თბილისი:
მანჩესტერი:
26-11-2018, 13:15
ავტორი: Ole__boss,
ნანახია: 2023,
კომენტარები: 14
პრემიერ ლიგა შეიცვალა, "იუნატედი" არა!
"მანჩესტერ იუნატედმა" მორიგი ქულები დაკარგა.
პრემიერ ლიგა შეიცვალა,
"მანჩესტერ იუნატედმა" მორიგი ქულები დაკარგა. მორიგი ქულები დაკარგა საშინაო მატჩში. ცხადია, ეს უკვე აღარავის უკვირს. ერთი ფრთა ელოდება, როდის გააგდებენ მოურინიოს, მეორე ფრთა აღრფრთოვანებულია ჟოზეს ქამბექებით და გუნდის ე.წ პროგრესით ჩემპიონთა ლიგაზე. მე მსურს პროგრესი "პრემიერ ლიგაშიც" დავინახო.

ჩვენ ჩავიციკლეთ ჩვენი გუნდის პრობლემებზე, ბევრიც გვისაუბრია პროგრესზე/რეგრესზე, რასაც ჩვენი გუნდი გვთავაზობს, მაგრამ არ გვისაუბრია მმართველობაზე და ჟოზე მოურინიოს მოყვანით შექმნილ კრიტიკულ მდგომარეობაზე. სხვა გუნდებსა და ჩვენთან ანალოგიურად განხორციელდა ცვლილებები, "ლივერპულში" - კლოპი მოვიდა, "სიტიში" - გვარდიოლა, მათ როგორც ჩემპიონთა ლიგა ასევე პრემიერ ლიგაც რადიკალურად შეცვალეს, ბოლო 10 წლის მანძილზე თუ მსოფლიოში დომინანტი ლიგა "ლა ლიგა" გახლდათ, მათ შეძლეს და "პრემიერ ლიგა" გაუთანაბრეს "ლა ლიგას", მეტიც მსოფლიოს ყურადღება მოაპყრეს ინგლისში. მართალია, ეს რონალუდს წასვლამაც განაპირობა, მარა ამ ორი ადამიანის წვლილი ძალიან დიდია!

ფაქტია, ინგლისში მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელები მოვიდნენ, "პრემიერ ლიგას" კვლავ ეძლევა შანსი ავიდეს იმ მაღალ საფეხურებზე რასაც ის იმსახურებს, ამ მწვრთნელების მოსვლის შემდგომ სანახაობა ერთი-ორად გაუმჯობესდა, რასაც გატანილი გოლები თუ საფეხბურთო სანახაობა ასაბუთებს, გასული კვირის მატჩებში ტოპ 6 გუდნებისგან ძალიან ლამაზი ფეხბურთი ვიხილეთ როგორც "სიტის", ასევე "ლივერპულის" , ასევე "ტოტენჰემის" შესრულებით, "სიტიმ" შეძლო და დაამსხვრია "პრემიერ ლიგის" სტერეოტიპი, რომ ნებისმიერ სუსტ გუნდს შეეძლო ქულების წაგლეჯვა ლიდერთან, მათ გაუტანეს მინიმუმ 4 გოლი თითქმის ყველა მეტოქეს, გაცილებით მაგარი სანახაობა გამოდგა "ტოტენჰემი" - "ჩელსი", მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე სად არის "მანჩესტერ იუნატედი" ?

მიმდინარე სეზონში "იუანტედმა" 2 და მეტი ბურთის სხვაობით სულ რაღაც 2 - ჯერ მოიგო, "იანგ ბოიზთან" - ლიგაზე , "ბარნლისთან" - პრემიერ ლიგაში. ამის ფონზე რას აკეთებს ცინიკოსი ჟოზე მოურინიო?

ყველა პრესკონფერენცია იწყება ცინიკური მზერითა თუ ცინიკური განცხადებით, რომ იგი მოხიბლულია გუნდის პროგრესით, რომელიც სამწუხაროდ ვერანაირ შედეგს ვერ დებს! ყველა მისი ფრაზა, განცხადება თუ მზერა წააგავს სარეკლამო აგენტისას, რომელიც ცდილობს ცუდი პროდუქტი ძალად შემოგტენოს, რომელიც საერთოდ არ გჭირდება! მაგრამ ფანებზე ეს არ მოქმედებს.

ჟოზე მოურინიო ამბობს, რომ გუნდმა დააკლო ზეწოლა არწივებზე, იმის ფონზე, რომ ეშლი იანგმა 11+ ჩაწოდება მოახდინა მეტოქის საჯარიმოში

პრემიერ ლიგა შეიცვალა, "იუნატედი" არა!

