თბილისი:
მანჩესტერი:
26-09-2018, 22:38
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 2658,
კომენტარები: 12
სარეკორდო თანხა პოგბას სანაცვლოდ
რამდენი ღირს ფრანგი შემტევი.
სარეკორდო თანხა პოგბას სანაცვლოდ
ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალურია თემა იმის შესახებ, რომ პოლ პოგბა გუნდს შეიცვლის. ეს შესაძლოა ზამთარშივე მოხდეს ან თუნდაც ზაფხულში, არავინ იცის. საიდუმლო არავისთვისაა, რომ ამ ტრანსფერის ინიციატორი პოგბაა მისი ბოლოდროინდელი განცხადებების გამო. ეს ტრანსფერი კი ნამდვილად არ იქნება მსუბუქი წონის.

ფაქტია, რომ ძალიან დიდ ხმაურს გამოიწვევს პოგბას ტრანსფერი და ნამდვილად არ დაუჯდება ეს ტრანსფერი იაფი მსურველ გუნდს. გავრცელდა ჭორები იმის შესახებ თუ, რამდენად აფასებენ პოგბას "იუნაიტედში". გავლენიანი ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით ინგლისელების მიერ დასახელებული თანხა 200 მილიონ ფუნტ-სტერლინგს შეადგენს(263 მილიონი დოლარი).

პოგბას მსურველებიდან ორი ძირითადი გუნდია გამოკვეთილი "იუვენტუსი" და "ბარსელონა". პირველმა მათგანმა უკვე საკმაო თანხები გაიღო ტრანსფერებისთვის და პრინციპში სათუოა, რამდენად მისცემს მათ ფეირ-ფლეი ამ ტრანსფერის განხორციელების უფლებას. ხოლო მეორე მათგანი ბოლო წლებია საკმაო თანხებს ხარჯავს ფეხბურთელების შეძენაში და დიდი ალბათობით კატალონიის "ბარსელონა" დაწინაურდება ამ ბრძოლაში. თუმცა ვის აირჩევს პოგბა, ეს ნამდვილი გამოცანაა ყველასთვის.

წყარო: www.goal.com
ჭორები
12 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
26 სექტემბერი 2018 22:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მოკლედ, ზუსტად ასეთი შეგრძნება მქონდა როცა ვან გაალის გაშვებას აპირებდნენ, ჟოზეს წყალი აქვს უკვე შემდგარი, ეს სიტუაცია რაც ახლაა გუნდში ძალიან მცირე შანსია რო უკეთესობისკენ მობრუნდეს, ამიტო ჟოზე უნდა გაუშვან. კლუბისთვისაც და მოურინიოს კარიერისთვისაც ასე აჯობებს, სანამ სულ არ შეელახა ავტორიტეტი.
0
№2
ავტორი: kobinio
26 სექტემბერი 2018 23:34
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
No komment.
Maurinho Out!!!
0
№3
ავტორი: ikeoni
27 სექტემბერი 2018 00:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ციტატა: SANDROGRIGA
მოკლედ, ზუსტად ასეთი შეგრძნება მქონდა როცა ვან გაალის გაშვებას აპირებდნენ, ჟოზეს წყალი აქვს უკვე შემდგარი, ეს სიტუაცია რაც ახლაა გუნდში ძალიან მცირე შანსია რო უკეთესობისკენ მობრუნდეს, ამიტო ჟოზე უნდა გაუშვან. კლუბისთვისაც და მოურინიოს კარიერისთვისაც ასე აჯობებს, სანამ სულ არ შეელახა ავტორიტეტი.

