თბილისი:
მანჩესტერი:
4-11-2018, 17:08
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1826,
კომენტარები: 12
კულიბალიზე საუბარი გრძელდება
მოსალოდნელი ჭორები.
კულიბალიზე საუბარი გრძელდება
გასული მატჩის შემდეგ, მოურინიომ განცხადება გააკეთა, რომ მისი გუნდის დაცვითი კუთხით თამაშით კმაყოფილი არაა და იდეაში გუნდის ხელმძღვანელებს მიანიაშნა, რომ მას სჭირდება მცველები და კარგი დაცვითი სტილის ფეხბურთელები. ასევე, პორტუგალიელმა სპეციალისტმა, განაცხადა, რომ გუნდში ბალანსის შენარჩუნებაა საჭირო, რაც ამ ეტაპზე არ გამოსდით.

ამ განცხადებების შემდეგ, "გაცოცხლდა" ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ კულიბალი "ნაპოლის" ძალიან მალე, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვებს და "იუნაიტედს" შეუერთდება. ჯერ უცნობია გარიგების დეტალები, თუმცა კულუარებში საუბრობენ, რომ მცველში ინგლისელი მხარე 75 მილიონის გადახდას აპირებს.

ნამდვილად რთულია იმის თქმა, რეალობასთან ახლოსაა თუ არა ეს ინფორმაცია, თუმცა კლუბს, რომ ცენტრალური მცველი ჰაერივით სჭირდება, ეს ფაქტია და ზემოაღნიშნული ფეხბურთელი სრულებით შეესაბამება კლუბის მოთხოვნილებებს.

წყარო: www.goal.com
ჭორები
12 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
4 ნოემბერი 2018 17:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
უკვე აღარ ვიცი რომელი მცველი მოაგვარებს დაცვაში პრობლემებს, ჟოზემ მცელების ყიდვა იცისო და ვინც იყიდა ისინი აღარ მოწონს, ერთია კიდე რამდენად კარგად თამაშობენ, თავიდან ბააი კარგი იყო მარა ხანდახან ისეთებს აკეთებს სულ გადაფარავს ხოლმე ყველაფერს, ლინდელოფი ამ ბოლო დროს პროგრესირებს მარა საბოლოო ჯამში ის სურათი არ არის დაცვსი ხაზში რაც გვინდა.

ხოდა კულიბალი რო იყიდო, თუნდაც მაგუაიერი, შკრინიანი და ასე შემდეგ, მაინც არ მჯერა რო რამე გამოსწორდება, ჯერ სისტემაა მოსაგვარებელი და მერე ინდივიდუალური საკითხი, და ეს სისტემა რაც ჟოზეს აქვს არამგონია ერთმა კონკრეტულმა მცველმა შეცვალოს და პრობლემა მოაგვაროს.
0
№2
ავტორი: ikeoni
4 ნოემბერი 2018 17:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Arada kargi mcvelia da ar Iqneba amis yidva urigo varianti
0
№3
ავტორი: Dato kutaisi
4 ნოემბერი 2018 18:29
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ფლანგის მცველებს რას უპირებენ დირკაა როა განსაკუთრებით შოუს მხარე
0
№4
ავტორი: firmino9
4 ნოემბერი 2018 18:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
ლოვრენი წაიყვანეთ დდდდდდდდდდ
0
№5
ავტორი: kobinio
4 ნოემბერი 2018 19:26
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
მაგუაიერს როცა ახსენებენ ბრაზი მერევა. რითი ჯობია სმოლინგს მითხრას ვინმემ?! ორივე ზორბა დაყიდებული ტლანქია.მცირედი პლიუსი მაგუაოერის სტანდარტები.მაგაში 70 მილიონი
გადაყრაა და მეტი არაფერი.ვოლკერი როგორ ვერ დავითრიწთ ამის დედაც.ტობი თუ მოვიდა ისიც დააბალანსებდა დაცვას შედარებით.
0
№6
ავტორი: glory28
4 ნოემბერი 2018 19:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
ციტატა: firmino9
ლოვრენი წაიყვანეთ დდდდდდდდდდ

გომეს მიხედე რააა !!!! ლუზერს აქ რა გინდა აუთ !!!!
0
№7
ავტორი: Malboro463
4 ნოემბერი 2018 20:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5850
ციტატა: glory28

გომეს მიხედე რააა !!!! ლუზერს აქ რა გინდა აუთ !

მისახედი რა აქ გომეს? ამ ეტაპზე ყველა მანიუს მცველს ჯობია
0
№8
ავტორი: firmino9
4 ნოემბერი 2018 20:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
დროა რომ ლივერპულის ბულკი გახდეს მანჩესტერი 3d_2
0
№9
ავტორი: mishiko1
4 ნოემბერი 2018 20:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
ტობი და კულიბალი ორივე ერთად მაგრად გაგვაძლიერებს, 100 მილიონად ორივეს ვიყიდით. ბაილს წასვლა უნდა და ჩართონ კულიბალის ან ტობის ტრანსფერში.
0
№10
ავტორი: MANUTD FAN.
5 ნოემბერი 2018 01:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
ციტატა: firmino9
დროა რომ ლივერპულის ბულკი გახდეს მანჩესტერი 3d_2

ეგ არ მოხდება რასდროს :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top