მაგრამ აქედან არცერთი გამოდგა იდეალურთან მიახლოებულიც კი, ამ ჩაწოდებების უმრავლესობა მეორე ტაიმში განხორციელდა, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ პირველი ტაიმის 0-0 ჟოზეს გენიალური შედეგი იყო!

რაც შეეხება დარტყმების სიზუსტეს :

პრემიერ ლიგა შეიცვალა, "იუნატედი" არა!

სავსებით თანაბარი თამაში - აი რა იხილეს "ოცნების თეატრში" მსხდომმა გულშემატკივრებმა, ამ თამაშის შემდეგ გამოხვიდე და თქვა, რომ გუნდმა კარგად ითამაშა, სრული კატასტროფა და უაზრობაა, ყველა ქამბექისა თუ "იუვენტუსთან" გამარჯვების შემდგომ! ასეთია სამწუხარო რეალობა, "იუნატედი" ყველა ანსპექტში მოწყდა ლიდერთა ჯგუფს.

პრემიერ ლიგა შეიცვალა, "იუნატედი" არა!

პრემიერ ლიგა შეიცვალა, "მანჩესტერ იუნატედმა" კი ვერ შეძლო საბრძოლო ომში ჩაბმა, ახლა კრიტიკული მომენტია, როდესაც შეიძლება საერთოდ უიმედოთ დავრჩეთ. ცვლილების დროა, საჭიროა ახალი მმართველობა და გუნდის სრული რეორგანიზაცია, სანამ ჯერ კიდევ ოდნავი იმედი მაინც არსებობს 4- ეულში შესვლის.


წყარო : carrick.ru
სტატიები
14 კომენტარი
№1
ავტორი: Z A R D I
26 ნოემბერი 2018 13:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 57
კარგი ანალიზი იყო ყოჩაღ!!! ყველაფერში გეთანხმები ასევე
1
№2
ავტორი: Ole__boss
26 ნოემბერი 2018 14:04
  • სიახლეები: 50
  • კომენტარები: 102
ციტატა: Mელა
კარგი ანალიზი იყო ყოჩაღ!!! ყველაფერში გეთანხმები ასევე


მადლობა <3
0
№3
ავტორი: JuanMata
26 ნოემბერი 2018 14:06
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
სრულად ვეთანხმები სტატიის იდეას.
ფეხბურთი ვითარდება, წინ მიდის, ახალი საინტერესო მწვრთნელები ჩნდებიან, ახალ ტაქტიკას ქმნიან.

ჟოზე ისევ იმას თამაშობს, რასაც 2000-იანებში მოჰქონდა მისთვის წარმატება. ისიც ბევრად უნიჭოდ და უხარისხოდ, ვიდრე ამას წარსულში აკეთებდა.

მანჩესტერის თამაში ძალიან პრიმიტიული გახდა, არაფერი არ იცვლება, ადვილად პროგნოზირებადია, ნელია და უაზროდ ფრთხილი. ნებისმიერ გუნდს, არ აქვს მის სიძლიერეს მნიშვნელობა, თავისუფლად შეუძლია მანჩესტერთან ქულების აღებაზე იფიქროს. საკმარისია ოდნავი პრესინგი და ლუკაკუზე წასული მაღალი ბურთების ჩამოხსნა, რაც დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.

გუნდი იწყებს თამაშს აქტიურად, მგრამ ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებს მეტოქის დაცვის გარღვევას, გადადის თამაში ნელ ტემპში, როგორც წესი პირველ ტაიმში შედეგს ვერ ვაღწევთ და მეორე ტაიმიდან იწყება იანგის დატვირთვა და ჩაწოდებები.

ამ სტატიში მოყვანილი სტატისტიკაც აშკარად აჩვნეებს, რომ მეორე ტაიმში მწვრთნეის დავალება იყო მხოლოდ და მხოლოდ ჩაწოდბები.

