თბილისი:
მანჩესტერი:
12-02-2013, 23:26
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2459,
კომენტარები: 16
"მე ვერ შევცვლი ფერგიუსონს, რადგან ჩვენ კარიერას ერთად დავამთავრებთ"
მოურინიო აპირებს ინგლისში დაბრუნებას, თუმცა არა "90 წლის ფერგიუსონის" შეცვლას
ჯოზე მოურინიომ მისი ინგლისში გადასვლის საქმე ღიად დატოვა, თუმცა მან იხუმრა რომ, ის ვერ შეცვლის ფერგიუსონს, რადგან ისინი ერთად დაამთავრებენ სამწვრთნელო კარიერას... როდესაც ფერგიუსონი 90 წლის იქნება.

"ჩელსის" ყოფილმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ მთელი მსოფლიო ელოდება ამ თამაშს. მან ასევე განაცხადა, რომ არ გამორიცხავს "პრემიერ ლიგაში" დაბრუნებას.

"რეალ მადრიდის" შემდეგ, ვაპირებ რომელიმე ინგლისური კლუბის გაწვრთნას. სავარაუდოდ ეს იქნება ჩემი შემდეგი ნაბიჯი. მე კარიერის დასრულება 70 წლის ასაკში მინდა, რადგან მე მომწომს ამ საქმის კეთება."- განაცხადა მოურინიომ.

"მე ვერ შევცვლი ფერგიუსონს, რადგან ჩვენ ერთდროულად დავამთავრებთ კარიერას, როცა მე ვიქნები 70 წლის ის კი 90-ის."

მოურინიომ უარყო, რომ მისი გუნდი კრიზისშია მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი 16 ქულით ჩამორჩება "ბარსელონას" და ის დარწმუნებულია, რომ კარიერის დამთავრებამდე კიდვ ერთხელ მოიგებს "ჩემპიონთა ლიგას".

"შეწუხებული ხართ ჩვენი კრიზისით? მე არა. უკეთესი იქნება თუ ესპანელ ჟურნალისტებს დაელაპრაკებით ამის შესახებ, ვისგანაც ეს ინფორმაცია გაიგეთ. წადით მათთან და ერთად ისადილეთ"

"ევროპაში უამრავი კარგი გუნდია, რომელსაც ეს ტიტული არ მოუგია, ასევე ბევრი შესანიშნავი მწვრთნელი. "რეალ მადრიდმა" ეს ჩემპიონატი ცხრაჯერ მოიგო, მე კი ორჯერ. მინდა ამ თასების რაოდენობა გუნდს 10 გაუხდეს, მე კი 3"

"მესამე თასის მოგებას ამ სეზონში ვაპირებ. თუ ეს ასე გამოვა ძალიან კარგი იქნება, თუ არა და შემდეგ სეზონში ვცდი. არა მგონია, რომ კარიერას მხოლოდ ორი "ჩემპიონთა ლიგის" თასით დავამთავრებ. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ, რომ ხვალ კარგი თამაში ვაჩვენოთ. "მანჩესტერ იუნაიტედიც" იგივე პასუხისმგებლობას გრძნობს. ეს უდავოდ ტურის საუკეთესო მატჩია. პრესის ოთახი ბოლომდე სავსეა, რითაც შეიძლება დავასკვანათ, როგორ უყურებს მსოფლიო ამ თამაშს."-დაამატა მან

"ყველა ელოდება კარგ თამაშს. იგივე გვსურს ჩვენც. თუ კარგად მესმის ინგლისური ფეხბურთის კულტურა და სერ ალექს ფერგიუსონის აზრები, მაშინ დარწმუნებული ვარ მათაც იგივე მოესურვებათ. ვფიქრობ მსოფლიო იმას მიღებს, რაც სურს. მე მინდა ვეთამაშო დიდ გუნდებს და დიდ მწვრთნელებს. "მანჩესტერ იუნაიტედი" ორივეს მოიცავს"

"რეალ მადრიდის" მწვრთნელი კარგ განწყობაზე იყო პრესკონფერენციის დროს და როცა მას ჰკითხეს მისი ფეხბურთელები ზურგს უმაგრებდნენ თუ არა, მან უპასუხა: "მოედანზე ისინი ჩემს წინ იქნებიან. მე სათადარიგოთა სკამზე ვიჯდები.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ასე არ ჩანს, მოურინიო ამტკიცებს, რომ მისი სამუშაო მოსწონს, ასევე მაიკლ ესიენიც ირწმუნება, რომ მის სახეზე ყოველთვის ღიმილია.

როგორც რამდენიმე გაზეთი იტყობინება პორტუგალიელმა მწვრთნელმა უიენ რუნის "ხულიგანი" უწოდა. ამაზე მან შემდეგი კომენტარი გააკეთა.

"ამის შესახებ არ წამიკითხავს. არ ვიცი როგორ კონტექსტში ეწერა ეს, პირდაპირი თუ სხვა მნიშვნელობით.

"თუმცა ერთი რამ რაც ამის შესახებ შეიძლება ვთქვა არის ის, რომ ყოველ კვირა მე ამაზე უარესი სახელით მომმართავენ."


წყარო: www.DailyMail.co.uk
სიახლეები
16 კომენტარი
№11
ავტორი: I L C
13 თებერვალი 2013 12:12
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ეს რათ გვინდაა ... ფერგიი love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№12
ავტორი: don_vini
13 თებერვალი 2013 12:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
wink wink 90 წლის ფერგი wink მართლა ეგ პირი უჩანს ბაბუს. love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№13
ავტორი: GeorgeBest
13 თებერვალი 2013 12:33
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არ მინდა ფერგი მოურინიომ შეცვალოს, ძალიან არ მინდა! დიდი იმედი მაქვს არც მოხდება ეგ
0
№14
ავტორი: UTD-Rule
13 თებერვალი 2013 15:06
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
როგორც მწვრთნელი ძალიან მაგარია,მაგრამ როგორც ადამიანი მანჩესტერს არ გამოადგება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№15
ავტორი: m-an-united
13 თებერვალი 2013 17:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 598
didi imedi maqvs rom es mancehstershi ar mova! :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Thank you Sir Alex !!
№16
ავტორი: love united
13 თებერვალი 2013 18:16
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ბაბუსნაირები არ უნდა ბერდებოდნენ... wink love
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top