იმ კრიზისის ფონზე რაც დღევანდელ "მანჩესტერ იუნაიტედს" უკვე ხასიათში გაუჯდა, არსებობს საფრთხე იმისა, რომ კლუბის და მსოფლიოს ერთ - ერთმა საუკეთესო კიპერმა დავიდ დე ხეამ კლუბის დატოვება მოისურვოს.
მეტიც, ზოგიერთი გამოცემის ცნობით, დავიდმა ინგლისური გრანდის დატოვება და კარიერის სხვა ქვეყანაში გაგრძელება გადაწყვიტა. ვრცელდება ასევე ინფორმაციებიც, რომ ფრანგული "პსჟ" მეკარეს ზღაპრულ წინადადებას სთავაზობს.
ამ ყველაფრის ფონზე დე ხეამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ის კლუბს დიდი ალბათობით დატოვებს. Mail on Sunday - ის მტკიცებით, 28 - წლის კარის დარაჯს "წითელ ეშმაკებთან" ახალი კონტრაქტის გაფორმება არ სურს.
დე ხეა დარწმუნებულია, რომ მომავალ ზაფხულში ის თავისუფალი აგენტის სტატუსით ფრანგულ გრანდს შეუერთდება. მიმდინარე კონტრაქტი მეკარეს სეზონის დასრულებისთანავე ეწურება.