თბილისი:
მანჩესტერი:
20-09-2018, 00:31
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 2433,
კომენტარები: 14
მოურინიოს ხუთი ცვლილება
ბოსმა ცვლილებები შეიტანა.
მოურინიოს ხუთი ცვლილება
პირველ რიგში ყველა "იუნაიტედის" გულშემატკივარს გილოცავთ დამაჯერებელ გამარჯვებას "იანგ ბოიზის" წინააღმდეგ. პრინციპში გამარჯვება დამაჯერებელი იყო, თუმცა თამაშის ხარისხი ექსტრემალურად დაბალი, რაც რაღაც დოზით აისახა სტატისტიკაშიც. მოცემულ სტატიაში მოკლედ მიმოვიხილავთ გუნდის შემადგენლობას, რომელმაც სამი გოლის გატანა შეძლო სტუმრად.

არახალია, რომ "იუნაიტედს" არ ჰყავს ძირითადი თერთმეტეული. ეს ამ მატჩშიც გამოჩნდა, რადგნა იმ გუნდიდან, რომელმაც "ვოტფორდი" დაამარცხა მათივე კედლებში, მოურინიომ 5 ფეხბურთელი შეცვალა საწყის თერთმეტეულში, რაც ნამდვილად ბევრია, ამავდროულად ორივე ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გახლდათ. ანტონიო ვალენსია, მარუან ფელაინი, ალექსის სანჩესი, ჯესი ლინგარდი და ეშლი იანგი. მოდით რამოდენიმე ფეხბურთელის არყოფნის მიზეზი დავასახელოთ, რაც ნამდვილად რეალურია და არ იწვევს დაბნეულობას. ანტონიო ვალენსიას არ ყოფნა გამოწვეულია, მოურინიოს თქმით, მუხლის ტრავმით, რასაც ხელოვნური საფარი კიდევ უფრო გააუარესებდა. რაც შეეხება ეშლი იანგს, ლუკ შოუ უკვე მწყობრში იყო და აღარ იდგა მისი იანგით ჩანაცვლების საჭიროება. მარუან ფელაინიმ ძირითად შემადგენლობაში არ დაიწყო, თუმცა მეორე ტაიმის მეორე მონაკვეთში ვიხილეთ ის მოედანზე და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნიადაგი მოსინჯა მოურინიომ ფრედის დაყენებით. ამჯობინა შეტევითი ფეხბურთით - ფრედით დაწყება და მოგვიანებით გადაერთო მეტოქის შეტევების ჩაშლაზე - ფელაინის სახით. მარკუს რაშფორდის ყოფნა მის მიმართ ნდობით იყო გამოწვეული, თუ ჯესი ლინგარდის მიმართ არ ნდობით ეს ნამდვილად საინტერესო კითხვაა, თუმცა საკმაოდ რთულია ამაზე პასუხის გაცემა. თუმცა "ირმებთან" მატჩი მარკუსმა წითელი ბარათის გამო გამოტოვა, თუმცა მის მაგივრად მოედანზე ხუან მატა ვიხილეთ, რომელიც "ვოტფორდთან" არ გვინახავს და ამ სეზონში ორჯერ ვნახეთ მოედანზე, ამათგან ერთხელ შეცვალეს. ყველასთვის სიურპრიზი იყო ენტონი მარსიალის თამაში ჩემპიონთა ლიგის გახსნით შეხვედრაში. მატჩი ფრანგა ვინგერმა ვერცერთი წარმატებული დრიბლინგი ვერ შემოგვთავაზა და 11 არაზუსტი გადაცემა განახორციელა, თუმცა რიკოშეტის წყალობით მაინც მოახერხა მეტოქის კარის აღება. გაუგებარია რატომ არ მისცა შანსი, მოურინიომ, ალექსის სანჩეზს და ალბათ ამაზე კომენტარს გააკეთებს პრესკონფერენციაზე.

ანგარიშის უგუვებელყოფის შემთხვევაში, საკმაოდ რთულია პოზიტიური თვალით შევხედოთ გუნდის თამაშს. არც ისე რთულია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად ძლიერია "ტურინის იუვენტუსი" ამ მდგომარეობით "ეშმაკებზე" და რა შესაძლო შედეგით შეიძლება დასრულდეს შეხვედრა ამ ორ გრანდს შორის, თუმცა მაინც ერთგულად უნდა ვუქომაგოთ "იუნაიტედს", მითუმეტეს ამ ძნელბედობის ჟამს, როდესაც ამდენი პრობლემაა გუნდში.

