თბილისი:
მანჩესტერი:
12-02-2013, 23:26
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2455,
კომენტარები: 16
"მე ვერ შევცვლი ფერგიუსონს, რადგან ჩვენ კარიერას ერთად დავამთავრებთ"
მოურინიო აპირებს ინგლისში დაბრუნებას, თუმცა არა "90 წლის ფერგიუსონის" შეცვლას
ჯოზე მოურინიომ მისი ინგლისში გადასვლის საქმე ღიად დატოვა, თუმცა მან იხუმრა რომ, ის ვერ შეცვლის ფერგიუსონს, რადგან ისინი ერთად დაამთავრებენ სამწვრთნელო კარიერას... როდესაც ფერგიუსონი 90 წლის იქნება.

"ჩელსის" ყოფილმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ მთელი მსოფლიო ელოდება ამ თამაშს. მან ასევე განაცხადა, რომ არ გამორიცხავს "პრემიერ ლიგაში" დაბრუნებას.

"რეალ მადრიდის" შემდეგ, ვაპირებ რომელიმე ინგლისური კლუბის გაწვრთნას. სავარაუდოდ ეს იქნება ჩემი შემდეგი ნაბიჯი. მე კარიერის დასრულება 70 წლის ასაკში მინდა, რადგან მე მომწომს ამ საქმის კეთება."- განაცხადა მოურინიომ.

"მე ვერ შევცვლი ფერგიუსონს, რადგან ჩვენ ერთდროულად დავამთავრებთ კარიერას, როცა მე ვიქნები 70 წლის ის კი 90-ის."

მოურინიომ უარყო, რომ მისი გუნდი კრიზისშია მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი 16 ქულით ჩამორჩება "ბარსელონას" და ის დარწმუნებულია, რომ კარიერის დამთავრებამდე კიდვ ერთხელ მოიგებს "ჩემპიონთა ლიგას".

"შეწუხებული ხართ ჩვენი კრიზისით? მე არა. უკეთესი იქნება თუ ესპანელ ჟურნალისტებს დაელაპრაკებით ამის შესახებ, ვისგანაც ეს ინფორმაცია გაიგეთ. წადით მათთან და ერთად ისადილეთ"

"ევროპაში უამრავი კარგი გუნდია, რომელსაც ეს ტიტული არ მოუგია, ასევე ბევრი შესანიშნავი მწვრთნელი. "რეალ მადრიდმა" ეს ჩემპიონატი ცხრაჯერ მოიგო, მე კი ორჯერ. მინდა ამ თასების რაოდენობა გუნდს 10 გაუხდეს, მე კი 3"

"მესამე თასის მოგებას ამ სეზონში ვაპირებ. თუ ეს ასე გამოვა ძალიან კარგი იქნება, თუ არა და შემდეგ სეზონში ვცდი. არა მგონია, რომ კარიერას მხოლოდ ორი "ჩემპიონთა ლიგის" თასით დავამთავრებ. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ, რომ ხვალ კარგი თამაში ვაჩვენოთ. "მანჩესტერ იუნაიტედიც" იგივე პასუხისმგებლობას გრძნობს. ეს უდავოდ ტურის საუკეთესო მატჩია. პრესის ოთახი ბოლომდე სავსეა, რითაც შეიძლება დავასკვანათ, როგორ უყურებს მსოფლიო ამ თამაშს."-დაამატა მან

"ყველა ელოდება კარგ თამაშს. იგივე გვსურს ჩვენც. თუ კარგად მესმის ინგლისური ფეხბურთის კულტურა და სერ ალექს ფერგიუსონის აზრები, მაშინ დარწმუნებული ვარ მათაც იგივე მოესურვებათ. ვფიქრობ მსოფლიო იმას მიღებს, რაც სურს. მე მინდა ვეთამაშო დიდ გუნდებს და დიდ მწვრთნელებს. "მანჩესტერ იუნაიტედი" ორივეს მოიცავს"

"რეალ მადრიდის" მწვრთნელი კარგ განწყობაზე იყო პრესკონფერენციის დროს და როცა მას ჰკითხეს მისი ფეხბურთელები ზურგს უმაგრებდნენ თუ არა, მან უპასუხა: "მოედანზე ისინი ჩემს წინ იქნებიან. მე სათადარიგოთა სკამზე ვიჯდები.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ასე არ ჩანს, მოურინიო ამტკიცებს, რომ მისი სამუშაო მოსწონს, ასევე მაიკლ ესიენიც ირწმუნება, რომ მის სახეზე ყოველთვის ღიმილია.

როგორც რამდენიმე გაზეთი იტყობინება პორტუგალიელმა მწვრთნელმა უიენ რუნის "ხულიგანი" უწოდა. ამაზე მან შემდეგი კომენტარი გააკეთა.

"ამის შესახებ არ წამიკითხავს. არ ვიცი როგორ კონტექსტში ეწერა ეს, პირდაპირი თუ სხვა მნიშვნელობით.

"თუმცა ერთი რამ რაც ამის შესახებ შეიძლება ვთქვა არის ის, რომ ყოველ კვირა მე ამაზე უარესი სახელით მომმართავენ."


წყარო: www.DailyMail.co.uk
სიახლეები
16 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
12 თებერვალი 2013 23:26
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
არ მინდა ეს მანჩესტერში :||||||
0
№2
ავტორი: R.v.Persie
12 თებერვალი 2013 23:29
  • სიახლეები: 220
  • კომენტარები: 431
რათ მინდა ეს ჩამოსხმა მანჩესტერში?!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
“Impossible is just a big word thrown around by small men who find it easier to live in the world they've been given than to explore the power they have to change it. Impossible is not a fact. Impossible is not a declaration. It's a dare. Impossible is potential. Impossible is temporary. Impossible is nothing.”
№3
ავტორი: Beckham 7
12 თებერვალი 2013 23:35
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
და სადმე თქვა რო მინდაო? :)) უბრალოდ ერთდროულად დავამთავრებთო, მე 70 ის 90 :დ მაგარი კაცია რა მოუ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№4
ავტორი: Vodafone
12 თებერვალი 2013 23:43
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
WaZza 10,
საერთოდ არის ლაპარაკი ამის კანდიდატურაზე
0
№5
ავტორი: Shako Jones
12 თებერვალი 2013 23:48
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
მაგარი კაცი lol
0
№6
ავტორი: buka oboladze
13 თებერვალი 2013 00:24
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
რაკაცია ჯერ კარგ ხასიათზეა ხვალ დაერხევა მაგრად lol
0
№7
ავტორი: Malboro463
13 თებერვალი 2013 00:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
არ მევასება ეს კაცი
0
№8
ავტორი: always ReD
13 თებერვალი 2013 00:40
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
ერთად დავამთავრებთო, ბაბუ პენსიაზე აღარ გადის likeaboss
0
№9
ავტორი: Amanda Seyfried
13 თებერვალი 2013 00:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
აბა წარუმატებლობა და რამე
0
№10
ავტორი: BERNABEU CR
13 თებერვალი 2013 01:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
Dzan mgari kaci xar, Manchesters rat unda mou isedac mgari kaci udgas sataveshi.Mra ki mevseba es gundi mgram reali mainc,realia. Reali,manchesteri,iuventusi samive mgrebi arian.dae gaimarjvos udzlieresma.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top