თბილისი:
მანჩესტერი:
26-09-2018, 22:38
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 2665,
კომენტარები: 12
სარეკორდო თანხა პოგბას სანაცვლოდ
რამდენი ღირს ფრანგი შემტევი.
სარეკორდო თანხა პოგბას სანაცვლოდ
ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალურია თემა იმის შესახებ, რომ პოლ პოგბა გუნდს შეიცვლის. ეს შესაძლოა ზამთარშივე მოხდეს ან თუნდაც ზაფხულში, არავინ იცის. საიდუმლო არავისთვისაა, რომ ამ ტრანსფერის ინიციატორი პოგბაა მისი ბოლოდროინდელი განცხადებების გამო. ეს ტრანსფერი კი ნამდვილად არ იქნება მსუბუქი წონის.

ფაქტია, რომ ძალიან დიდ ხმაურს გამოიწვევს პოგბას ტრანსფერი და ნამდვილად არ დაუჯდება ეს ტრანსფერი იაფი მსურველ გუნდს. გავრცელდა ჭორები იმის შესახებ თუ, რამდენად აფასებენ პოგბას "იუნაიტედში". გავლენიანი ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით ინგლისელების მიერ დასახელებული თანხა 200 მილიონ ფუნტ-სტერლინგს შეადგენს(263 მილიონი დოლარი).

პოგბას მსურველებიდან ორი ძირითადი გუნდია გამოკვეთილი "იუვენტუსი" და "ბარსელონა". პირველმა მათგანმა უკვე საკმაო თანხები გაიღო ტრანსფერებისთვის და პრინციპში სათუოა, რამდენად მისცემს მათ ფეირ-ფლეი ამ ტრანსფერის განხორციელების უფლებას. ხოლო მეორე მათგანი ბოლო წლებია საკმაო თანხებს ხარჯავს ფეხბურთელების შეძენაში და დიდი ალბათობით კატალონიის "ბარსელონა" დაწინაურდება ამ ბრძოლაში. თუმცა ვის აირჩევს პოგბა, ეს ნამდვილი გამოცანაა ყველასთვის.

წყარო: www.goal.com
ჭორები
12 კომენტარი
№11
ავტორი: glory28
27 სექტემბერი 2018 14:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
ციტატა: SANDROGRIGA
მოკლედ, ზუსტად ასეთი შეგრძნება მქონდა როცა ვან გაალის გაშვებას აპირებდნენ, ჟოზეს წყალი აქვს უკვე შემდგარი, ეს სიტუაცია რაც ახლაა გუნდში ძალიან მცირე შანსია რო უკეთესობისკენ მობრუნდეს, ამიტო ჟოზე უნდა გაუშვან. კლუბისთვისაც და მოურინიოს კარიერისთვისაც ასე აჯობებს, სანამ სულ არ შეელახა ავტორიტეტი.

მეტი რა უნდა შეელახოს ამ უბედრუს რეპუტაცია !!!! არ გამოვროცხავ შემდეგ თამაშზე სტადიონზე ჯოზე აუთ დაუდიონ ბანერი
0
№12
ავტორი: JUVE...
28 სექტემბერი 2018 12:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
გამოუშვით უკან ეგ შავ...კა ნაბ....რი)) ოღონდ ჯერ უნდა ვატიროთ შინ და გარეთ))))

ინტრიგანობაში არ ჩამომართვათ) მან. იუნაიტედს ყველაზე მეტ პატივს ვცემ ინგლისური გუნდებიდან, მაგრამ რაც შეეხება პოგბას, ღირსია რაც დაემართა! 2 წელი ფაქტიურად ტყუილად დაკარგა, როცა შეეძლო რო მინიმუმ ეს პერიოდი არსად არ წასულიყო და მართლა საუკეთესო გამხდარიყო. კიდევ ერთხელ, პატივისცემის მიუხედავად, არც მაშინ და არც მითუმეტეს ეხლა მანჩესტერი იუვენტუსზე წინ არანაირად არ დგას და 1 ადგილის თამაშით და ვითომ რაღაცეების დამტკიცებით ჩაიგდო თავი ამ გაურკვევლობაში....
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top