თბილისი:
მანჩესტერი:
16-11-2018, 19:21
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2176,
კომენტარები: 12
ნევილმა ახსნა, თუ რატომ არ ჩამოართვა ხელი შმეიხელს 16 წლის წინ
გარი ნევილი ცნობილ ინციდენტს იხსენებს.
ნევილმა ახსნა, თუ რატომ არ ჩამოართვა ხელი შმეიხელს 16 წლის წინ
გარი ნევილმა ახსნა, თუ რატომ არ ჩამოართვა ხელი პეტერ შმეიხელს 2002 წლის მანჩესტერულ დერბიში.

90-ან წლებში "იუნაიტედთან" დაკავშირებულმა ორმა ლეგენდამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ფერგიუსონის გუნდის წარმატებებში.

თუმცა, 16 წლის წინ წყვილს შორის უთანხმოება მოხდა და ქალაქური დერბის წინ ერთმანეთისთვის გაუცხოებულები იყვნენ.

ყოფილი თანაგუნდელები "მეინ როუდზე" გამართული მატჩის წინ გუნდის კაპიტნებს წარმოადგენდნენ და "სიტის" რიგებში გადასულ შმეიხელი რაიან გიგზთან თბილი მისალმების შემდეგ გარი ნევილისკენაც გაიწია ხელის ჩამოსართმევად, თუმცა ნევილმა იგი არ შეიმჩნია და 16 წლის შემდეგ ხსნის, თუ რატომ მოიქცა ასე.

"ჩემსავით 43 წლის ასაკში წარსულს რომ გაიხსენებ, 2 რამ ამოგიტივტივდება თავში. ერთ-ერთია "იუნაიტედიდან" მისი წასვლა 35 წლის ასაკში და თქმა, რომ თითქოს კარიერას ასრულებდა უცხოეთში გადასვლით.

მაგრამ დაბრუნდა და "მანჩესტერ სიტიში" ითამაშა. როგორც შეიძლება "მანჩესტერ სიტიში" თამაში. მე "იუნაიტედის" გულშემატკივარი ვარ და ვერ ვითამაშებ "მანჩესტერ სიტიში", ვერც "ლიდსში" და ვერც "ლივერპულში". ეს მცნებაა. უბრალოდ არ უნდა ითამაშო ამ კლუბებში, რაც არ უნდა მოხდეს.

99-ში მან ტრებლი მოიგო "იუნაიტედთან" ერთად, შემდეგ კი თქვა, რომ კარიერიას ასრულებდა... "იუნაიტედში" კიდევ 2 ან 3 წელი უნდა ეთამაშა თუ ასე იყო. პეტერიდან ედვინამდე მეკარის პრობლემა გვქონდა".


ნევილმა თავისი განმარტება გაამყარა ფერგიუსონის მენტალიტეტით.

"მეორე მხარე ის იყო, რომ ყველა მეზიზღებოდა, ყველას გვეზიზღებოდა. ჩვენც ყველას ვძულდით და ჩვენც ყველა გვძულდა. ასე იყო.

სერ ალექსთან ერთად კუნძულზე იმყოფებოდი და მკაცრი მენტალიტეტი გვქონდა. კუნძულზე რომ არ ყოფილიყავი, მაშინ ჩამოართმევდი კიდეც."


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
16 ნოემბერი 2018 19:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11410
Me garis mxareze var am ambavshi da sworadac moiqca
0
№2
ავტორი: giorgi_mg
16 ნოემბერი 2018 19:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ზუსტად ეგ მენტალიტეტი აკლია ამ გუნდს და ასეთი ხალხი რომლისთვისაც იუნატედი ბევრად მეტია ვიდრე სხვა დანარჩენი გრანდები ან გუნდები
0
№3
ავტორი: GeorgeBest
16 ნოემბერი 2018 20:46
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ასეთი ხალხი აკლია გუნდს ზუსტად love
0
№4
ავტორი: gaga1987
16 ნოემბერი 2018 20:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
100%gari. eseti xalxi gvinda da ashendes gundi tavidan tanaxma var.ogond treneric namdvili citeli unda iyos.ogond ara gari ))))
0
№5
ავტორი: PaLoMo
16 ნოემბერი 2018 23:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
100%
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: SANDROGRIGA
16 ნოემბერი 2018 23:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
შეიცვალა ფეხბურთი, სულ სხვა იყო თუნდაც 10 წლის წინ ეს სპორტი და სულ სხვაა ახლა
0
№7
ავტორი: stepno
17 ნოემბერი 2018 08:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
აი რა აკლიათ დღეს ამ ჩობანებს 4:0 რო აგებდნენ მაინც ბედნიერები არიან ფუუ ამათიი
0
№8
17 ნოემბერი 2018 10:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 39
ლეგენდარულმა შვედი თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველს, პოლ პოგბას გამოექომაგა.

"პოგბას კრიტიკა უკვე სასაცილო ხდება, ყველაფერი მას ბრალდება. ვინმემ წითელ შუქზე გზა გადაკვეთა - პოგბას ბრალია, სხვას ბორბალი გაუსკდა - ესეც პოგბას ბრალია. მეჩვენება, რომ ყველა, ვინც მას აკრიტიკებს, უბრალოდ ყურადღების მიქცევას ცდილობს.

მათ საკუთარ თავს უნდა შეხედონ, განსაკუთრებით ეს ყოფილ ფეხბურთელებს ეხებათ და საკუთარ თავს კითხვა დაუსვან: "მე რა გავაკეთე, როდესაც ვთამაშობდი?" არადა, ისინი ბევრად უკეთესებიც არ ყოფილან - მათ წინააღმდეგ მითამაშია.

ყველამ ხმა უნდა ჩაიწყვიტოს და საკუთარი საქმით დაკავდეს. მათ ფულს საუბარსა და ყურადღების მიქცევაში უხდიან, მაგრამ, სიტყვები ფაქტით უნდა დაამტკიცოს." - ციტირებს იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს FourFourTwo.
0
№9
ავტორი: mishiko1
17 ნოემბერი 2018 11:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
ყველა რომ ნევილივით ფიქრობდეს გუნდი ასეთ მდგომარეობაში არ იქნება. რათქმაუნდა მწვრთნელის ფაქტორიც ბევრს ნიშნავს, ფერგიმ მთელი ცხოვრება მანიუში გაატარა, სხვები კი მოურინიოს ჩათვლით აქ ფულის საკეთებლად მოდიან, ჩემი აზრით ისეთი მწვრთნელი გვჭირდება ვისაც ეს გუნდი უყვარს და რაღაც აკავშირებს გუნდდთან ალბად გიგზი უახლოეს მომავალში მზად იქნება გუნდის გასაძღოლად.
0
№10
ავტორი: Svanchester
17 ნოემბერი 2018 13:37
  • სიახლეები: 2760
  • კომენტარები: 3857
old good time
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top