თბილისი:
მანჩესტერი:
26-11-2018, 16:38
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2241,
კომენტარები: 15
დე ხეამ გადაწყვეტილება მიიღო
ესპანელი კიპერის "მანჩესტერული" კარიერა სრულდება?
დე ხეამ გადაწყვეტილება მიიღო
იმ კრიზისის ფონზე რაც დღევანდელ "მანჩესტერ იუნაიტედს" უკვე ხასიათში გაუჯდა, არსებობს საფრთხე იმისა, რომ კლუბის და მსოფლიოს ერთ - ერთმა საუკეთესო კიპერმა დავიდ დე ხეამ კლუბის დატოვება მოისურვოს.

მეტიც, ზოგიერთი გამოცემის ცნობით, დავიდმა ინგლისური გრანდის დატოვება და კარიერის სხვა ქვეყანაში გაგრძელება გადაწყვიტა. ვრცელდება ასევე ინფორმაციებიც, რომ ფრანგული "პსჟ" მეკარეს ზღაპრულ წინადადებას სთავაზობს.

ამ ყველაფრის ფონზე დე ხეამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ის კლუბს დიდი ალბათობით დატოვებს. Mail on Sunday - ის მტკიცებით, 28 - წლის კარის დარაჯს "წითელ ეშმაკებთან" ახალი კონტრაქტის გაფორმება არ სურს.

დე ხეა დარწმუნებულია, რომ მომავალ ზაფხულში ის თავისუფალი აგენტის სტატუსით ფრანგულ გრანდს შეუერთდება. მიმდინარე კონტრაქტი მეკარეს სეზონის დასრულებისთანავე ეწურება.



წყარო: euro-football
ახალი ამბები
15 კომენტარი
№11
ავტორი: LewisHamilton
27 ნოემბერი 2018 08:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
საერთოდ ვერ გავამტყუნებ დე ხეას ამის გამო და არც გამიკვირდება რომ მართლა წავიდეს. ეს ფულის ხამი და ეგეთებით აპელირება პროსტა ისეთი აბსურდია როგორც ის რომ ჟოზე გუნდს ჭაობიდან ამოათრევს. ნებისმიერმა თქვენი თავი წარმოიდგინეთ აბა მის ადგილას. მსოფლიოს ნომერი პირველი კიპერი იყოთ, ერთადერთი ადამიანი გუნდში რომელიც სულს და გულს დებთ ყველა თამაშში, ის კომიკურად "საამაყო" მეორე ადგილი შარშანდელ სეზონში თქვენი არამიწიერი სეივების დამსახურება იყოს და ბოლოს რა? უკუგება? იგივე წარმატებით ბორნმუთში რო თამაშობდეს დღეს რამე განსხვავება იქნებოდა? ესპანელია და არა მანჩესტერის შუაგულში დაბადებული, ღრმაემოციური კავშირი თუ არ აქვს კლუბთან და ბავშვობიდან აქ ყოფნაზე რო არ ოცნებობდა ეგ მგონი ნორმალური ამბავია ხოდა რას თხოვთ ამ კაცს მეტს ვერ გავიგე? იქით უნდა გვთხოვოს ყველაფერი იმიტო რო დღეს საერთოდ კიდევ ვინმეს რო ვახსოვართ როგორც კლუბი ეგ ბოლო წლებში მეტწილად დე ხეას დამსახურებაა.. ეგ რო არა სტაბილური ცხრილის შუა ზონაში მყოფი კლუბი ვიქნებოდით კაი ხანია (წელს უკვე ვართ კიდეც)
0
№12
ავტორი: kobinio
27 ნოემბერი 2018 15:04
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
შეუცვლელი არავინაა და მხოლოდ ფულისთვის ვინც იკლავს თავს ჯიბია დე ხეათი დაიწყოს და გასუფთავდეს.
მანიუზე კაინგუნდში ვე4არ წავა ფაქტია და წამსვლელი წავიდეს.მსოფკიოს მერე იმ ფორმაში აშკარად ვერაა რაც იყო.შმეიხელი წავიდა ვანდერსაარი და იმათ წასვკა გადაიტანა გუნდმა და ამასაც გადაიტანს.

დააჯინონ სკამზე და მიცენ დრო რომეროს. მომავალ წელს კი მოვა ჩვენი განატხოვრებული მეკარე.
0
№13
ავტორი: Malboro463
27 ნოემბერი 2018 17:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5894
აქაური სიტვაცია რომ არ მოწონს მაგიტო მიდის რა შუადია პსჯში წავა თუ ბაიერნში ეხლა რა მდგომარეობაშიცა იმაზე უკეთესად კი იქნება. კლას 92 ს რატო ადარებტ ამ კაცს ისიჯი იყვნენ ბრიტანელები და ესპანელი მადრიდის ფანი მთელ კარიერას არ გატარებს ინგლისში.
0
№14
ავტორი: mishiko1
27 ნოემბერი 2018 20:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
რათქმაუნდა მაგრად მინდა რომ დარჩეს მაგრამ ამჯერად მართლა წავა, მას გუნდის გაძლიერება უნდა, უნდა გუნდმა ვარსკვლავები იყიდოს და არა პენსიონერები, თან ფიქრობს რომ მწვრთნელი გუნდს არ შეეფერება. ეჭვობს რომ გუნდი შემდეგ სეზონში ლიგაზე ვეღარ ითამაშებს.
0
№15
ავტორი: GIOMU
28 ნოემბერი 2018 01:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
თუ პსჟ ში გადავდა მაშინ იდიოტი ყოფილა. იუვე კიდე გასაგებია.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top