თბილისი:
მანჩესტერი:
28-09-2018, 16:44
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 2391,
კომენტარები: 12
მოურინიო პოგბას აფრთხილებს
მოურინიო "ვესტ ჰემისთვის" ემზადება.
მოურინიო პოგბას აფრთხილებს
ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენცია გამართა ხვალინდელ მატჩთან დაკავშირებით, სადაც "იუნაიტედის" დაუპირისპირდება "ვესტ ჰემს". რა თქმა უნდა, მოურინიო ვერ აცდებოდა მისი და პოგბას ურთიერთობაზე კითხვებს. სიტყვა, რომელიც ჟოზეს გაკეთებულ განცხადებას შეესაბამება, პოგბას შესახებ არის - კორექტული. ჟოზემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნამდვილი პროფესიონალია მედიასთან მუშაობაში.

"არცერთი ფეხბურთელი არაა "მანჩესტერ იუნაიტედზე" უფრო დიდი და მე ეს მოსაზრება დავიცავი. საკმაო კვირების განმავლობაში მე განვიხილავდი გადაწყვეტილებას ჩემს სამწვრთნელო პერსონალთან ერთად, რომ ჩამომერთმია პოგბასთვის ვიცე-კაპიტნობა და საბოლოოდ შევჯერდით, რომ ასე მომხდარიყო. მწვრთნელსა და მოთამაშეს შორის ურთიერთობა ნამდვილად კარგია და ნუ მოჰყვებით ზღაპრებს, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ. პოგბა ნამდვილად თავდაუზოგავად ვარჯიშობს, სამშაბათსა, ოთხშაბათსაც და ხუთშაბათსაც. შეიძლება მასსავით ვინმე ვარჯიშობდეს, თუმცა არა მასზე უფრო მეტად, ამიტომ ხვალ ის ითამაშებს ძირითად შემადგენლობაში. ვიმეორებ, რომ არცერთი ფეხბურთელი არაა კლუბზე უფრო დიდი, მე ბედნიერი ვარ მისი კლუბში გაწეული მუშაობით და ამიტომ ის ხვალ ითამაშებს, ხოლო თუ მე ბედნიერი აღარ ვიქნები ის აღარ ითამაშებს, სამომავლოდ. გუნდს სჭირდება კარგი ფეხბურთელი, რომლებსაც ექნებათ გამარჯვებულის მენტალიტეტი და პოლი სწორედ ასეთია."

რთულია იმის თქმა რამდენად შეესაბამება მოურინიოს განცხადებები მის რეალურ განწყობებს ფრანგის მიმართ. ასევე საინტერესო საკითხია ისიც, თუ რეალურად რას გულისხმობს, როდესაც საუბრობს კლუბის სიდიდეზე, რადგან გაჩნდა მოსაზრება, რომ პოგბა ნამდვილად მწვრთნელის წინ "მორბენალი კვიცია" და რაღაც მომენტში მოურინიო შეიძლება ფიქრობდეს, რომ პოგბამ საკუთარი თავი მასზე უფრო მაღლა დააყენა და არა კლუბზე.

წყარო: www.skysports.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Gamkrelidze
28 სექტემბერი 2018 17:09
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
არცერთი ფეხბურთელი არაა "მანჩესტერ იუნაიტედზე" უფრო დიდი და მე ეს მოსაზრება დავიცავი.
ფერგიმაც ზუსტად ეს თქვა თავის დროზე love
0
№2
ავტორი: GEORGE22
28 სექტემბერი 2018 17:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 126
ბოლო შანსი მიცა ეტყობა :დ ბიჭო გაანძრიეთ ერთი ადგილი და ითამაშეთ ჟილკით ხო შეიძლება არა? არც მწვრთნელთან იქნება პრეტენზია და არ ფეხბურთელთან,მარა ყველა რო თავისას უბერავს ამ გუნდში მანდაა ზუსტად პრობლემა.
0
№3
ავტორი: GIOMU
28 სექტემბერი 2018 17:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ხოლო თუ მე ბედნიერი აღარ ვიქნები ის აღარ ითამაშებს


