თბილისი:
მანჩესტერი:
24-10-2018, 11:49
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1715,
კომენტარები: 12
ლუკაკუ თანადგომას ითხოვს
ბელგიელი უგოლო სერიებს განიცდის.
ლუკაკუ თანადგომას ითხოვს
ჟურნალისტებისთვის, ბოლოდროინდელ სალაპარაკო თემად რომელუ ლუკაკუს უგულო სერიები იქცა. ბელგიელი თავის გამოჩენას ვერ ახერხებს, "იუნაიტედს" კი გოლები ჰაერივით სწორედ ახლა ესაჭიროება.

საინტერესოა თავად ლუკაკუს მოსაზრება. მან ამ საკითხზე ჟურნალისტებთანაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მასსა და თანაგუნდელებს შორის ჯერ კიდევ არ არსებობს ის ურთიერთკავშირი, რაც მას გოლების გატანაში დაეხმარება.

"ეროვნულ ნაკრებში უკვე თითქმის 10 წელია ვთამაშობ, 16 - წლის ასაკიდან დაიწყო ეს ყველაფერი. თანაგუნდელებს შესანიშნავად ესმით ჩემი. "იუნაიტედში" ყველაფერი სხვაგვარადაა, აქ ჯერ კიდევ გვიჭირს ერთმანეთის გაგება.

ეს არის ის ასპექტი რაზეც ბევრი მუშაობა გვმართებს. თანაგუნდელებმა უფრო უნდა გამიგონ მე და ჩემ მოძრაობებს მოედანზე. როდესაც ამ ყველაფერს ერთობლივად ვისწავლით, მე შევძლებ გუნდში მაღალი რეზულტატების ჩვენებას".
- ციტირებს Sports Mole - ლუკაკუს სიტყვებს.

რომელუ გუნდს 2017 წელს შეუერთდა. ამ ხნის განმავლობაში მან ჩატარებულ 63 მატჩში 31 გოლის გატანა შეძლო, რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, იქ ლუკაკუ შესანიშნავია, 45 გოლი 79 შეხვედრაში. მიმდინარე სეზონში ლუკაკუმ ჩატარებულ 9 შეხვედრაში თავის გამოჩენა მხოლოდ 4 ჯერ შეძლო.


წყარო: euro-football
ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
24 ოქტომბერი 2018 11:54
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
არ ვიცი შეიძლება მცდარი მოსაზრება მაქვს მაგრამ ჩემი აზრით ესეა. გუნდი არ თამაშობს შემტევ ფეხბურთს და ლუკაკუც გამოთიშულია ამ ყველაფერს. ერთი წამით წარმოვიდგენ ამ ცხოველს გვარდიოლას ხელში, პროსტა აი უბრალოდ გოლების მანქანა იქნება. ამას ისიც ემატება, რომ თითქოს მართლა ვერ უგებენ თანაგუნდელები და ყველა თავის ხუშტურებზე იქნევს კარისკენ ფეხს როდესაც ამ დროს ფორვარდზე უნდა თამაშობდე მეტწილად. ლუკაკუზე კარგი ფორვარდი ვინ გინდა მოიყვანო, პრემიერ ლიგაში გაზრდილი თავამსხმელი. ამ ყველაფერს მწვრთნელის შეცვლა აუცილებლად უშველის. რა ქნას ამან, დაცვიდან გაიტანოს ბურთები? თუ დაცვაში ჩამჯდარ იუნაიტედს დაეხმაროს დაცვაში. ნუ გადავტეხავთ ჯოხს ლუკაკუზე, არც მოურინიოზე არ ვტეხავ, უბრალოდ ამ თავდამსხმელს სხვა მენტორი სჭირდება, ისევე როგორც რეშფორდს, მარსიალს, სანჩესს, ნუ ყველას უკვე, გუნდს ახალი ჰაერი სჭირდება ახალიიი.
1
№2
ავტორი: Malboro463
24 ოქტომბერი 2018 12:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5850
მერე ამ ყველაფერში ერთი კაცია თამნაშავე მეტი არავინ.
1
№3
ავტორი: JuanMata
24 ოქტომბერი 2018 12:13
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
უნებურად ლუკაკუმ აღიარა, რომ ჟოზე თავის საქმეს არ ასრულებს და თვითონ ფეხბურთელები ცდილობენ, რაღაც კომბინაცია მოიფიქრონ და შექმნან.

ერთი-ერთი 5 მომენტიდან, რომ ვერც ერთს ვერ გამოიყენებ, მანდ ფეხბურთეკს უნდა მოკითხო.

მაგრამ ძირითადი თავდამსხმელი რომელიც ორი წელია გუნდშია და ამბობს, ერთმანეთის არ გვესმის, მე სხვაგან ვიწყებ მძრაობას და ჩემი თანაგუნდელი სხვაგან მიკეთებს პასს - ეს მწვრთნელის ბრალია.

ლუკაკუ დიდად არ მომწონს, მაგრამ ამ ფეხბურთელის ბევრად უკეთ გამოყენება, რომ შეიძლება ნაკრებშიც ჩანს და ევერტონშიც ვხედავდით.

რას ვიფიქრებდი, რომ ევერტონი უფრო გააზრებულად თამაშობს შეტევაში, ვიდრე მანჩესტერი. მაგრამ ფაქტია.
ჩვენი თამაში არის ქაოსური, იმპროვიზებული და არაპროგნოზირებადი. ერთი-ერთზე ეს შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ როცა 11 კაცი თამაშობს, იქ დალაგებული და წინასწარ შემუშავებული გეგმის გარეშე არაფერი გამოვა.

