თბილისი:
მანჩესტერი:
31-10-2018, 11:06
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1790,
კომენტარები: 15
მოურინიო შეშფოთებულია
ჟოზეს ირგვლივ ისევ უკმაყოფილება ტრიალებს რაღაცის ან ვიღაცის მიმართ.
მოურინიო შეშფოთებულია
ისევ გაურკვევლობა, ისევ ყურადღების ცენტრში "მანჩესტერ იუნაიტედი", ამჯერად პრესის ფურცლებზე, კლუბის აღმასრულებელი დირექტორი ედ ვუდვორდი მოხვდა.

კერძოდ, ვუდვორდი გუშინ ჟოზე მოურნიოსთან დათქმულ შეხვედრაზე უნდა მისულიყო, თუმცა უცნაური გადაწყვეტილებით ის ჟოზესთან სასაუბროდ არ მისულა. The Sun - ის ცნობით, ამ შეხვედრაზე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე განსახორციელებელი ტრანსფერები უნდა განხილულიყო, განხილვის საგანი იყო ასევე სპორტული დირექტორის პოსტი.

აღნიშნული წყაროს ცნობით, ვუდვორდმა მრგვალ მაგიდასთან მისვლა ბოლო მომენტში გადაიფიქრა რამაც "წითელი ეშმაკების" დამრიგებელი ძალიან განარისხა. ამ ყველაფერმა კი ძალიან შეუწყო ხელი ვუდვორდისა და მოურინიოს ურთიერთობის დაძაბვას.

პრესა იუწყება ასევე, რომ ეს ფაქტი შესაძლოა მოურინიოს კლუბიდან წასვლას უკავშირდებოდეს, რაც შეიძლება ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მოხდეს.

წყარო: euro-football
სიახლეები
15 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
31 ოქტომბერი 2018 11:11
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ეს რა კლოპობა ქნა ვუდვორდმა?
0
№2
ავტორი: mishiko1
31 ოქტომბერი 2018 11:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
ეს ვუდვორდიც გასაგდებია მოურინიოსთან ერთად, აბა რაუნდა ტრანსფერების გარეშე მოიგონ თამაშები? ნახევარი გუნდი გასაშვებია არ არიან მანჩესტერის დონისანი, 2-ფეხბურთელი კი არა 5-6 მაღალი დომის მოთამაშე გვჭირდება და ამას 300-მილიონამდე სჭირდება პლუს მაღალი შემტევი სტილის მწვრთნელი რომ გუნდი გამოაღვიძოს.
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
31 ოქტომბერი 2018 11:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მე ის მიკვირს აქამდე რატო არ ქონდა საერთოდ კლუბს სპორტული დირექტორის პოზიცია, ასე ერთი შეხედვით ვუდვორდი კარგი მენეჯერია, ფინანსების საკითხებს უძღვება, არ იცის ეს სატრანსფერო სპეციფიკა. თავისი საქმე რაცაა კი აკეთებს, ფინანსურ ხეირს ნახულობს გუნდი. ვიძახოთ და ვაბრალოთ ტრანსფერების საკითხი ვუდვორდს, რეალურად არაა ამ კაცის საქმე ეს და არც იცის, მაგრამ შესაბამისი პოზიციების არარსებობის გამო უწევს სატრანსფერო პოლიტიკის შეთავსებაც, რაც არ გამოდის, ამისთვის დიდად ვერ გაამტყუნებ.
2
№4
ავტორი: giorgiginturi
31 ოქტომბერი 2018 11:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
მოურინიო არსად არ წავა დაიმახსოვრედ, ეს პოგბა, მარსიალი დეხეა დ.ა შ წასვლის სურვილებიც ტყუილია.. გასაწმენდი ხალხი წავლენ წელს და არა ერთი ეს აუცილებლად მოხდება..
და ზამთარშივე გაკეთდება კარგი ტრანსფერები.
და იუნაიტედი ითამაშებს მინიმუმ ფინალში..
champions league
0
№5
ავტორი: ikeoni
31 ოქტომბერი 2018 12:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
რა უნდა ამ ვუდვორსაც ძმაო გამოვიდეს და თქვას
0
№6
ავტორი: JuanMata
31 ოქტომბერი 2018 13:33
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: SANDROGRIGA
მე ის მიკვირს აქამდე რატო არ ქონდა საერთოდ კლუბს სპორტული დირექტორის პოზიცია, ასე ერთი შეხედვით ვუდვორდი კარგი მენეჯერია, ფინანსების საკითხებს უძღვება, არ იცის ეს სატრანსფერო სპეციფიკა. თავისი საქმე რაცაა კი აკეთებს, ფინანსურ ხეირს ნახულობს გუნდი. ვიძახოთ და ვაბრალოთ ტრანსფერების საკითხი ვუდვორდს, რეალურად არაა ამ კაცის საქმე ეს და არც იცის, მაგრამ შესაბამისი პოზიციების არარსებობის გამო უწევს სატრანსფერო პოლიტიკის შეთავსებაც, რაც არ გამოდის, ამისთვის დიდად ვერ გაამტყუნებ.