დღეს ამ პრიმიტიული მიდგომით, მივაწვეთ უაზროდ პირველ ტაიმში და მეორეში დავბომბოთ ჩაწოდებებით, ვერაფერს მიაღწევ. ეს იყო მოიესის ტაქტიკა მანჩესტერში, რასაც აგრძელებს დღეს ჟოზეც, უცვლელი თარგეთმენით ფელაინის სახით.
0
№4
ავტორი: Temo_Ibra
26 ნოემბერი 2018 14:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
სამწუხაროდ და ბევრისდა გასაკვირად ვერ დავეთანხმები ბოლო აბზაცს. მე იმ ერთეულთაგანი ვარ რომელსაც ჟოზეს დარჩენა სურს(ვინც ფიქრობს რო ოდესმე ჟოზეს წასვლა მინდოდა, ბოდიშის მოხდით ცდება). ფერგიუსონის მერე მგონი ერთადერთი და ჩამოყალიბებული მწვრთნელი არის ჟოზე. უბრალოდ მის პრესკონფერენციებს მაინც უსმინეთ. აი არც თუ ისე შორეულ წარსულში სევილიასთან მარცხის შემდეგ რაც თქვა რო გუნდი რაღაც პროგრესშია და ხელმძღვანელობაც იმიტომ ენდობა ჟოზეს რო გუნდს აქვს დასახული დიდი გეგმა რომელსაც ესე 2 ან 3 წელში ვერ შეასრულებ. მოდი ვთქვათ რო ამ კაცმა იცის მისი საქმე და იქნებ მარტო მასში არაა ეს პრობლემა. დააკვირდით ლინგარდს რეშფორდს პოგბას და სხვებს: თითქოსდა არ აქვთ სურვილი რო ითამაშონ. ესეც მოუს ბრალია ალბათ. ან ის კიდევ მომენტებს რო ვერ იყენებენ ეგეც მოუს ბრალია ან ის კიდე რო არც კი იციან რა კლუბში არიან. ყველაფრის მწვრთნელზე გადაბრალება არ შეილება. კი გასაგებია რო დაცვითი თამაში არ მოგწონთ მაგრამ თუ ამხელა წნეხი იქნება ვერაფერს ვერ იზამს ის კაცი. აბა შევადაროთ მოუ გენიალურ კლოპს რომელიც უკვე მეხუთე წელია ლივერპულშია. ხუთი წელი კაცს არაფერი არ მოუგია. ფა თასი რო ფა თასია ისიც კი ვერ მოიგო. თქვენ მეტყვით აგერ ფინალში გაიყვანა გუნდიო გასაგებია ეგ ერთი კარგი რაღაც მაგრამ მეტი. ისე როგორც თქვენ და ბევრი აფასებს მოუს მასე რო შეეფასებინათ კლოპი მაშინ უნდა გაუშვან. ხუთი წელი კაცს არაფერი არ მოუგია და მაინც აქვს ფანებს მისი იმედი და ნდობა. იმიტომ რომ აქვთ მოთმინების უნარი. ეხლა კიდე ვიღაცა გამოხტება და იტყვის რო კლოპი კარგ ფეხბურთს ათამაშებს და მაგიტო უნდა დარჩეს კლუბშიო. რათ მინდა კარგი ფეხბურთი თუ შედეგი არ დაიდო>>>???? მიპასუხეთ ამ კითხვაზე. მე მაგალითად მირჩევნია დაცვითი ფეხბურთი ვითამაშოთ და შედეგი დაიდოს ნუ მეორე მხარე ისაა რო ვერ იდება შედეგი მაგრამ კაცი არასრული 3 წელია ჩვენთან და მოდი ვთქვათ რაღაცას დაამსგავსა გაფარჩაკებული გუნდი და ადროვეთ რა. ყველას მისი აზრი აქვს უბრალოდ იცოდეთ რო მოუზე უკეთესი ბევრი არაა და რავი რა ეს არის ჩემი აზრი და მე პირადად მჯერა მოუს და ვიმედოვნებ რო ზამთარში ყველაფერი დადგება თავის ადგილზე smile am
2
№5
ავტორი: Ole__boss
26 ნოემბერი 2018 14:08
  • სიახლეები: 50
  • კომენტარები: 102
ციტატა: JuanMata
სრულად ვეთანხმები სტატიის იდეას.
ფეხბურთი ვითარდება, წინ მიდის, ახალი საინტერესო მწვრთნელები ჩნდებიან, ახალ ტაქტიკას ქმნიან.

ჟოზე ისევ იმას თამაშობს, რასაც 2000-იანებში მოჰქონდა მისთვის წარმატება. ისიც ბევრად უნიჭოდ და უხარისხოდ, ვიდრე ამას წარსულში აკეთებდა.

მანჩესტერის თამაში ძალიან პრიმიტიული გახდა, არაფერი არ იცვლება, ადვილად პროგნოზირებადია, ნელია და უაზროდ ფრთხილი. ნებისმიერ გუნდს, არ აქვს მის სიძლიერეს მნიშვნელობა, თავისუფლად შეუძლია მანჩესტერთან ქულების აღებაზე იფიქროს. საკმარისია ოდნავი პრესინგი და ლუკაკუზე წასული მაღალი ბურთების ჩამოხსნა, რაც დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.