მოკლედ ჟოზე უნდა წავიდეს. ეპლს და ლიგას თუ ვერ მოვიგებთ, კლოუნადა მაინც არ იქნება მოედანზე.
0
№4
ავტორი: giorgi_mg
24 ოქტომბერი 2018 12:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ეხლა პოგბა გამოვა და ისიც რაღაცას დააბრეხვებს. მოკლედ სრული კატასტროფა და ისეთი კრიზისია მეტი რო არ შეიძლება
0
№5
ავტორი: Svanchester
24 ოქტომბერი 2018 12:31
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
ციტატა: JuanMata
უნებურად ლუკაკუმ აღიარა, რომ ჟოზე თავის საქმეს არ ასრულებს და თვითონ ფეხბურთელები ცდილობენ, რაღაც კომბინაცია მოიფიქრონ და შექმნან.

ერთი-ერთი 5 მომენტიდან, რომ ვერც ერთს ვერ გამოიყენებ, მანდ ფეხბურთეკს უნდა მოკითხო.

მაგრამ ძირითადი თავდამსხმელი რომელიც ორი წელია გუნდშია და ამბობს, ერთმანეთის არ გვესმის, მე სხვაგან ვიწყებ მძრაობას და ჩემი თანაგუნდელი სხვაგან მიკეთებს პასს - ეს მწვრთნელის ბრალია.

ლუკაკუ დიდად არ მომწონს, მაგრამ ამ ფეხბურთელის ბევრად უკეთ გამოყენება, რომ შეიძლება ნაკრებშიც ჩანს და ევერტონშიც ვხედავდით.

რას ვიფიქრებდი, რომ ევერტონი უფრო გააზრებულად თამაშობს შეტევაში, ვიდრე მანჩესტერი. მაგრამ ფაქტია.
ჩვენი თამაში არის ქაოსური, იმპროვიზებული და არაპროგნოზირებადი. ერთი-ერთზე ეს შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ როცა 11 კაცი თამაშობს, იქ დალაგებული და წინასწარ შემუშავებული გეგმის გარეშე არაფერი გამოვა.

მოკლედ ჟოზე უნდა წავიდეს. ეპლს და ლიგას თუ ვერ მოვიგებთ, კლოუნადა მაინც არ იქნება მოედანზე.

გეთანხმები აბსოლიტურად.
0
№6
ავტორი: Dato kutaisi
24 ოქტომბერი 2018 12:33
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ლუკაკუს რომ ინდივიდუალურად ტექნიკის პრობლემებიც აქვს ეგეც ფაქტია.ფეხბურთელი ვერ გიგებს აბა რა ჩემ ფეხებს აკეთებთ ვარჯიშებზე?საქართველოს ნაკრები რო უფრო გააზრებულ ფეხბურთს ითამაშებს რა გრანდობაზე გაქვს პრეტენზია?ლუკაკუ არის ის კატეგორია რომელსაც ბელგიასავით აწყობილი ნახევარდაცვა ჭირდება.ზოგადად ლუკაკუს ტიპაჟის ფორვარდი ერთი იბრა გვყავდა ბერბატოვი იყო კიდევ.მაგრამ ბერბა ამაზე ათასჯერ მეტად მოქნილი და ინტელექტუალი იყო.ახლა რაც შეეხებაჩვენს თამაშს.ჩვენ გვყავს ორი რგოლი დაცვა -თავდასხმა. დაცვა არის 7 კაციანი და თავდასხმა 3 კაციანი.შუაში ჩვენ გუნდი არ გვყავს.ამას მიზეზებიც აქვს.დაცვა არ ვარგა და შესაბამისად 2 საყრდენით გიწევს თამაში და ბურთის ზემოთ ამომტანი არავინაა მიტოა რო მცველებიც და ნახევარმცველებიც დაცვიდან ბურთის ამოტანას წიხლებით აკეთებს.ლიჟბი მოიგერია დაცვიდან ამოსვლა რომ არაა ყველა ვთანხმდებით.ზატო სიმაღლეში დაგვეჯიბროს ვინმე აქ აშკარა უპირატესობა გვაქვს მაგრამ რად გინდა არცერთ სტანდარტულზე უპირატესობა არ გვაქვს.ახლა მეორე თამაშში ტურინში სასწაულებრივად გამოკრავს ფრეს ხელს და რა გინდათ ვდომინირებდით და 1 ქულა შედეგიაო და ვუდვორდიც აბა აბა აბაო და ასე.მოკლედ ყელამდე ნეხვში ვართ
0
№7
ავტორი: ikeoni
24 ოქტომბერი 2018 12:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Faqtia Ro golebii ver gagvaqvs da rasac ginda davabralod
0
№8
ავტორი: glory28
24 ოქტომბერი 2018 14:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
თანადგომა კი არააა წადი რა გუნდიდან ამას ჩიჩარიტო მირჩევნია ამაზე უნიჩო ფორვარდი არ მინახვას
0
№9
ავტორი: stepno
24 ოქტომბერი 2018 20:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მარტო ცენტრში დგომა არაა საქმეე ესე ვერაფერს გააკეთებ
0
№10
ავტორი: GIOMU
24 ოქტომბერი 2018 22:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ვინც არ უნდა მოიყვანონ თუ ვერ შეეტყო ერთმანეთს ეს ხალხი აზრი არ აქვს არაფერს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top