მე როგორც მივხვდი ყველაფერი ფერგიუსონი იყო ამ გუნდში, გუნდის განვითარების სტრატეგია შეიმუშავა და მიყვებოდა ბოლომდე.

წავიდა ფერგი და მიყვა მთელი სპორტული სისტემა, რაც იყო აწყობილი.
0
№7
ავტორი: kobinio
31 ოქტომბერი 2018 16:25
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
მაგ ნაბო.პრძიკის დამსახურებით ვართ ასე როგორც ვართ.იმედია ვუდვორდს მალე ააჯმევინებენ.
0
№8
ავტორი: Dato kutaisi
31 ოქტომბერი 2018 17:49
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ციტატა: JuanMata
ციტატა: SANDROGRIGA
მე ის მიკვირს აქამდე რატო არ ქონდა საერთოდ კლუბს სპორტული დირექტორის პოზიცია, ასე ერთი შეხედვით ვუდვორდი კარგი მენეჯერია, ფინანსების საკითხებს უძღვება, არ იცის ეს სატრანსფერო სპეციფიკა. თავისი საქმე რაცაა კი აკეთებს, ფინანსურ ხეირს ნახულობს გუნდი. ვიძახოთ და ვაბრალოთ ტრანსფერების საკითხი ვუდვორდს, რეალურად არაა ამ კაცის საქმე ეს და არც იცის, მაგრამ შესაბამისი პოზიციების არარსებობის გამო უწევს სატრანსფერო პოლიტიკის შეთავსებაც, რაც არ გამოდის, ამისთვის დიდად ვერ გაამტყუნებ.

მე როგორც მივხვდი ყველაფერი ფერგიუსონი იყო ამ გუნდში, გუნდის განვითარების სტრატეგია შეიმუშავა და მიყვებოდა ბოლომდე.

წავიდა ფერგი და მიყვა მთელი სპორტული სისტემა, რაც იყო აწყობილი.

