თბილისი:
მანჩესტერი:
17-10-2018, 17:18
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 2006,
კომენტარები: 14
სქოულზი:"ლუკაკუსთან ერთად ტიტული არ იქნება"
ლეგენდის განცხადება.
სქოულზი:
"იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, წითური პრინცი, პოლ სქოულზი ნამდვილად კრიტიკულად არის განწყობილი ფეხბურთელების მიმართ და ხისტი განცხადებებითაც გამოირჩევა. სწორედ ასეთი კრიტიკული განცხადება გააკეთა, "იუნაიტედის" ფორვარის - რომელუ ლუკაკუს შესახებ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"არ მგონია, რომ ტიტულის მოგება შეძლოს გუნდმა, რომელსაც ასეთი ფორვარდი ჰყავს. ასევე, არ მგონია, რომ საჯარიმოს გარეთ მისი თამაში მოწონებას იმსახურებს. არ მგონია, რომ ის საკმარისად ბეჯითად შრომობდეს, მაგრამ ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს. ძლიერია ფიზიკურად და სწრაფი, გააქვს ბევრი გოლი, თუმცა ლუკაკუ, როგორც "იუნაიტედის" ბევრი ფეხბურთელი, არ არის დარწმუნებული საკუთარ თავში. ვფიქრობ, რომ მან ჯერ კიდევ არ იცის, როგორი კარგი შეუძლია იყოს. მის პოზიციაზე არ არის საკმარისი კონკურენცია, რომ ის რაიმე სახის წნეხში იყოს, რაც აიძულებდა მას, რომ ბევრი იმუშაოს თავის თავზე. ჩვენ ოთხი ფორვარდი გვყავდა, კოლი, იორკი, სოლსკიაერი და შერინგემი. მათაც ჰქონდათ ცუდი დღეები, თუმცა ისინი ცდილობდნენ, რომ არ ჩაენაცვლებინა ბოსს და ეს საბოლოოდ გუნდზე აისახებოდა დადებითად. მარსიალი და რაშფორდი ვერ ქმნიან ისეთ წნეხს, რომ კონკურენცია იგრძნობოდეს ფორვარდის პოზიციაზე."

რთულია არ დაეთანხმო ლეგენდას, თუნდაც იმ ასპექტში, რომ ლუკაკუს შეუძლია ბევრად უკეთესი იყოს და, რაღაც მომენტში ეს ისე გამოიყურება, თითქოს არ ცდილობს. ასევე სრული სიმართლეა მარსიალსა და რაშფორდზეც, რადგან ორივე საკმაოდ "ხასიათის" ფეხბურელია და ცუდია, რომ ნომინალური ფორვარდი მხოლოდ ლუკაკუა გუნდში.

წყარო: www.goal.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
17 ოქტომბერი 2018 17:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Iqneb chveni satamasho stilis bralia eg
1
№2
ავტორი: Shota Blues
17 ოქტომბერი 2018 17:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 203
სქოულზ ატრრაკებ
0
№3
ავტორი: dato123
17 ოქტომბერი 2018 19:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 21
ეს კაცი სულ რეალურს იძახის ხოლმე უბრალოდ ერთი მინუსი ისაა რომ მინუსებზე საჯაროდ აკეთებს განცხადებას რაც უფრო მეტ დაძაბულობას ქმნის . მითუმეტეს რომ სქოულზის აზრი ნებისმიერი მანჩესტერის გულშემატკივრისთვის ანგარიშგასაწევია. ნუ ... არცკივიცი შევაქო თუ ვაგინო
0
№4
ავტორი: kobinio
17 ოქტომბერი 2018 21:52
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ძაან კრიტიკულია მაგრამ რეალობასთან ძალიან ახლოსაა.
რეშფორდი რომ შეუწყვილონ მგონია უფრო შედეგიანები იქნებიან.
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
17 ოქტომბერი 2018 22:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მოდი და არ დაეთანხმო
0
№6
ავტორი: Malboro463
17 ოქტომბერი 2018 22:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
კიარ ატრაკებს ფაიზაღს ბაზრობს. გუნდს ჭირდება რვპს სტილის ცხრიანი და არა ეს "ჯირეკი"
შესრულება არ აქვს არც ტექნიკა კლასი მეორე კაჭარავა რა wink
გუნდმა თუ ჩაგდო თამაში თავის თავზე ვერ იღებს თამაშს მომენტის შექმნა არ შეუძლია თავისით
0
№7
ავტორი: giorgi_mg
18 ოქტომბერი 2018 02:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
100% ვეთანხმები
0
№8
ავტორი: stepno
18 ოქტომბერი 2018 08:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ლუკაკუ არაფერ შუაშიაა. ლუკაკუ ვერ ჩამოვა დაცვაში და შეტევას ვერ დაიწყებს. ეს ჩენი სათამაშო სტილის ბრალიაა
0
№9
ავტორი: WeAreUnited
18 ოქტომბერი 2018 12:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
ეხ წითურო ეხლა ერთი შენ როი , რიო , და კინი მომცა პიკში რომ იყავით და დალაგდება თავისით ყველაფერი მაგრამ რა ვქნათ :(
0
№10
ავტორი: Dato kutaisi
18 ოქტომბერი 2018 14:10
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო რომაა ერთი ანდაზა ქართული.ეს დდედანატირები ბელგიაშითუ ბურთებს ყრის აქ რატო ვერ აკეტებს მინიმუმ იმასვე?იმიტომ რომ უკან ბურთის ამტანი ზოგი ბუინაა ზოგიც აყუდებული ზოგი მცველია ფაქტიურად და მწვრთნელიც ყავს ისეთი ვერაფერს რო ვერ უხერხებს ამ ყველაფერს.მესმის რო ბურთის მიღება დამუშავება ეგ მინუსები აქვს მაგრამ ევერტონშიც გაქონდა და ნაკრებშიც გააქვს და აქ ვერა.მთლად ლუკაკუს ბრალეულობა არ იკვეთება მემგონი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top