წყარო: www.skysports.com
სტატიები
14 კომენტარი
№1
ავტორი: Dato kutaisi
20 სექტემბერი 2018 00:48
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
პარადოქსია მაგრამ ამ მანჩესტერმა იუვეს რო მოუგოს მე პირადად არ გამიკვირდება არანაირად.მე მახსოვს და გემახსოვრებათ შარშანდელი ლივერთან სიტისთან და ჩელსთან თამაშები.განწყობა იგივე იყო და ჰოი საოცრებავ ჩვენ მათ მოვუგეთ თან ჩემპიონს ქამბექით და ზოგადად ყველას კარგი თამაშით თუ ლივერთან მოგებას გამოვაკლებთ.პარადოქსი ვთქვი და ვგულისხმობდი იმ ფაქტს რომ ამ "ჩმოურინიოს"," სირკაცას", "გვარდიოლას ბულკს" და რავი რას აღარ ეძახიან, ამ მწვრთნელს კონკრეტულ მატჩებში პრინციპულში შეუძლია სხვაგვარი გუნდი გამოიყვანოს და მოულოდნელი შედეგი და თამაში დადოს.პარადოქსია მაგრამ რაც უფრო დიდია მოწინააღმდეგე გუნდი მით უკეთესად შეუძლია განწყობის შემართების ჩვენება
0
№2
ავტორი: Svanchester
20 სექტემბერი 2018 01:37
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
განვმეორდები, რომ ეს თამაში იყო უბრალოდ ძალის დაზოგვის დემონსტრირება. ვფიქრობ, არ იყო საჭირო დიდი ენერგიის დახარჯვა იანგ ბოიზის დონის გუნდთან, მოედნის საფარი ხელოვნური იყო, რაც ზრდიდა ტრავმების საშიშროების რისკს, შესაბამისად ბიჭებმა მაქსიმალური სიფრთხილით ითამაშეს და ძალებიც დაიზოგა. ყველაზე სასიამოვნო რა თქმა უნდა ანგარიშია ამ ყველაფრის ფონზე. პოგბამ საკუთარ თავს მოდუნების საშუალება არუნდა მისცეს და მწვრთნელთან უთანხმოებების ნაცვლდ დრო სხვა უფრო მნიშვნელოვნ რამეს დაუთმოს. შეუძლია ფრანგს გუნდის ლიდერად ჩამოყალიბება, თუ მოედანზე სეირნობას შეწყვეტს, ისე როგორც ეს გასულ რამოდენიმე მატჩში გაკეთა. არ ვფიქრობ, რომ ამ ჯგუფიდან ძნელად გავალთ, საქმე მერვედფინალია.
2
№3
ავტორი: abrama
20 სექტემბერი 2018 07:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
ალბათ ერთადერთი მანჩესტერის ფანი ვარ ვისაც მოურინიოსი ბოლომდე სჯერა. :)
0
№4
ავტორი: PaLoMo
20 სექტემბერი 2018 08:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: abrama
ალბათ ერთადერთი მანჩესტერის ფანი ვარ ვისაც მოურინიოსი ბოლომდე სჯერა. :)

ბოლომდე მჯერათქო ვერ გეტყვი,მაგრამ იმის იმედი მაქვს,რომ ასე კუდა მოძუებული არ გაიგდებს თავს და იტყვის მის სიტყვას...
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№5
ავტორი: levionok
20 სექტემბერი 2018 08:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ეს იუვენტუსის შიში საიდან ჩაგივარდათ გულში,ნახავთ თუ მოგვიგებსდა ჯგუფში პირველ ადგილზეც გავალთ იქით სტატიების კომენტარებში ვკითხულობ ვალენსია გაგვარღვევსო აქ წერია რომ შესაძლებელია ფეხბურთი შეგვაძულოს ალბათ ანგარიშებს ელოდებით 5:0-0:4. ჩემტვის როგორც მანჩესტერის გულშემატკივრისთვის ( 21 წელია) არ არის სასიამოვნო ამის კითხვა
0
№6
ავტორი: bziki
20 სექტემბერი 2018 09:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ყველანაირ დათმობაზე მიდის მოუ! ამის ნახევარიც არ დაუთმია არც ერთ კლუბში.

გასაგდები(მინიმუმ მაგრა დასასჯელი იყო პოგბა)და პირიქით პოგბაზე აწყობს გუნდს,ეგ უფრო ვუდვორდის მოთხოვნა იქნებოდა ვიდრე ჟოზესს სურვილი მარა დათმო. 10 იანსა და 8 ანს შორის დგას უფრო 10 იანის მხარეს:)საკმაოდ ზემოთ ხვდება მოწინააღმდეგეს,ვინმეს დაზღვევა თუ არ ჭირდება საყრდენზე ისე არ ჩადის,პირველ შეტევასაც ფრედი იწყებს თუ დააბუქსავა მერე იწევს სიღმეში პოგბა და ეხმარება ამოტანაში ერთი სიტყვით სრული თავისუფლება აქ ბურთითაც და მის გარეშეც.

მარსიალს იმაზე მეტს ეფერება ვიდრე მეგონა.არ ვიცი არის თუ არა მაგის საჭიროება საერთოდ.
აშკარაა რო სანჩესი როგორ ფორმაშიც არ უნდა იყოს მარსიალს ჯობია მარცხნივ,ლინგარდი კიდე რეშს ჯობია მარჯვნივ.
ფანების პონტშიც მაგრა მიდის დათმობებზე სტილი,შემადგენლობა თუ ახლგაზრდებისთვის შანსი.

