თბილისი:
მანჩესტერი:
17-10-2018, 17:18
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 2010,
კომენტარები: 14
სქოულზი:"ლუკაკუსთან ერთად ტიტული არ იქნება"
ლეგენდის განცხადება.
სქოულზი:
"იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, წითური პრინცი, პოლ სქოულზი ნამდვილად კრიტიკულად არის განწყობილი ფეხბურთელების მიმართ და ხისტი განცხადებებითაც გამოირჩევა. სწორედ ასეთი კრიტიკული განცხადება გააკეთა, "იუნაიტედის" ფორვარის - რომელუ ლუკაკუს შესახებ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"არ მგონია, რომ ტიტულის მოგება შეძლოს გუნდმა, რომელსაც ასეთი ფორვარდი ჰყავს. ასევე, არ მგონია, რომ საჯარიმოს გარეთ მისი თამაში მოწონებას იმსახურებს. არ მგონია, რომ ის საკმარისად ბეჯითად შრომობდეს, მაგრამ ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს. ძლიერია ფიზიკურად და სწრაფი, გააქვს ბევრი გოლი, თუმცა ლუკაკუ, როგორც "იუნაიტედის" ბევრი ფეხბურთელი, არ არის დარწმუნებული საკუთარ თავში. ვფიქრობ, რომ მან ჯერ კიდევ არ იცის, როგორი კარგი შეუძლია იყოს. მის პოზიციაზე არ არის საკმარისი კონკურენცია, რომ ის რაიმე სახის წნეხში იყოს, რაც აიძულებდა მას, რომ ბევრი იმუშაოს თავის თავზე. ჩვენ ოთხი ფორვარდი გვყავდა, კოლი, იორკი, სოლსკიაერი და შერინგემი. მათაც ჰქონდათ ცუდი დღეები, თუმცა ისინი ცდილობდნენ, რომ არ ჩაენაცვლებინა ბოსს და ეს საბოლოოდ გუნდზე აისახებოდა დადებითად. მარსიალი და რაშფორდი ვერ ქმნიან ისეთ წნეხს, რომ კონკურენცია იგრძნობოდეს ფორვარდის პოზიციაზე."

რთულია არ დაეთანხმო ლეგენდას, თუნდაც იმ ასპექტში, რომ ლუკაკუს შეუძლია ბევრად უკეთესი იყოს და, რაღაც მომენტში ეს ისე გამოიყურება, თითქოს არ ცდილობს. ასევე სრული სიმართლეა მარსიალსა და რაშფორდზეც, რადგან ორივე საკმაოდ "ხასიათის" ფეხბურელია და ცუდია, რომ ნომინალური ფორვარდი მხოლოდ ლუკაკუა გუნდში.

წყარო: www.goal.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
18 ოქტომბერი 2018 14:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 39
მე ვფიქრობ 4-4-2 უნდა ათამაშოს ერთი მატჩი და ასეთი შემადგენლობით : დე ხეა, ბასილი, როხო, დალოტი, შოუ, მატჩი, პოგბა, მარსიალი, სანჩესი, ლუკაკუ, რაშფორდი
0
№12
ავტორი: Dato kutaisi
18 ოქტომბერი 2018 14:54
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3200
ციტატა: დავიდ დე ხეა
მე ვფიქრობ 4-4-2 უნდა ათამაშოს ერთი მატჩი და ასეთი შემადგენლობით : დე ხეა, ბასილი, როხო, დალოტი, შოუ, მატჩი, პოგბა, მარსიალი, სანჩესი, ლუკაკუ, რაშფორდი

ბაილიზე ალბათ შეგეშალა და "ბასილი" დაწერე მაგრამ აშკარად უხდება ეგ სახელი lol
0
№13
ავტორი: nikakura123
18 ოქტომბერი 2018 21:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
ციტატა: დავიდ დე ხეა
მე ვფიქრობ 4-4-2 უნდა ათამაშოს ერთი მატჩი და ასეთი შემადგენლობით : დე ხეა, ბასილი, როხო, დალოტი, შოუ, მატჩი, პოგბა, მარსიალი, სანჩესი, ლუკაკუ, რაშფორდი

მე როხოს სმოლინგი მირჩევნია
0
№14
ავტორი: shotkin
19 ოქტომბერი 2018 09:20
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ადრე დაწერეს და ვეთანხმები რო ლუკაკუს ბურთთან ურთიერთობა არის "თქვენობით' ფორმაში იმენა ფეხში არანაირი დამუშავება მიღების კულტურა არ აქვს , მიუხედავად ბევრი პლიუსისა შეუზლია რო დაიხვეწოს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top