გუნდი იწყებს თამაშს აქტიურად, მგრამ ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებს მეტოქის დაცვის გარღვევას, გადადის თამაში ნელ ტემპში, როგორც წესი პირველ ტაიმში შედეგს ვერ ვაღწევთ და მეორე ტაიმიდან იწყება იანგის დატვირთვა და ჩაწოდებები.

ამ სტატიში მოყვანილი სტატისტიკაც აშკარად აჩვნეებს, რომ მეორე ტაიმში მწვრთნეის დავალება იყო მხოლოდ და მხოლოდ ჩაწოდბები.

დღეს ამ პრიმიტიული მიდგომით, მივაწვეთ უაზროდ პირველ ტაიმში და მეორეში დავბომბოთ ჩაწოდებებით, ვერაფერს მიაღწევ. ეს იყო მოიესის ტაქტიკა მანჩესტერში, რასაც აგრძელებს დღეს ჟოზეც, უცვლელი თარგეთმენით ფელაინის სახით.



100% მარა ჩაწოდებასაც შესრულება უნდა, აბა კარგი ჩაუგდე ბეტონმზილ ფელაინ წესიერი ვერ მოიგებს თავს თუ ვერ გაამწვავებს, მარა რათ გინდა არავინ გვყავს ვინც შეასრულებს ;) გარდა ამისა ჟოზემ პროგრესში მოიხსინია ის, რომ ისწავლა ერთი ტაიმის კარგად ჩატარება, მისი ეს ტაქტიკა მხოლოდ დომიმანტს გუნდებთან ჭრის, როცა ჩვენ ვართ დომინანტები სამწუხაროდ ეს ტაქტიკა ისვრის ;)
0
№6
ავტორი: ikeoni
26 ნოემბერი 2018 14:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Sagol avtor martlac Ro swori analizi iyo
0
№7
ავტორი: Ole__boss
26 ნოემბერი 2018 14:16
  • სიახლეები: 50
  • კომენტარები: 102
ციტატა: Temo_Ibra
..


მეც აქ არ ის ადამიანი, ვისაც სურს ცინიკოსი დარჩეს, ვინაიდან ახლა მწვრთნელი სიკვდილის ტოლფასია გუნდისთვის, ბოლო აბცაში არაა მოყვანილი ის რომ ჟოზე უნდა გაუშვან, უნდა შეიცვალოს სპორტული დირექტორი და მიდგომები ფეხბურთელებზე, რაც შეეხება შედეგებს, დადო ამ კაცმა ძმაო კლოპზე მაგარი შედეგი, მოიგო ბევრი თამაში და ა.შ, გეთანხმები რომ გუნდი არ გყავას ეგ მოუს ბრალი არაა, ვინც უყიდეს იმით რა შედეგი დადო უკაცრავად ? ლუკაკუ გაირჭოს ერთ ადგილში, რაა დააძალეს ? არ უნდოდა მაგის ყიდვა ? რაა სანჩესი არ უდნდოდა ? რაა სანჩესის ხელფასის გამო არ ახანგრძლივებს დე ხეა კონტრაქტს ? ეგ არაა მოუს ბრალი ? რაა პოგბა მაგან არ დასწია აპორნადა და ჩაკვდა იმის შემდგომ? რაა მატიჩი მაგან არ მოათრია ეგ ზანტი ? ითამაშა ერთი სეზონი , დღეს მკვდარია, რა ლინგარდს რო ასე იხსენბიეთ არის ტინგიცი, მარა საჭრო დროს ყველგან გვიშველა!