ლდერი გვჭირდება როგორც მოედანზე ისე სავარჯიშო ბაზაზე და პოგბა რამდენად სწორი კადრია აქ ვიცი არადა ყველაფერი ეგრე კეთდება რო პოგბა იყოს.

ყველაზე დიდი აბსურდი ისაა რო მოურინიომ დაცვა ვერ დაალაგა.პრინციპში ამ ბავშვებით ეგეც მიღწევაა რასაც თამაშობს,ეხლაც ვერ ვიგებ რატო არ მოუყვანეს ერთი გამოცდილი მცველი თუნდაც საშვალო დონის ნუ იქნებოდა ვარსკვლავი უბრალოდ ბალანსი დაეჭირა.
1
№7
ავტორი: dato123
20 სექტემბერი 2018 09:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 21
ციტატა: abrama
ალბათ ერთადერთი მანჩესტერის ფანი ვარ ვისაც მოურინიოსი ბოლომდე სჯერა. :)

არა არა მეც შენთან ვარ :დ
0
№8
ავტორი: tazius
20 სექტემბერი 2018 10:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 51
ციტატა: PaLoMo
ციტატა: abrama
ალბათ ერთადერთი მანჩესტერის ფანი ვარ ვისაც მოურინიოსი ბოლომდე სჯერა. :)

ბოლომდე მჯერათქო ვერ გეტყვი,მაგრამ იმის იმედი მაქვს,რომ ასე კუდა მოძუებული არ გაიგდებს თავს და იტყვის მის სიტყვას...



ნუ გეგონებათ, რომ წყალწაღებულ იანგ ბოიზთან მოგებით გუნდში ყველაფერი დალაგდა... სტატისტიკა შეამოწმეთ, აბსოლუტურად თანაბარი თამაში იყო, მეტიც დარტყმები იანგ ბოიზს მეტი ჰქონდა. ასე თუ აპირებს მოურინიო რაიმეს მიღწევას არ ვიცი. იანგ ბოიზთან თანაბარი თამაში იუვენტუსთან განადგურებას ნიშნავს...
0
№9
ავტორი: stepno
20 სექტემბერი 2018 11:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
vitom fexburtis mcodneebs ratoo goniat ro ligaze mogeba advilia tan gasvlaze da tutme 0:3 ro igeb xeluvnur safarian stadionze mainc ukmayofiloebi unda viyot da vlandzgot gundi ro rato ar itamashea ufro magak doneze da kombinaciebi rato akldat da ase ahemdeg :-(((( ager napolim cvenazvezdas ver mougo ra jgufshi da araa gamoriczuli liverpuls mougos ratomac araa magram yvela tamashi rtuliaa gasvlaze mitumetes
0
№10
ავტორი: kobinio
20 სექტემბერი 2018 12:13
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: bziki
ყველანაირ დათმობაზე მიდის მოუ! ამის ნახევარიც არ დაუთმია არც ერთ კლუბში.

გასაგდები(მინიმუმ მაგრა დასასჯელი იყო პოგბა)და პირიქით პოგბაზე აწყობს გუნდს,ეგ უფრო ვუდვორდის მოთხოვნა იქნებოდა ვიდრე ჟოზესს სურვილი მარა დათმო. 10 იანსა და 8 ანს შორის დგას უფრო 10 იანის მხარეს:)საკმაოდ ზემოთ ხვდება მოწინააღმდეგეს,ვინმეს დაზღვევა თუ არ ჭირდება საყრდენზე ისე არ ჩადის,პირველ შეტევასაც ფრედი იწყებს თუ დააბუქსავა მერე იწევს სიღმეში პოგბა და ეხმარება ამოტანაში ერთი სიტყვით სრული თავისუფლება აქ ბურთითაც და მის გარეშეც.

მარსიალს იმაზე მეტს ეფერება ვიდრე მეგონა.არ ვიცი არის თუ არა მაგის საჭიროება საერთოდ.
აშკარაა რო სანჩესი როგორ ფორმაშიც არ უნდა იყოს მარსიალს ჯობია მარცხნივ,ლინგარდი კიდე რეშს ჯობია მარჯვნივ.
ფანების პონტშიც მაგრა მიდის დათმობებზე სტილი,შემადგენლობა თუ ახლგაზრდებისთვის შანსი.

ლდერი გვჭირდება როგორც მოედანზე ისე სავარჯიშო ბაზაზე და პოგბა რამდენად სწორი კადრია აქ ვიცი არადა ყველაფერი ეგრე კეთდება რო პოგბა იყოს.

ყველაზე დიდი აბსურდი ისაა რო მოურინიომ დაცვა ვერ დაალაგა.პრინციპში ამ ბავშვებით ეგეც მიღწევაა რასაც თამაშობს,ეხლაც ვერ ვიგებ რატო არ მოუყვანეს ერთი გამოცდილი მცველი თუნდაც საშვალო დონის ნუ იქნებოდა ვარსკვლავი უბრალოდ ბალანსი დაეჭირა.

მართალი ხარ ძმაო...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top