თბილისი:
მანჩესტერი:
16-11-2018, 12:36
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1954,
კომენტარები: 11
სატრანსფერო ჭორები
"მანჩესტერ იუნაიტედი" მცველის დამატებას გეგმავს.
სატრანსფერო ჭორები
სატრანსფერო ჭორები

Daily Star – „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწრთვნელი 20 მილიონ ფუნტს ამზადებს "ატლეტიკოს" ფეხბურთელის, დიეგო გოდინის, შესაძენად. როგორც გულშემატკივარს მოეხსენება, „წითლები“ გასულ ზაფხულსაც ცდილობდნენ ცენტრალური მცველის შეძენას, თუმცა - უშედეგოდ. პრესა აქტიურად წერს „ატლეტიკოსა“ და გოდინის ახალ კონტრაქტზე, მაგრამ დიეგო და მისი აგენტი ჯერ დუმილს ინარჩუნებენ.

სატრანსფერო ჭორები

The Sun – „მანჩესტერ იუნაიტედი“ აქტიურად ცდილობდა „ინტერის“ ფეხბურთელის, მილან შკრინიარის შეძენას. თუმცა, როგორც ჩანს, „წითლებს“ მოუწევთ მეტი თანხის გადახდა ამ ფეხბურთელისთვის, რადგანაც ჟოზემ 53 მილიონ ფუნტიან შეთავაზებაზე უკვე უარი მიიღო.

სატრანსფერო ჭორები

Daily Express – „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწრთვნელს ძალიან დიდი სურვილი აქვს „ნაპოლის“ მცველის, კალიდო კოულიბალის, შეძენის. რაც შეიძლება ერიკ ბაიის „არსენალში“ გადასვლის საფუძველი გახდეს.
სატრანსფერო ჭორები

The Mirror – მოურინიოს ასევე სურს „ჩელსის“ ფეხბურთელის, გერი კეჰილის, შეძენა. ჟოზეს აღნიშნული ტრანსფერის განხორციელება იანვარშივე სურს. ამ ტრანსფერზე საუბარი აქტიურად მიმდინარეობს, რადგან კეჰილი უკმაყოფილოა გუნდში არასაკმარისი სათამაშო დროის ქონის გამო. სეზონის დასაწყისიდან, გამოცდილმა მცველმა 6 მატჩი ჩაატარა. „პრემიერ ლიგაში“ კი მთლიანობაში მხოლოდ 21 წუთი ითამაშა.

წყარო: SkySports
წყარო: Mirror
ჭორები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
16 ნოემბერი 2018 12:58
  • სიახლეები: 2779
  • კომენტარები: 3861
კულიბალი დაიდოს am
1
№2
ავტორი: ikeoni
16 ნოემბერი 2018 13:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11435
კულიბალის მოსვლა გამისწორდება ყველაზე მაგრად
0
№3
ავტორი: Malboro463
16 ნოემბერი 2018 13:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
კეჰილზე იმედია ჭორია
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
16 ნოემბერი 2018 13:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
გოდინი თითქმის გამორიცხულია, საერთოდ ზამთარში გაჭირდება ამ რანგის მცველების ყიდვა.
0
№5
ავტორი: JuanMata
16 ნოემბერი 2018 13:54
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Malboro463
კეჰილზე იმედია ჭორია


მე კიდევ მგონია, რომ კეჰილს იყიდის wink
ამ ზამთარში ყველაზე რეალური ვარიანტი ეგაა.
0
№6
ავტორი: kobinio
16 ნოემბერი 2018 13:58
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: JuanMata
ციტატა: Malboro463
კეჰილზე იმედია ჭორია


მე კიდევ მგონია, რომ კეჰილს იყიდის wink
ამ ზამთარში ყველაზე რეალური ვარიანტი ეგაა.

კეხილი ყველაზე რეალურია გეთანხმები მარა კულიბალი იმენა ოცნებაა.დახატავდა ჩვენ დანგრეულ გუნდს.
0
№7
ავტორი: Malboro463
16 ნოემბერი 2018 14:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
ციტატა: JuanMata
მე კიდევ მგონია, რომ კეჰილს იყიდის
ამ ზამთარში ყველაზე რეალური ვარიანტი ეგაა.

32 წლისა სმოლინგზე უარესია გამხდარი ჭირდება გუნდს ასეთი კაცი? ჩელსის ზამენას რომ მოიყვან რა პროგრესზე უნდა ილაპარაკო მერე
1
№8
ავტორი: mishiko1
16 ნოემბერი 2018 14:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
ტობი, კულიბალი ან შკრინიარის მოსვლა გაგვაძლიერებდა, რაც შეეხება კეჰილს მას თავის გუნდში არ უქნია სიკეთე და ჩვენ რა ჯანდაბად გვინდა მაგნაირები გუნდში ოხრად გვყავს. გოდინი უკვე ასაკშია და არ ღირს მასში 20-30 მილიონი ფუნტის დახარჯვა შეიძლება ვერცკი ითამაშოს ისე როგორც ატლეტიკოში თამაშობს.
0
№9
ავტორი: JuanMata
16 ნოემბერი 2018 14:39
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Malboro463
ციტატა: JuanMata
მე კიდევ მგონია, რომ კეჰილს იყიდის
ამ ზამთარში ყველაზე რეალური ვარიანტი ეგაა.

32 წლისა სმოლინგზე უარესია გამხდარი ჭირდება გუნდს ასეთი კაცი? ჩელსის ზამენას რომ მოიყვან რა პროგრესზე უნდა ილაპარაკო მერე


არც მე მინდა კეჰილი, მაგრამ ჩვენი საშინელი სატრანსფერო პოლიტიკის მიხედვით, წესით კეჰილი უნდა მოვიდეს.

არ მჯერა, რომ ზამთარში ვინმე ტოპ მცველს დავიმატებთ.
0
№10
ავტორი: gaga1987
16 ნოემბერი 2018 17:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
კულიბალი იქნება ძალიან მაგარი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top