ციტატა: ikeoni
Sagol avtor martlac Ro swori analizi iyo



მადლობა ყველაზე სტაჟიან კომენტარების ავტორს <3
0
№8
ავტორი: LewisHamilton
26 ნოემბერი 2018 14:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
მოკლედ საშველი არ ჩანს.. ჟოზეს ფაქტია რომ ვადა გაუვიდა უკვე პირდაპირი მნიშვნელობით. ჩარჩა ტიპი, ლივერპულის გულშემატკივარს უფრო ჰგავს დღეს, რომელიც ვერაფერს აკეთებს და მხოლოდ საკუთარი წარსულით ყოყოჩობს (თუმცა წელს ლივერპული რა თამაშსაც თამაშობს კი ვხედავთ). და კიდევ საინტერესო სტატისტიკური ფაქტი, ლიდერსაც იმდენივე ქულით ჩამოვრჩებით სატურნირო ცხრილში რამდენითაც ბოლო ადგილოსანს ვუსწრებთ. ნუ ეს კატასტროფა თუ არაა, აბა რაღაა მაშინ. აი მოიესი რის გამო გააგდეს მაინტერესებს? წელს მოურინიო აი 1%-ით მაინც უკეთესს აკეთებს რამეს?
0
№9
ავტორი: Ole__boss
26 ნოემბერი 2018 14:20
  • სიახლეები: 50
  • კომენტარები: 102
ციტატა: LewisHamilton
მოკლედ საშველი არ ჩანს.. ჟოზეს ფაქტია რომ ვადა გაუვიდა უკვე პირდაპირი მნიშვნელობით. ჩარჩა ტიპი, ლივერპულის გულშემატკივარს უფრო ჰგავს დღეს, რომელიც ვერაფერს აკეთებს და მხოლოდ საკუთარი წარსულით ყოყოჩობს (თუმცა წელს ლივერპული რა თამაშსაც თამაშობს კი ვხედავთ). და კიდევ საინტერესო სტატისტიკური ფაქტი, ლიდერსაც იმდენივე ქულით ჩამოვრჩებით სატურნირო ცხრილში რამდენითაც ბოლო ადგილოსანს ვუსწრებთ. ნუ ეს კატასტროფა თუ არაა, აბა რაღაა მაშინ. აი მოიესი რის გამო გააგდეს მაინტერესებს? წელს მოურინიო აი 1%-ით მაინც უკეთესს აკეთებს რამეს?


აკეთებს ძმაო , იანგის უკვე მარცხნიდან აკეთებინეს პადაჩებს, მოიესი ხანდახან მარჯვნიდან მაინც ხმარობდა იანგს :დდ დალშე იგივეა
0
№10
ავტორი: JuanMata
26 ნოემბერი 2018 14:24
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Temo_Ibra


საქმე იმაშია, რომ ჟოზე არასდროს ყოფილა მშენებელი მწვრთნელი, რომელიც იწყებს ნელ-ნელა, ასწავლის გუნდს თავის ფილოსოფიას, ავითარება და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ უმჯობესდება გუნდის თამაში. ასეთი იყო, ფერგი, ვან გაალი თავის დროზე, ვენგერი, გვარდიოლაც სავარაუდოდ ამ ხალხში გადის.

ჟოზე არის მწვრთნელი, რომელიც დებს შედეგს ამ წუთში, არ ავითარებს და არ ზრდის ფეხბურთელებს, უბრალოდ მოყავს გუნდში მზა ფეხბურთელი, რომელიც შეასრულებს მის დავალებას.

რაც მთავარია, ეს შედეგი როგორი სწრაფი და უეცარიც იყო, ისევე სწრაფად და უეცრად თავრდებოდა. ამიტომაც ვერც ერთ გუნდში დიდხანს ვერ ჩერდება, 3 წელი მაგის მაქსიმუმია, 2 წლის მერე მისი გუნდები რეგრესს განიცდიან. და ბოლო წლების გამოცდილება აჩვენებს, რომ უკვე პროგრესიც საკმაოდ მცირეა.

ლივერპულში აცდიან კლოპს, იმიტომ რომ ლივერპული იყო ტრაკში, რომელიც 4-ეულზე ნატრობდა, შეადარე 5 წლის წინანდელი გუნდი დღევანდელს.
ჩვენ ვერ მივდივართ წინ, სადაა პროგრესი, რამდენი წელი ჭირდება მწრთნელს, იმისთვის რომ პროგრესი აჩვენოს და არა შედეგი მოიტანოს.

და საერთოდაც კლოპის და ლივერპულის ურთიერთობა, ჟოზეს საერთოდ არ ამართლებს. მე რეალის მაგალითი უფრო მომწონს, შედეგი არაა 6 თვეში აგდებენ.
და ასევე კარგი მაგალითია იმის, როგორ ხდება მსოფლიოს საუკეთესო დაცვა რამოსი-ვარანი ცუდი მწვრთნელის ხელში სმოლინგი-ჯონსი.

კარგია რომ გჯერა კიდევ ჟოზესი, მაგრამ ჩემი იმედები უკვე ამოიწურა. მეც მინდოდა ჟოზეა მოსვლა და ველოდებოდი შედეგებს და ვიცოდი, რომ სანახაობ არ იქნებოდა, მაგრამ არც ერთი არაა და ვერც რამე ხელმოსაჭიდს ვხედავ ამ სიტუაციაში.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top