თბილისი:
მანჩესტერი:
8-10-2018, 14:29
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 1638,
კომენტარები: 12
ზიდანის აგენტი: "არ ვფიქრობ, რომ ზიდანი ინგლისში წავა"
ზიდანის აგენტის განცხადება.
ზიდანის აგენტი:
ინგლისში თითქმის დარწმუნებულნი არიან, რომ ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტს მალე დატოვებს. ბრიტანულ მედიაში უფრო და უფრო ხშირად ჩნდება ინფორმაცია, რომ მანჩესტერულ კლუბს ზინედინ ზიდანი ჩაუდგება სათავეში.

ზიდანის განცხადებით, ის ფეხბურთს მალე დაუბრუნდება და რომელიმე დიდ გუნდს ჩაიბარებს. ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენმა ამის შესახებ ფრანგულ ტელეარხთან მიცემული ინტერვიუს დროს განაცხადა: "ფეხბურთში ძალიან მალე დავბრუნდები და რომელიმე დიდ გუნდს გავწვრთნი".

თუმცა ფრანგი სპეციალისტის აგენტი სხვა აზრისაა, ალან მილიაჩომ ფრანგულ გაზეთთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ზიდანს ინგლისში მუშაობა არ ხიბლავს: "არ ვფიქრობ, რომ ზიდანი ინგლისში წავა. ეს არ არის მისი სტილი."
ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: temo-scholes
8 ოქტომბერი 2018 14:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
არამც!!! am
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
8 ოქტომბერი 2018 14:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ძალიან საეჭვოა ზიდანის მოსვლა, ბევრი მიზეზების გამო.
0
№3
ავტორი: ikeoni
8 ოქტომბერი 2018 14:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Aba jozes tu ushveben vin moyavt:((karoche raa
0
№4
ავტორი: Z_A_R_D_O
8 ოქტომბერი 2018 14:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 35
რავი დიდად ეს არ მეიმედება სახელია უბრალოდ ის სამი ლიგა აწყობილი გუნდით მოიგო მოვიდა ძაან მაგარი ფეხბურთელები ყავდა ყველა პოზიციაზე და მოიგო ზედიზედ სამჯერ ესე იყო გათვალისწინებული მადრიდში, ხოლო ასეთი ჩაძირული მანჩესტერის ამოყვანას როგორ შეძლებს არვიცი
0
№5
ავტორი: glory28
8 ოქტომბერი 2018 14:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
ეს ბაიერნში წავა კოვაჩს გაუშვებენ დიდი ალბათობით ბარსაში არ წავაა შანსი არაა რეალის პონტში თუ ჯოზეს გაუშვებენ ვინ მოვა >????
0
№6
ავტორი: Z_A_R_D_O
8 ოქტომბერი 2018 14:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 35
ციტატა: gogcha
მოკითხვა ლივერპულის ფანისგან RESPECT ALL MAN UTD FANS დიდ პატივს გცემთ სიძულვილი ყოვლად მიუღებელია ფეხბურთში რაც შეეხება ზიდანს კარგი ვარიანტი იქნება თქვენთვის

ყოჩაღ ძმაო გამახარე♥️ #Respect
0
№7
ავტორი: Lalana
8 ოქტომბერი 2018 15:06
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: glory28
ეს ბაიერნში წავა კოვაჩს გაუშვებენ დიდი ალბათობით ბარსაში არ წავაა შანსი არაა რეალის პონტში თუ ჯოზეს გაუშვებენ ვინ მოვა >????

არამგონია ბაიერნისკენ აიღოს გეზი,ალბათ ზაფხულში იუვეს ჩაიბარებს.ეს ისეთი კაცია საკუთარ პრესტიჟს მანჩესტერის გამო სასწორზე არ დადებს.რთულია იმის თქმა ვინ მოვა მოუს მაგივრად,თუ მართლა კონტეს უპირებენ მოყვანაც და არ გვქონია საშველი.
ციტატა: gogcha
მოკითხვა ლივერპულის ფანისგან RESPECT ALL MAN UTD FANS დიდ პატივს გცემთ სიძულვილი ყოვლად მიუღებელია ფეხბურთში რაც შეეხება ზიდანს კარგი ვარიანტი იქნება თქვენთვის

გაიხარე მეგობარო,ძაან კარგი კაცი ხარ.
0
№8
ავტორი: england123
8 ოქტომბერი 2018 15:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 103
ეს არის რეალის და მსოფლიო ლეგენდა ანუ რახდება ახლა, ამის ბარსაში წასვლა გამორიცხულია , ბაიერნი ბარსა ატლეტიკოს მერე ყველაზე პრინციპული მეტოქეა რეალის და გერმანიაში არმგონია გადავიდეს ბუნდესლიგაა მაინც პეპი რო წავიდა რა ქნა რო, არის ორი ვარიანტი ან იუვე ან იუნაიტედი და ერთ ერთში გადავააა, და იმედია ეს იუნაიტედი იქნება✨
0
№9
ავტორი: Z_A_R_D_O
8 ოქტომბერი 2018 15:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 35
ციტატა: Lalana
ციტატა: glory28
ეს ბაიერნში წავა კოვაჩს გაუშვებენ დიდი ალბათობით ბარსაში არ წავაა შანსი არაა რეალის პონტში თუ ჯოზეს გაუშვებენ ვინ მოვა >????

არამგონია ბაიერნისკენ აიღოს გეზი,ალბათ ზაფხულში იუვეს ჩაიბარებს.ეს ისეთი კაცია საკუთარ პრესტიჟს მანჩესტერის გამო სასწორზე არ დადებს.რთულია იმის თქმა ვინ მოვა მოუს მაგივრად,თუ მართლა კონტეს უპირებენ მოყვანაც და არ გვქონია საშველი.
ციტატა: gogcha
მოკითხვა ლივერპულის ფანისგან RESPECT ALL MAN UTD FANS დიდ პატივს გცემთ სიძულვილი ყოვლად მიუღებელია ფეხბურთში რაც შეეხება ზიდანს კარგი ვარიანტი იქნება თქვენთვის

გაიხარე მეგობარო,ძაან კარგი კაცი ხარ.

დავაკვირდეთ ეხლა გუნდს როგორ ითამაშებენ, და შეიძლება საერთოდ არიყოს მოუს წასვლა საჭირო დალაგდება გუნდი აუცილებლად
0
№10
ავტორი: Lalana
8 ოქტომბერი 2018 15:46
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: Z_A_R_D_O
დავაკვირდეთ ეხლა გუნდს როგორ ითამაშებენ, და შეიძლება საერთოდ არიყოს მოუს წასვლა საჭირო დალაგდება გუნდი აუცილებლად

თუ ეს გამონათება არ იყო და რაიმე შეიცვლება გუნდში შეიძლება მაგაზე ფიქრი და დააცადონ ამ სეზონის ბოლომდე,მაგრამ არამგონია მოუმ მოახერხოს იმ ყველაფრის გამოსწორება რაც გუნდში ხდება.აშკარაა რომ შეტევით ფაზაში გუნდი არ მუშაობს იმდენს რამდენიც საჭიროა.შეუძLია ამ გუნდს აკეთოს ისეთი კომბინაციები მაინც რომ მხოლოდ ჩაწოდების იმედად არ ვიყოთ.ბურთს ვაგორავებთ ცენტრში მაგრამ წინ კრეატივი არ იგრძნობა.ხანდახან არის გამონათებები და რაღაცას მოახერხებენ ხოლმე,მაგრამ ეს არ არის მუდმივი ხასიათის.
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top