თბილისი:
მანჩესტერი:
16-11-2018, 12:36
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1955,
კომენტარები: 11
სატრანსფერო ჭორები
"მანჩესტერ იუნაიტედი" მცველის დამატებას გეგმავს.
სატრანსფერო ჭორები
სატრანსფერო ჭორები

Daily Star – „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწრთვნელი 20 მილიონ ფუნტს ამზადებს "ატლეტიკოს" ფეხბურთელის, დიეგო გოდინის, შესაძენად. როგორც გულშემატკივარს მოეხსენება, „წითლები“ გასულ ზაფხულსაც ცდილობდნენ ცენტრალური მცველის შეძენას, თუმცა - უშედეგოდ. პრესა აქტიურად წერს „ატლეტიკოსა“ და გოდინის ახალ კონტრაქტზე, მაგრამ დიეგო და მისი აგენტი ჯერ დუმილს ინარჩუნებენ.

სატრანსფერო ჭორები

The Sun – „მანჩესტერ იუნაიტედი“ აქტიურად ცდილობდა „ინტერის“ ფეხბურთელის, მილან შკრინიარის შეძენას. თუმცა, როგორც ჩანს, „წითლებს“ მოუწევთ მეტი თანხის გადახდა ამ ფეხბურთელისთვის, რადგანაც ჟოზემ 53 მილიონ ფუნტიან შეთავაზებაზე უკვე უარი მიიღო.

სატრანსფერო ჭორები

Daily Express – „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწრთვნელს ძალიან დიდი სურვილი აქვს „ნაპოლის“ მცველის, კალიდო კოულიბალის, შეძენის. რაც შეიძლება ერიკ ბაიის „არსენალში“ გადასვლის საფუძველი გახდეს.
სატრანსფერო ჭორები

The Mirror – მოურინიოს ასევე სურს „ჩელსის“ ფეხბურთელის, გერი კეჰილის, შეძენა. ჟოზეს აღნიშნული ტრანსფერის განხორციელება იანვარშივე სურს. ამ ტრანსფერზე საუბარი აქტიურად მიმდინარეობს, რადგან კეჰილი უკმაყოფილოა გუნდში არასაკმარისი სათამაშო დროის ქონის გამო. სეზონის დასაწყისიდან, გამოცდილმა მცველმა 6 მატჩი ჩაატარა. „პრემიერ ლიგაში“ კი მთლიანობაში მხოლოდ 21 წუთი ითამაშა.

წყარო: SkySports
წყარო: Mirror
ჭორები
11 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
17 ნოემბერი 2018 08:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
აღარც ერთ ჭორს არ დავიჯერებ არც წავიკითხავ სანამ ოფიციალურიო არ დაიწერება. წინა ტრასნფერებზე ყველა ჩვენთან მოდიოდა და ბოლოს დავრჩით ფრედის იმედათ :)
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top