თბილისი:
მანჩესტერი:
28-09-2018, 16:44
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 2395,
კომენტარები: 12
მოურინიო პოგბას აფრთხილებს
მოურინიო "ვესტ ჰემისთვის" ემზადება.
მოურინიო პოგბას აფრთხილებს
ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენცია გამართა ხვალინდელ მატჩთან დაკავშირებით, სადაც "იუნაიტედის" დაუპირისპირდება "ვესტ ჰემს". რა თქმა უნდა, მოურინიო ვერ აცდებოდა მისი და პოგბას ურთიერთობაზე კითხვებს. სიტყვა, რომელიც ჟოზეს გაკეთებულ განცხადებას შეესაბამება, პოგბას შესახებ არის - კორექტული. ჟოზემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნამდვილი პროფესიონალია მედიასთან მუშაობაში.

"არცერთი ფეხბურთელი არაა "მანჩესტერ იუნაიტედზე" უფრო დიდი და მე ეს მოსაზრება დავიცავი. საკმაო კვირების განმავლობაში მე განვიხილავდი გადაწყვეტილებას ჩემს სამწვრთნელო პერსონალთან ერთად, რომ ჩამომერთმია პოგბასთვის ვიცე-კაპიტნობა და საბოლოოდ შევჯერდით, რომ ასე მომხდარიყო. მწვრთნელსა და მოთამაშეს შორის ურთიერთობა ნამდვილად კარგია და ნუ მოჰყვებით ზღაპრებს, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ. პოგბა ნამდვილად თავდაუზოგავად ვარჯიშობს, სამშაბათსა, ოთხშაბათსაც და ხუთშაბათსაც. შეიძლება მასსავით ვინმე ვარჯიშობდეს, თუმცა არა მასზე უფრო მეტად, ამიტომ ხვალ ის ითამაშებს ძირითად შემადგენლობაში. ვიმეორებ, რომ არცერთი ფეხბურთელი არაა კლუბზე უფრო დიდი, მე ბედნიერი ვარ მისი კლუბში გაწეული მუშაობით და ამიტომ ის ხვალ ითამაშებს, ხოლო თუ მე ბედნიერი აღარ ვიქნები ის აღარ ითამაშებს, სამომავლოდ. გუნდს სჭირდება კარგი ფეხბურთელი, რომლებსაც ექნებათ გამარჯვებულის მენტალიტეტი და პოლი სწორედ ასეთია."

რთულია იმის თქმა რამდენად შეესაბამება მოურინიოს განცხადებები მის რეალურ განწყობებს ფრანგის მიმართ. ასევე საინტერესო საკითხია ისიც, თუ რეალურად რას გულისხმობს, როდესაც საუბრობს კლუბის სიდიდეზე, რადგან გაჩნდა მოსაზრება, რომ პოგბა ნამდვილად მწვრთნელის წინ "მორბენალი კვიცია" და რაღაც მომენტში მოურინიო შეიძლება ფიქრობდეს, რომ პოგბამ საკუთარი თავი მასზე უფრო მაღლა დააყენა და არა კლუბზე.

წყარო: www.skysports.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
29 სექტემბერი 2018 00:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: JuanMata
ამას ამბობს მწვრთნელი, რომელმაც სევილიასთან მე-8 ფინალიდან გამოვარდნის შემდეგ თქვა: "მანჩესტრისთვის ახალი არაფერი მომხდარა" და გაიხსენა როგორ დაამარცხა ორჯერ თავისი ამჟამინდელი კლუბი და ამით დაიცვა საკუთარი პრესტიჟი.

პოგბა კაი გამოშტერებულია, მაგრამ იმას მაინც არ იძახის მე ძაან მაგარი ვარ, პროსტა ბანძ კლუბში მოვხვდიო.
არ ვიცი შეიძლება პოგბა პრობლემური ტიპია და თუ წვაა უკვე დიდად გულიც აღარ დამწყდება, ამოვიდა უკვე ყელში ამათი ჩხუბი. აი მოურინიო რომ პრობლემურია და სიტაუციის ამღვრევა უყვარს კლუბში სადაც არაფერი გამოსდის ეგ უკვე ნანახი გვაქვს.

მოკლედ მარტივი სიტუაციაა, გვყავს მწვრთნელი რომელმაც 3 წლის მუშაობის და არც ისე მცირე დახარჯული თანხის მიუხედავდა რეალური პროგრესი ვერ აჩვენა, არ გვაქვს გამოკვეთილი თამაშის სტილი, ფეხბურთელები ვერ ვითარდებიან, ნელ-ნელა კარგავს ავტორიტეტს, არის მუდმივად კონფლიქტურ სიტუაციაში. კი ბატონო არაა კარგი მწვრთნელების ხშირი ცვლა, მაგრამ ამ სიტუაციაში ყოფნა უარესია.

ჩემი სათქმელი თქვი...
0
№12
ავტორი: David beckham7
29 სექტემბერი 2018 06:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
ციტატა: ikeoni
ციტატა: David beckham7
პოგბა უნდა წავიდეს მოურინიო არაფერ შუაშია პრობემური ადამიანია თვითონ პოგბა და რომელი მწვრთნელი აიტანს მაგის ცანცარს ამიტომ გაცვალონ დიბალაში ან გრიზმანში

Joze roa problemuri Iseti romelia tu Chemi dzma xar ??gadaxede dzmao yvelastan xipishi iyo sadac Ki yofila..

ბაზარი არაა ბრატ მაგრამ ამ შემთხვევაში ვამბობ მე.პოგბა აღარც კი თამაშობს ეგეთი ფეხბურთელი რად გვინდა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top