თბილისი:
მანჩესტერი:
8-10-2018, 14:29
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 1810,
კომენტარები: 12
ზიდანის აგენტი: "არ ვფიქრობ, რომ ზიდანი ინგლისში წავა"
ზიდანის აგენტის განცხადება.
ზიდანის აგენტი:
ინგლისში თითქმის დარწმუნებულნი არიან, რომ ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტს მალე დატოვებს. ბრიტანულ მედიაში უფრო და უფრო ხშირად ჩნდება ინფორმაცია, რომ მანჩესტერულ კლუბს ზინედინ ზიდანი ჩაუდგება სათავეში.

ზიდანის განცხადებით, ის ფეხბურთს მალე დაუბრუნდება და რომელიმე დიდ გუნდს ჩაიბარებს. ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენმა ამის შესახებ ფრანგულ ტელეარხთან მიცემული ინტერვიუს დროს განაცხადა: "ფეხბურთში ძალიან მალე დავბრუნდები და რომელიმე დიდ გუნდს გავწვრთნი".

თუმცა ფრანგი სპეციალისტის აგენტი სხვა აზრისაა, ალან მილიაჩომ ფრანგულ გაზეთთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ზიდანს ინგლისში მუშაობა არ ხიბლავს: "არ ვფიქრობ, რომ ზიდანი ინგლისში წავა. ეს არ არის მისი სტილი."
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Dato kutaisi
8 ოქტომბერი 2018 16:27
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3243
მოურინიოს შემცვლელად კონტე თუ მოიაზრება მირჩევნია მოურინიოს ვუყურო ვიდრე იმ ფსიქოპატს.ტიპი არაა ნორმალური.მერე რა ჯანდაბასაც თამაშობს ვიცით.მასეთი გვყავს და ახლიდან არ ვიწყოთ წრეზე ტრიალი აგერ გვაქვს ბაჯაღლო
0
№12
ავტორი: GIOMU
8 ოქტომბერი 2018 22:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
3 ლიგის მოგება ფაქტია რაღაცას ნიშნავს. მთლად ამის დამსახურება არაა მაგრამ ნუ ვერც წაართმევ. ერთი ვიცი, ზიზუ ჯერ იმ დონის არაა რომ ახლა რა მდგომარეობაცაა ჩვენთან მოვიდეს და რაიმე უკეთესობისკენ შეცვალოს.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top