Cvetshi egrea dzma ...
0
№4
ავტორი: MAN-UTD 6
27 სექტემბერი 2018 00:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
მოირინიო ***ი რა............ ინტერი გაწვრთვენი. რაუნდა ამას მანჩესტერში angry
0
№5
ავტორი: VALERI.s
27 სექტემბერი 2018 01:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
ეხლა ზუსტად ის დროა რომ მინიმუმ ერთ კვირაში მოურინიო ზიდანმა ჩაანაცვლოს და დასრულდეს ჩვენი ტანჯვა წამება. ზიდანი ლონდონშია და შეიძლება კარგის მანიშნებელი იყოს ჩვენთვის ეს ამბავი. ერთი რამ კი ზუსტად ვიცი აღარ მინდა მოურინიოს მანჩესტერის ყურება. დროა დამთავრდეს ეს ყველაფერი!
1
№6
ავტორი: GIOMU
27 სექტემბერი 2018 01:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ეს კაპიტნობის ჩამორთმევა თუ რაცაა რა ბავშვობაა. უკვე ისეთი რაღაცეები მოხდა, მგონი ძალით აკეთებს მოურინიო რომ გაუშვან. ალბათ თვითონაც დაიღალა უნდა რომ აიღოს ის თავისი 10 მილიონი თუ რაც ეკუთვნის კონტრაქტის გაწყვეტისას და წავიდეს დაისვენოს. არ მეგონა ასე თუ დაამთავრება ჩვენთან ყველაფერს. ბოლო გუნდი მგონი სადაც მიიღებენ პსჟ დარჩა და მანდაც თუ იგივე სცენარით წაუვიდა საქმე მგონი საკლუბო კარიერის დასრულებაც მოუწევს. ფაქტია დიდი სპეციალისტია მაგრმ ადამიანი რომელიც აზრს არ იცვლის არაფერზე იდიოტია... ყველაფერი ვითარდება და პროგრეს განიცდის და განაახლოს მაინც ეს ავტობუსი თუ დარჩენა უნდა.
0
№7
ავტორი: OzBeTa
27 სექტემბერი 2018 08:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 188
ციტატა: GIOMU
ეს კაპიტნობის ჩამორთმევა თუ რაცაა რა ბავშვობაა. უკვე ისეთი რაღაცეები მოხდა, მგონი ძალით აკეთებს მოურინიო რომ გაუშვან. ალბათ თვითონაც დაიღალა უნდა რომ აიღოს ის თავისი 10 მილიონი თუ რაც ეკუთვნის კონტრაქტის გაწყვეტისას და წავიდეს დაისვენოს. არ მეგონა ასე თუ დაამთავრება ჩვენთან ყველაფერს. ბოლო გუნდი მგონი სადაც მიიღებენ პსჟ დარჩა და მანდაც თუ იგივე სცენარით წაუვიდა საქმე მგონი საკლუბო კარიერის დასრულებაც მოუწევს. ფაქტია დიდი სპეციალისტია მაგრმ ადამიანი რომელიც აზრს არ იცვლის არაფერზე იდიოტია... ყველაფერი ვითარდება და პროგრეს განიცდის და განაახლოს მაინც ეს ავტობუსი თუ დარჩენა უნდა.

პსჟ და არის კიდე ერთი კლუბინსადაც ყოველთვის სიამოვნებით მიიღებენ, ინტერი და მგონია რომ ინტერშინწავა ზაფხულში :) თან ნათქვამიაქ აქ კიდე დავბრუნდებიო ინტერში. კაკრას ინტერის ნაირ კლუბებში უნდა იყოს ეგ კაცი და არა აქ, სჯობს მალე წავიდეს და ზიზუ მოვიდეს კაცი ავტორიტეტი კაცი ლეგენდა ფეხბურთში. ყველა აფასებს მაგ კაცს და ყველას უნდა მის გუნდში თამაში, იმიტომაც მოიგო ამდენი რამ და მე ძაან მინდა ზიზუუ. თან ფრანგებს პოგბას და მარსიალს მაგრად აათამაშებს. მგონი მალე დაინიშნება ზიზუ ლონდონში ტყვილად არ ჩამოვიდოდა თან ამ არეულობას რატომ დაემთხვა ეს ჩამოსვლა?! მალე გვეშველება რა ზიზუ მოდის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is RED
№8
ავტორი: LewisHamilton
27 სექტემბერი 2018 11:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
ხო მგონი უკვე თვითონაც ხვდება მოურინიო რო დიდი დრო არ უწერია და არაა გამორიცხული თვითონაც წასვლა უნდოდეს. ეს ვიცე-კაპიტნობის ჩამორთმევა და მერე ინტერვიუებზე იმის ძახილი რო მე ვარ მწვრთნელი და რასაც მინდა იმას ვიზამო ძალიან საბავშვო ბაღია ჩემი აზრით. უკვე ფაქტია რომ ფეხბურთელებთან ურთიერთობას იფუჭებს, ძალით თუ საკუთარი იდიოტიზმით ეგ არ ვიცი მაგრამ მისი დათხოვნა რომ უპირობოდ გუნდზე დადებითად იმოქმედებს ეგ ცხადია. არ ვიცი მომავალი მწვრთნელი ვინ იქნება ან რას მოგვიტანს მაგრამ ჟოზეზე უკეთესი ეფექტი რომ ექნება ეგ უეჭველია, მთავარია შეინარჩუნოს ეგ ეფექტი და სწორი გზით წაიყვანოს იუნაიტედი. ისეთი გზით რა გზთაც მრავალი წელი ვიარეთ და ჩვენი ფილოსოფიაა უბრალოდ..
0
№9
ავტორი: ana maniu
27 სექტემბერი 2018 13:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 87
zalian miyvars manchesteri da misi yvela qomagi mara me mgoni sezonis bolomde mogviwevs am ubedurobis yureba. gazlebas gisurvebt megobrebo
0
№10
ავტორი: OMARIUSI.1.
27 სექტემბერი 2018 13:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 18
Orive cadit raa... Ra gatraket martla sakme
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top