ერთერთ სტატიაზე ეს დავწერე ზუსტად პრობლემების ჩამონათვალი რომ გავაკეთე.ფერგი იყო ყველაფერი და ზუსტად ეს გახდა პრობლემა უკვე როცა ის წავიდა.მე ფერგისაც ვადანაშაულებ ამ ყველაფერში.მინიმუმ ხომ იცოდა როდესმე წავიდოდა და მისი შემცვლელის გამოზრდაზე უნდა ეზრუნა.დღეს რომ ვიძახით ვინმე მანჩესტერელი გვჭირდებაო ეგ ზუსტად ფერგის უნდა ექნა მაგრამ არ ქნა აი რატომ ეგ სხვა საკითხია.აკადემიიდან დაწყებული ყველაფერს ის განაგებდა ტრანსფერებით დამთავრებული.ხოდა უცებ აღარაა ფერგი და ვსიო მოიშალა ყველაფერი.ავტორიტარულინმმართველობა არაფერში ვარგა აგერაა კიდევ ერთი მაგალითი.ზოგადად ბოლოში ფერგის ძაან გაუჭირდა თანამედროვე ფეხბურთს დაწეოდა და ამის მაგალითი ჩემპიონთა ლიგის ორი ფინალი წაგებული უშანსოდ ბარსასთან.ფაქტი იყო ვეღარაფერი დაუპირისპირა.ხოდა მიხვდა და პრემიერ ლიგის მოგებით დაასრულა კარიერა.თვითონ წავიდა მაგრამ მემკვიდრეობაზე არ უფიქრია რამდენადაც ძნელია საეიარებლად ფაქტი ჯიუტია.არც არავინ გამოზარდა და არც არავის ასწავლა ხეზე ასვლა.გაუწია რეკომენდაცია მოიესს რომელსაც ევერტონზე მაღალი დონის გუნდში არ უმუშავია და რა ეგონა მაშინ როცა თვითონ გაუჭირდა ახალ რეალობაში მოიესი რომელი ნოვატორი მყავდა. ხოდა როცა ვამბობ სულ სიღრმისეულია ჩვენთან პრობლემებითქო და მარტო მოურინიოს წასვლით არაფერი შეიცვლებათქო ამას ვგულისხმობ
0
№9
ავტორი: GIOMU
31 ოქტომბერი 2018 23:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ეს გუნდი ააშენა და დაანგრია ფერგიუსონმა. ყველაფერს თვითონ აკეთებდა. არ ყიდულობდა ვარსკვავლებს და პირიქით ყიდიდია. ამით ფაქტიურად გაფუქსავატდნენ აგენტები, გუნდი მუშაობდა ხოლოდ ნიჭიერი ახალგაზრდების პოვნაზე, მოლაპარაკებები გრანდებთან წამყვანი ფეხბურთელების შესახებ, ან კონკურენტებისთვის ფეხბურთელების წაგლეჯვა. ეს ყველაფერი კლუბს წლობით არ ქონდა, არ ქონდა და დავიწყდათ კიდეც საერთოდ როგორია ეს ყველაფერი. ხოლო ერთ დღსაც როცა ამის საჭიროება გახდა ვერავინ ვერაფერი ვერ გააკეთა რადგან თურმე არ ცოდნიათ არაფერი, ან რაც იცოდნენ ის უკვე მოძველებული იყო. ამიტომაც ვანგაალის და მოიესის დროს პირველ სამ წელს, ჩვენი საუკეთესო ტრანსფერი იყო, რეალიდან გამოშვებული დიმარია 60 მილიონად. ბექემი, ნისტერლოი, რონალდო. რეალის ბ გუნდი ვიყავით ამდენი ხანი. რომელი ტოპ ვარსკვლავი გახსოვთ ფერგის დროს გადმოსულიყო გუნდში? არ ყოფილა ასეთი შემთხვევა არასდროს. ამიტომაც ვამბობ რომ მოურინიო რომ მოვიდა თითქოს გუნდს მხოლოდ მწვრთნელი აკლდა მწვერვალების დასაბყრობად. სინამდვილეში მწვრთნელი უკანასკნელი იყო რაც გუნდს ჭირდებოდა. ახლა ამ ყველაფრის ამოწევას ცდილობს მოუ თავიდან და ეს იმბეცილი ვუდვორდი კიდე...
1
№10
ავტორი: Dato kutaisi
1 ნოემბერი 2018 05:56
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ციტატა: GIOMU

მე სულ მიკვირს როდესაც ამბობენ რომ სასტავი ისეთი ვვყავს უნდა ვგლიჯავდეთ ხალხსო და სადაა ეს სასტავი ვინაა ეს სასტავი ეგ უკვე აღარ ვიცი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top