თბილისი:
მანჩესტერი:
26-11-2018, 13:15
ავტორი: Ole__boss,
ნანახია: 2045,
კომენტარები: 14
პრემიერ ლიგა შეიცვალა, "იუნატედი" არა!
"მანჩესტერ იუნატედმა" მორიგი ქულები დაკარგა.
პრემიერ ლიგა შეიცვალა,
"მანჩესტერ იუნატედმა" მორიგი ქულები დაკარგა. მორიგი ქულები დაკარგა საშინაო მატჩში. ცხადია, ეს უკვე აღარავის უკვირს. ერთი ფრთა ელოდება, როდის გააგდებენ მოურინიოს, მეორე ფრთა აღრფრთოვანებულია ჟოზეს ქამბექებით და გუნდის ე.წ პროგრესით ჩემპიონთა ლიგაზე. მე მსურს პროგრესი "პრემიერ ლიგაშიც" დავინახო.

ჩვენ ჩავიციკლეთ ჩვენი გუნდის პრობლემებზე, ბევრიც გვისაუბრია პროგრესზე/რეგრესზე, რასაც ჩვენი გუნდი გვთავაზობს, მაგრამ არ გვისაუბრია მმართველობაზე და ჟოზე მოურინიოს მოყვანით შექმნილ კრიტიკულ მდგომარეობაზე. სხვა გუნდებსა და ჩვენთან ანალოგიურად განხორციელდა ცვლილებები, "ლივერპულში" - კლოპი მოვიდა, "სიტიში" - გვარდიოლა, მათ როგორც ჩემპიონთა ლიგა ასევე პრემიერ ლიგაც რადიკალურად შეცვალეს, ბოლო 10 წლის მანძილზე თუ მსოფლიოში დომინანტი ლიგა "ლა ლიგა" გახლდათ, მათ შეძლეს და "პრემიერ ლიგა" გაუთანაბრეს "ლა ლიგას", მეტიც მსოფლიოს ყურადღება მოაპყრეს ინგლისში. მართალია, ეს რონალუდს წასვლამაც განაპირობა, მარა ამ ორი ადამიანის წვლილი ძალიან დიდია!

ფაქტია, ინგლისში მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელები მოვიდნენ, "პრემიერ ლიგას" კვლავ ეძლევა შანსი ავიდეს იმ მაღალ საფეხურებზე რასაც ის იმსახურებს, ამ მწვრთნელების მოსვლის შემდგომ სანახაობა ერთი-ორად გაუმჯობესდა, რასაც გატანილი გოლები თუ საფეხბურთო სანახაობა ასაბუთებს, გასული კვირის მატჩებში ტოპ 6 გუდნებისგან ძალიან ლამაზი ფეხბურთი ვიხილეთ როგორც "სიტის", ასევე "ლივერპულის" , ასევე "ტოტენჰემის" შესრულებით, "სიტიმ" შეძლო და დაამსხვრია "პრემიერ ლიგის" სტერეოტიპი, რომ ნებისმიერ სუსტ გუნდს შეეძლო ქულების წაგლეჯვა ლიდერთან, მათ გაუტანეს მინიმუმ 4 გოლი თითქმის ყველა მეტოქეს, გაცილებით მაგარი სანახაობა გამოდგა "ტოტენჰემი" - "ჩელსი", მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე სად არის "მანჩესტერ იუნატედი" ?

მიმდინარე სეზონში "იუანტედმა" 2 და მეტი ბურთის სხვაობით სულ რაღაც 2 - ჯერ მოიგო, "იანგ ბოიზთან" - ლიგაზე , "ბარნლისთან" - პრემიერ ლიგაში. ამის ფონზე რას აკეთებს ცინიკოსი ჟოზე მოურინიო?

ყველა პრესკონფერენცია იწყება ცინიკური მზერითა თუ ცინიკური განცხადებით, რომ იგი მოხიბლულია გუნდის პროგრესით, რომელიც სამწუხაროდ ვერანაირ შედეგს ვერ დებს! ყველა მისი ფრაზა, განცხადება თუ მზერა წააგავს სარეკლამო აგენტისას, რომელიც ცდილობს ცუდი პროდუქტი ძალად შემოგტენოს, რომელიც საერთოდ არ გჭირდება! მაგრამ ფანებზე ეს არ მოქმედებს.

ჟოზე მოურინიო ამბობს, რომ გუნდმა დააკლო ზეწოლა არწივებზე, იმის ფონზე, რომ ეშლი იანგმა 11+ ჩაწოდება მოახდინა მეტოქის საჯარიმოში

პრემიერ ლიგა შეიცვალა, "იუნატედი" არა!

მაგრამ აქედან არცერთი გამოდგა იდეალურთან მიახლოებულიც კი, ამ ჩაწოდებების უმრავლესობა მეორე ტაიმში განხორციელდა, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ პირველი ტაიმის 0-0 ჟოზეს გენიალური შედეგი იყო!

რაც შეეხება დარტყმების სიზუსტეს :

პრემიერ ლიგა შეიცვალა, "იუნატედი" არა!

