თბილისი:
მანჩესტერი:
20-09-2018, 00:31
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 2434,
კომენტარები: 14
მოურინიოს ხუთი ცვლილება
ბოსმა ცვლილებები შეიტანა.
მოურინიოს ხუთი ცვლილება
პირველ რიგში ყველა "იუნაიტედის" გულშემატკივარს გილოცავთ დამაჯერებელ გამარჯვებას "იანგ ბოიზის" წინააღმდეგ. პრინციპში გამარჯვება დამაჯერებელი იყო, თუმცა თამაშის ხარისხი ექსტრემალურად დაბალი, რაც რაღაც დოზით აისახა სტატისტიკაშიც. მოცემულ სტატიაში მოკლედ მიმოვიხილავთ გუნდის შემადგენლობას, რომელმაც სამი გოლის გატანა შეძლო სტუმრად.

არახალია, რომ "იუნაიტედს" არ ჰყავს ძირითადი თერთმეტეული. ეს ამ მატჩშიც გამოჩნდა, რადგნა იმ გუნდიდან, რომელმაც "ვოტფორდი" დაამარცხა მათივე კედლებში, მოურინიომ 5 ფეხბურთელი შეცვალა საწყის თერთმეტეულში, რაც ნამდვილად ბევრია, ამავდროულად ორივე ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გახლდათ. ანტონიო ვალენსია, მარუან ფელაინი, ალექსის სანჩესი, ჯესი ლინგარდი და ეშლი იანგი. მოდით რამოდენიმე ფეხბურთელის არყოფნის მიზეზი დავასახელოთ, რაც ნამდვილად რეალურია და არ იწვევს დაბნეულობას. ანტონიო ვალენსიას არ ყოფნა გამოწვეულია, მოურინიოს თქმით, მუხლის ტრავმით, რასაც ხელოვნური საფარი კიდევ უფრო გააუარესებდა. რაც შეეხება ეშლი იანგს, ლუკ შოუ უკვე მწყობრში იყო და აღარ იდგა მისი იანგით ჩანაცვლების საჭიროება. მარუან ფელაინიმ ძირითად შემადგენლობაში არ დაიწყო, თუმცა მეორე ტაიმის მეორე მონაკვეთში ვიხილეთ ის მოედანზე და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნიადაგი მოსინჯა მოურინიომ ფრედის დაყენებით. ამჯობინა შეტევითი ფეხბურთით - ფრედით დაწყება და მოგვიანებით გადაერთო მეტოქის შეტევების ჩაშლაზე - ფელაინის სახით. მარკუს რაშფორდის ყოფნა მის მიმართ ნდობით იყო გამოწვეული, თუ ჯესი ლინგარდის მიმართ არ ნდობით ეს ნამდვილად საინტერესო კითხვაა, თუმცა საკმაოდ რთულია ამაზე პასუხის გაცემა. თუმცა "ირმებთან" მატჩი მარკუსმა წითელი ბარათის გამო გამოტოვა, თუმცა მის მაგივრად მოედანზე ხუან მატა ვიხილეთ, რომელიც "ვოტფორდთან" არ გვინახავს და ამ სეზონში ორჯერ ვნახეთ მოედანზე, ამათგან ერთხელ შეცვალეს. ყველასთვის სიურპრიზი იყო ენტონი მარსიალის თამაში ჩემპიონთა ლიგის გახსნით შეხვედრაში. მატჩი ფრანგა ვინგერმა ვერცერთი წარმატებული დრიბლინგი ვერ შემოგვთავაზა და 11 არაზუსტი გადაცემა განახორციელა, თუმცა რიკოშეტის წყალობით მაინც მოახერხა მეტოქის კარის აღება. გაუგებარია რატომ არ მისცა შანსი, მოურინიომ, ალექსის სანჩეზს და ალბათ ამაზე კომენტარს გააკეთებს პრესკონფერენციაზე.