გამეცინა ამაზე. :დდდ
0
№4
ავტორი: ikeoni
28 სექტემბერი 2018 18:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Rogorc arcerti mwvrtneli da Saertod aravin magram Amati urtiertobis mainc veraferi ver gavige ra:((
0
№5
ავტორი: Dato kutaisi
28 სექტემბერი 2018 20:06
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
სიმართლე უნდა ითქვას და რაც არ უნდა დამნაშავე იყოს მოურინიო პოგბას ასეთი ლაპარაკის და ცენზურას ქიცინის უფლება არ აქვს.ეს ერთი და მეორე ის რომ თუ ახალი მწვრთნელი მოვა დარწმუნებული ვარ რაღაც პერიოდის შემდეგ პოგბა ისევ პრობლემა გაჩნდება იმიტო რო ტიპია ეგეთი და აგენტი ყავს მთლად ჩამოსხმა.
0
№6
ავტორი: David beckham7
28 სექტემბერი 2018 20:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
პოგბა უნდა წავიდეს მოურინიო არაფერ შუაშია პრობემური ადამიანია თვითონ პოგბა და რომელი მწვრთნელი აიტანს მაგის ცანცარს ამიტომ გაცვალონ დიბალაში ან გრიზმანში
0
№7
ავტორი: ikeoni
28 სექტემბერი 2018 22:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ციტატა: David beckham7
პოგბა უნდა წავიდეს მოურინიო არაფერ შუაშია პრობემური ადამიანია თვითონ პოგბა და რომელი მწვრთნელი აიტანს მაგის ცანცარს ამიტომ გაცვალონ დიბალაში ან გრიზმანში

Joze roa problemuri Iseti romelia tu Chemi dzma xar ??gadaxede dzmao yvelastan xipishi iyo sadac Ki yofila..
0
№8
ავტორი: VALERI.s
28 სექტემბერი 2018 22:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
არ ვიძახი რომ პოგბა ანგელოზია ან მანჩესტერზე მაღლა დგას მაგრამ წარმოიდგინეთ: თამაშობ შენს საყვარელ კლუბში თამაშობ მაგარ ცენზურა ფეხბურთს და შედეგიც არ ჩანს, როდემდე იქნები ჩუმად? ბოლო-ბოლო ამოიღებ ხმას და იტყვი რო არ მოგწონს ეს ტაქტიკა და დროა გუნდმა შეტევაზე იფიქროს. ეხლა ვიღაც მეტყვის თუ არ მოსწონს წავიდესო. მაგრამ იქნებ არ უნდა წასვლა. იქნებ უნდა დარჩეს და დააბრუნოს მანჩესტერი თავის ადგილას!
0
№9
ავტორი: David_dato
28 სექტემბერი 2018 22:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 40
ფერგიმ რო თქვა მანჩესტერზე მაღლა არავინ დგასო, ბექემს პანჩურებით გაასხმევინა და პრემიერლიგას ვესლი ბრაუნით და ფლეჩერით იგებდა. არაფერ შუაშია აქ მანჩესტერზე მაღლა დგომა, ეს კაცი თამაშობს ჩაჯმულ ფეხბურთს და ზუსტად ამაშია ფეხბურთელების პრობლემა, არ უნდა არცერთ ტოპ მოთამაშეს ჩასვრილი, უამბიციო, მეორენომრად, დაცვაზე ორიენტირებული, მეტოქის შეცდომაზე დამოკიდებული ფეხბურთის თამაში, დერბისთან ოცნებათა თეატრში. რა შუაშია კლუბზე მაღლა დგომა? გამოდის აქ და ბოდიალობს რაგაც სისულელეებს, ლამპარდმა გადაახია ბურთი თავზე რაგაც ჭ კლასის ფეხბურთელებით. ეს ცენზურა იყო ზუსტად ჩელსიში აზარს რო არ ათამაშებდა კონფლიკტის გამო
0
№10
ავტორი: JuanMata
28 სექტემბერი 2018 23:33
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ამას ამბობს მწვრთნელი, რომელმაც სევილიასთან მე-8 ფინალიდან გამოვარდნის შემდეგ თქვა: "მანჩესტრისთვის ახალი არაფერი მომხდარა" და გაიხსენა როგორ დაამარცხა ორჯერ თავისი ამჟამინდელი კლუბი და ამით დაიცვა საკუთარი პრესტიჟი.

პოგბა კაი გამოშტერებულია, მაგრამ იმას მაინც არ იძახის მე ძაან მაგარი ვარ, პროსტა ბანძ კლუბში მოვხვდიო.
არ ვიცი შეიძლება პოგბა პრობლემური ტიპია და თუ წვაა უკვე დიდად გულიც აღარ დამწყდება, ამოვიდა უკვე ყელში ამათი ჩხუბი. აი მოურინიო რომ პრობლემურია და სიტაუციის ამღვრევა უყვარს კლუბში სადაც არაფერი გამოსდის ეგ უკვე ნანახი გვაქვს.

მოკლედ მარტივი სიტუაციაა, გვყავს მწვრთნელი რომელმაც 3 წლის მუშაობის და არც ისე მცირე დახარჯული თანხის მიუხედავდა რეალური პროგრესი ვერ აჩვენა, არ გვაქვს გამოკვეთილი თამაშის სტილი, ფეხბურთელები ვერ ვითარდებიან, ნელ-ნელა კარგავს ავტორიტეტს, არის მუდმივად კონფლიქტურ სიტუაციაში. კი ბატონო არაა კარგი მწვრთნელების ხშირი ცვლა, მაგრამ ამ სიტუაციაში ყოფნა უარესია.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top