სავსებით თანაბარი თამაში - აი რა იხილეს "ოცნების თეატრში" მსხდომმა გულშემატკივრებმა, ამ თამაშის შემდეგ გამოხვიდე და თქვა, რომ გუნდმა კარგად ითამაშა, სრული კატასტროფა და უაზრობაა, ყველა ქამბექისა თუ "იუვენტუსთან" გამარჯვების შემდგომ! ასეთია სამწუხარო რეალობა, "იუნატედი" ყველა ანსპექტში მოწყდა ლიდერთა ჯგუფს.

პრემიერ ლიგა შეიცვალა, "იუნატედი" არა!

პრემიერ ლიგა შეიცვალა, "მანჩესტერ იუნატედმა" კი ვერ შეძლო საბრძოლო ომში ჩაბმა, ახლა კრიტიკული მომენტია, როდესაც შეიძლება საერთოდ უიმედოთ დავრჩეთ. ცვლილების დროა, საჭიროა ახალი მმართველობა და გუნდის სრული რეორგანიზაცია, სანამ ჯერ კიდევ ოდნავი იმედი მაინც არსებობს 4- ეულში შესვლის.


წყარო : carrick.ru
სტატიები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Ole__boss
26 ნოემბერი 2018 14:28
  • სიახლეები: 50
  • კომენტარები: 102
ციტატა: JuanMata
ციტატა: Temo_Ibra



საკმაოდ კარგი არგუმენტებია <3 და თუ დაცდა უნდოდათ ეცდიათ ვან გაალისთვის დარმუწნებული ვარ დღეს უკვე სხვა მანჩესტერი იქნებოდა, ვან გაალის მეთოდებს წლები სჭირდება რომ შეეგუოე, ის არასოდეს მოგცემდა თავისუფლებას, ვინაიდან თავის სისტემა ჰქონდა, იქ უნდა მდგარიყო ფეხბურთელი სადაც ეტყოდა, სრული ტაქტიკოსი იყო 10000% , მარა ვერ აუწყეს ფეხი. ეცდიათ 3 წელი იმისთცისაც, მოიგო ტიტული თუ ამით ვამართლებ ჟოზეს, იმანაც მოიგო კაცო
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
26 ნოემბერი 2018 15:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჟოზე თავის იდეებში ჩაიკარგა, ჩიხში შევიდა და თანამედროვე ტენდენციებს ვეღარ ყვება, ამ მდგომარეობიდან ასე ჩანს ყოველ შემთხვევაში.

ამას ემატება, ბევრი უნიათო და მანჩესტერის შეუსაბამო ფეხბურთელი.

მანჩესტერის სახელს და ისტორიას როგორც შეესაბამება, ისეთი ფეხბურთელები რო ყავდეს გუნდს ყველა რგოლში, შედეგიც მეტი იქნება და ხარისხიც, თუმცა იგივე შეიძლება ითქვას მწვრთნელზეც.. ცოტა ,,ფანტაზისტა" მწვრთნელი რო ყავდეს გუნდს, ამ ფეხბურთელებითაც შეიძლება მეტი სანახაობა და უკეთესი ხარისხი. პრობლემა სადღაც შუაშია და ეს ოქროს შუალედი ვერ მოძებნა გუნდმა მერამდენე წელია.
0
№13
ავტორი: JuanMata
26 ნოემბერი 2018 20:55
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: jose__boss
ციტატა: JuanMata
ციტატა: Temo_Ibra



საკმაოდ კარგი არგუმენტებია <3 და თუ დაცდა უნდოდათ ეცდიათ ვან გაალისთვის დარმუწნებული ვარ დღეს უკვე სხვა მანჩესტერი იქნებოდა, ვან გაალის მეთოდებს წლები სჭირდება რომ შეეგუოე, ის არასოდეს მოგცემდა თავისუფლებას, ვინაიდან თავის სისტემა ჰქონდა, იქ უნდა მდგარიყო ფეხბურთელი სადაც ეტყოდა, სრული ტაქტიკოსი იყო 10000% , მარა ვერ აუწყეს ფეხი. ეცდიათ 3 წელი იმისთცისაც, მოიგო ტიტული თუ ამით ვამართლებ ჟოზეს, იმანაც მოიგო კაცო


ვან გაალმა არასწორი ტრანსფერები გააკეთა, ვაფშე ძაან საეჭვო გადაწყვეტილებები მიიღო რიგი ფეხბურთელების გაშვებით, რაფაელი, ჩიჩარიტო, ნანი, თუნდაც ველბეკი. ცოტა იჩქარა გუდის დაცლა და ახალი ფეხბურთელების ჩაყრა ჩემი აზრით და ძაან გაიწელა მაგის პროცესი.

მაგრამ ვან გაალის თამაშის იდეა მე ახლაც მომწონს, ის მიმართულება რაც ჰქონდა აღებული გუნდს სწორი იყო და ალბათ აჯობებდა, რომ მსგავსი სტილის მწვრთნელი მოგვეყვანა ლუის შემდეგ.

ბოლო-ბოლო ვან გაალიც ააწყობდა საბოლოოდ თავის თამაშს, მაგრამ დიდი დრო და რესურსი გაფლანგა უაზროდ. მანჩესტერში ელოდებიან სწრაფ რეზულტატს, რაც ლოგიკურია, ამდენ ფულს ყრი და 10 წელი ლოდინი არ უნდა გჭირდებოდეს.
0
№14
ავტორი: GIOMU
28 ნოემბერი 2018 01:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ტრანსფერებია საჭირო...
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top