ანგარიშის უგუვებელყოფის შემთხვევაში, საკმაოდ რთულია პოზიტიური თვალით შევხედოთ გუნდის თამაშს. არც ისე რთულია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად ძლიერია "ტურინის იუვენტუსი" ამ მდგომარეობით "ეშმაკებზე" და რა შესაძლო შედეგით შეიძლება დასრულდეს შეხვედრა ამ ორ გრანდს შორის, თუმცა მაინც ერთგულად უნდა ვუქომაგოთ "იუნაიტედს", მითუმეტეს ამ ძნელბედობის ჟამს, როდესაც ამდენი პრობლემაა გუნდში.

წყარო: www.skysports.com
სტატიები
14 კომენტარი
№11
ავტორი: GIOMU
20 სექტემბერი 2018 13:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ციტატა: abrama
ალბათ ერთადერთი მანჩესტერის ფანი ვარ ვისაც მოურინიოსი ბოლომდე სჯერა. :)


+1
0
№12
ავტორი: ikeoni
20 სექტემბერი 2018 13:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ციტატა: stepno
vitom fexburtis mcodneebs ratoo goniat ro ligaze mogeba advilia tan gasvlaze da tutme 0:3 ro igeb xeluvnur safarian stadionze mainc ukmayofiloebi unda viyot da vlandzgot gundi ro rato ar itamashea ufro magak doneze da kombinaciebi rato akldat da ase ahemdeg :-(((( ager napolim cvenazvezdas ver mougo ra jgufshi da araa gamoriczuli liverpuls mougos ratomac araa magram yvela tamashi rtuliaa gasvlaze mitumetes

100%
0
№13
ავტორი: MAnUtd7
20 სექტემბერი 2018 13:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
ვცდილობდი ამდენი ხანი არაფერი დამეწერა, მაგრამ ყელში ამოვიდა ეს გაუთავებელი სისულელეები და იძულებული გავხდი დავრეგისტრირებულიყავი კომენტარისათვის! ყველას განსხვავებული აზრი და ფსიქოლოგია აქვს მაგრამ მოდით ლოგიკურად და თანმიმდევრულად მოახდინეთ ყველაფრის შეფასება რა! ვიღაცა 15 წლის ბავშვები ხომ არ ხართ ბარსას რომ ბალეშიკობენ და უაზრო არგუმენტები რომ მოყავთ! გუნდი თავიდანაა ჩამოსაყალიბებელი და ყბელა მწვრთნელს თავისი ფსიქოლოგია აქვს, რა ყველაფერში უკმაყოფილოები ხართ ხქლხო რა გჭირდთ. კაცმა მოუგო 0:3 და ამვდროულად დაიკიდა ყველაფერი, გაუსწორდა და ეს შემადგენლობა გამოიყვანა რამაც გაამართლა. რეშს არ დააყენებს ძირითადში და დაიწყება ერთი ამბები არ ათამაშებსო, მარსიალს არ დააყენებს და ანალოგიურად. დააყენებს ამ ხალხს და მერე რატო დააყენა. მოდით ჩამოყალიბდით და მერე დაწერეთ ეს თქვენი აზრები და ნუ წაიღეთ ტვინი რა!
ახლა რაც შეეხება იუვენტუსის ბარიერს და ამაზე დაწყებულ რაღაცეებს რომ გადაგვივლის და ასე და ისე, ვალენსიაც მოგვიგებს და რა საცენზურაბი ვართ არა?! ცოტა მოდით გონებაზე და ნერვებს ნუ უშლით იმათ ვისაც იმის უნარი გვაქვს რეალურად სევაფასოთ ყველაფერი რა! მოგვჭამონ ერთი ადგილი და მოგვჭამენ კიდეც! ყველა კარგად დაინახავთ იუვესთან თამაშის შედეგებსაც და ვალენსიასთანაც!
ეს მანჩესტერია და აქ მანჩესტერის გულშემატკივრები უნდა იყვნენ მგლოვიარე მომტირლები კი არა!
0
№14
ავტორი: SANDROGRIGA
20 სექტემბერი 2018 22:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დალო იყო კარგი, დებიუტის და ხელოვნური საფარის პირობაზე.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top