვნო სტატია დიდი ხანია არ დამიწერია. ბრავო დავით და მიეცით ნებისმიერი ხელფასი რასაც ითხოვს რადგან ამ კაცს თავისი თამაშით ეკუთვნის ეს ყველაფერი, ალექსის სანჩესმა კი ყველაფერი არია ნამდვილად გასაშვებია გუნდიდან რო ყველამ ნახოს ვისაც რა ეკუთვნის იმ ხელფასს მიიღებს.

სვანო რო შემოხვალ მომწერე საქმე მაქვს.

გისმენ მეგობარო, პირადში მოგწერე გუშინ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top