თბილისი:
მანჩესტერი:
24-10-2018, 11:49
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1719,
კომენტარები: 12
ლუკაკუ თანადგომას ითხოვს
ბელგიელი უგოლო სერიებს განიცდის.
ლუკაკუ თანადგომას ითხოვს
ჟურნალისტებისთვის, ბოლოდროინდელ სალაპარაკო თემად რომელუ ლუკაკუს უგულო სერიები იქცა. ბელგიელი თავის გამოჩენას ვერ ახერხებს, "იუნაიტედს" კი გოლები ჰაერივით სწორედ ახლა ესაჭიროება.

საინტერესოა თავად ლუკაკუს მოსაზრება. მან ამ საკითხზე ჟურნალისტებთანაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მასსა და თანაგუნდელებს შორის ჯერ კიდევ არ არსებობს ის ურთიერთკავშირი, რაც მას გოლების გატანაში დაეხმარება.

"ეროვნულ ნაკრებში უკვე თითქმის 10 წელია ვთამაშობ, 16 - წლის ასაკიდან დაიწყო ეს ყველაფერი. თანაგუნდელებს შესანიშნავად ესმით ჩემი. "იუნაიტედში" ყველაფერი სხვაგვარადაა, აქ ჯერ კიდევ გვიჭირს ერთმანეთის გაგება.

ეს არის ის ასპექტი რაზეც ბევრი მუშაობა გვმართებს. თანაგუნდელებმა უფრო უნდა გამიგონ მე და ჩემ მოძრაობებს მოედანზე. როდესაც ამ ყველაფერს ერთობლივად ვისწავლით, მე შევძლებ გუნდში მაღალი რეზულტატების ჩვენებას".
- ციტირებს Sports Mole - ლუკაკუს სიტყვებს.

რომელუ გუნდს 2017 წელს შეუერთდა. ამ ხნის განმავლობაში მან ჩატარებულ 63 მატჩში 31 გოლის გატანა შეძლო, რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, იქ ლუკაკუ შესანიშნავია, 45 გოლი 79 შეხვედრაში. მიმდინარე სეზონში ლუკაკუმ ჩატარებულ 9 შეხვედრაში თავის გამოჩენა მხოლოდ 4 ჯერ შეძლო.


წყარო: euro-football
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: mishiko1
25 ოქტომბერი 2018 11:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
აშკარაა მძიმე ფორვარდია ტექნიკაში მოიკოჭლებს, აჯობებს ამდენ მოთქმას საკუთარ თავზე მეტი იმუშაოს, ისიც მართალია რომ გუნდში ერთმანეთს ვერ უგებენ, ეს მარტო ფეხბურთელების ბრალი არაა მწვრთნელიც დამნაშავეა, გუნდს დისიპლინა აკლია.
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
25 ოქტომბერი 2018 13:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: JuanMata
უნებურად ლუკაკუმ აღიარა, რომ ჟოზე თავის საქმეს არ ასრულებს და თვითონ ფეხბურთელები ცდილობენ, რაღაც კომბინაცია მოიფიქრონ და შექმნან.

ერთი-ერთი 5 მომენტიდან, რომ ვერც ერთს ვერ გამოიყენებ, მანდ ფეხბურთეკს უნდა მოკითხო.

მაგრამ ძირითადი თავდამსხმელი რომელიც ორი წელია გუნდშია და ამბობს, ერთმანეთის არ გვესმის, მე სხვაგან ვიწყებ მძრაობას და ჩემი თანაგუნდელი სხვაგან მიკეთებს პასს - ეს მწვრთნელის ბრალია.

ლუკაკუ დიდად არ მომწონს, მაგრამ ამ ფეხბურთელის ბევრად უკეთ გამოყენება, რომ შეიძლება ნაკრებშიც ჩანს და ევერტონშიც ვხედავდით.

რას ვიფიქრებდი, რომ ევერტონი უფრო გააზრებულად თამაშობს შეტევაში, ვიდრე მანჩესტერი. მაგრამ ფაქტია.
ჩვენი თამაში არის ქაოსური, იმპროვიზებული და არაპროგნოზირებადი. ერთი-ერთზე ეს შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ როცა 11 კაცი თამაშობს, იქ დალაგებული და წინასწარ შემუშავებული გეგმის გარეშე არაფერი გამოვა.

მოკლედ ჟოზე უნდა წავიდეს. ეპლს და ლიგას თუ ვერ მოვიგებთ, კლოუნადა მაინც არ იქნება მოედანზე.

100%
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top