თბილისი:
მანჩესტერი:
16-11-2018, 19:21
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2185,
კომენტარები: 12
ნევილმა ახსნა, თუ რატომ არ ჩამოართვა ხელი შმეიხელს 16 წლის წინ
გარი ნევილი ცნობილ ინციდენტს იხსენებს.
ნევილმა ახსნა, თუ რატომ არ ჩამოართვა ხელი შმეიხელს 16 წლის წინ
გარი ნევილმა ახსნა, თუ რატომ არ ჩამოართვა ხელი პეტერ შმეიხელს 2002 წლის მანჩესტერულ დერბიში.

90-ან წლებში "იუნაიტედთან" დაკავშირებულმა ორმა ლეგენდამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ფერგიუსონის გუნდის წარმატებებში.

თუმცა, 16 წლის წინ წყვილს შორის უთანხმოება მოხდა და ქალაქური დერბის წინ ერთმანეთისთვის გაუცხოებულები იყვნენ.

ყოფილი თანაგუნდელები "მეინ როუდზე" გამართული მატჩის წინ გუნდის კაპიტნებს წარმოადგენდნენ და "სიტის" რიგებში გადასულ შმეიხელი რაიან გიგზთან თბილი მისალმების შემდეგ გარი ნევილისკენაც გაიწია ხელის ჩამოსართმევად, თუმცა ნევილმა იგი არ შეიმჩნია და 16 წლის შემდეგ ხსნის, თუ რატომ მოიქცა ასე.

"ჩემსავით 43 წლის ასაკში წარსულს რომ გაიხსენებ, 2 რამ ამოგიტივტივდება თავში. ერთ-ერთია "იუნაიტედიდან" მისი წასვლა 35 წლის ასაკში და თქმა, რომ თითქოს კარიერას ასრულებდა უცხოეთში გადასვლით.

მაგრამ დაბრუნდა და "მანჩესტერ სიტიში" ითამაშა. როგორც შეიძლება "მანჩესტერ სიტიში" თამაში. მე "იუნაიტედის" გულშემატკივარი ვარ და ვერ ვითამაშებ "მანჩესტერ სიტიში", ვერც "ლიდსში" და ვერც "ლივერპულში". ეს მცნებაა. უბრალოდ არ უნდა ითამაშო ამ კლუბებში, რაც არ უნდა მოხდეს.

99-ში მან ტრებლი მოიგო "იუნაიტედთან" ერთად, შემდეგ კი თქვა, რომ კარიერიას ასრულებდა... "იუნაიტედში" კიდევ 2 ან 3 წელი უნდა ეთამაშა თუ ასე იყო. პეტერიდან ედვინამდე მეკარის პრობლემა გვქონდა".


ნევილმა თავისი განმარტება გაამყარა ფერგიუსონის მენტალიტეტით.

"მეორე მხარე ის იყო, რომ ყველა მეზიზღებოდა, ყველას გვეზიზღებოდა. ჩვენც ყველას ვძულდით და ჩვენც ყველა გვძულდა. ასე იყო.

სერ ალექსთან ერთად კუნძულზე იმყოფებოდი და მკაცრი მენტალიტეტი გვქონდა. კუნძულზე რომ არ ყოფილიყავი, მაშინ ჩამოართმევდი კიდეც."


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: JuanMata
17 ნოემბერი 2018 15:11
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
აღარაა ის მენტალიტეტი რაც ადრე იყო, არამარტო ჩვენთან. საერთოდ შეიცვალა მიდგომა.
კლუბი არის შენი სამსახური, იღებ ხელფასს, მუშაობ. თუ კარგად ითამაშებ, უფრო მეტ ფულს აიღებ, პოპულაური გახდები და ტიტულებს მოიგებ. ჩემი აზრით ფული და პატივმოყვარეობა არანაკლები სტიმულია, ვიდრე კლუბის "პატრიოტიზმი".
რონალდო წლიდან წლამდე აშანტაჟებდა რეალს წასვლით და ახალ გაუჯობესებულ კონტრაქტს იღებდა, გავს ეს კლუბის სიყვარულს? მაგრამ ხელი არ შეუშლია ამ მიდგომას ოქროს ბურთების კოლექციის გაკეთებაში, არც რეალისთვის შეუშლია ხელი ლიგის თასების მოპოვებაში.
მთავარი პროფესიონალიზმია, შენს მოვალეობას უნდა ასრულებდე პირნათლად, ბოლომდე მიუხედავად იმ სიძნელეებისა, რაც შეიძლება შეგხვდეს. და უნდა გიყვარდეს შენი საქმე.

ჩვენს ფეხბურთელებს, ნაწილს მაინც შეიძლება ძალიანაც უყვართ მანჩესტერი, მაგრამ პროფესიონალიზმი არ აქვთ. ისევე როგორც მწვრთნელს, რომელიც მუდმივად წუწუნებს და თავს იმართლებს ზოგჯერ აზრიანი, ხშირად უაზრო პრობლემებით.

ხშირად ვაკრიტიკებთ ფეხბურთელებს, რომ ბოლომდე არ იხარჯებიან, კლუბს პატივს არ ცემენ, მაგრამ მოდი შევხედოთ მწვრთნელს რას აკეთებს?
როდისმე უხსენებია ჟოზეს ის ფაქტი, რომ ეს კლუბი ყველაზე ტიტულოვანია ინგლისში? არა, სამაგიეროდ ყოველ თამაშში თვალში გვატაკებს სამ თითს. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გუნდს ეუბნება, მაინც ვერ წავალთ წინ და რა აზრი აქვს თავის მოკვლას? და გვახსენებს როგორ გამოუგდია მანჩესტერი აქამდე ფლეიოფიდან. (ისევ თავის მიღწევებზე საუბრობს და კლუბს იკიდებს).

რატომ გგონიათ, რომ ამ კაცის გაწვრთნილი ფეხბურთელები თავს მოიკლავენ კლუბისთვის, ან გამოიჩენენ პროფესიონალიზმს და არ დაიწყებენ წუწუნს, თავისი პოზიციის და სათამაშო დროის გამო?
0
№12
ავტორი: GIOMU
19 ნოემბერი 2018 01:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
აბა ახლა წააგებენ ხოლმე და სტადიონიდან მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებთან სიცილით და ხვევნა კოცნით გადიან ხოლმე და ესაა მოსაწონი?
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top