თბილისი:
მანჩესტერი:
15-09-2018, 21:53
ავტორი: Ole__boss,
ნანახია: 2409,
კომენტარები: 12
მატჩის ანალიზი : "უოტფორდი" 1:2 "მანჩესტერ იუნატედი"
ჯადოსნური ფელაინი და მოურინიოს ნოუ-ჰაუ.
მატჩის ანალიზი :
დასრულდა მატჩი "წითელი ეშმაკების" მორიგი დამაჯერებელი გამარჯვებით.ჟოზე მოურინიომ ე.წ გეგბა ბ-ს არ უღალატა და მისთვის საკმაოდ უჩვეულო სტილში მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. განსაკუთრებული იმ წნეხის შემდგომ, რაც "ბრაიტონთან" მარცხმა გამოიწვია, ცდილობს დაამსხვრიოს სტერეოტიპები იმის თაობაზე, რომ მას არ ძალუძს გუნდის შეტევითი პოტენციალის გამოყენება. აბსოლიტურად სხვა გუნდი ვიხილეთ ჩვენ "ბარნლისთან" და "უიტფორდთან". საიდუმლოში რაშია? შეიძლება ძალზედ სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ რაც მარუან ფელაინი გამოჩდა სასტარტო შემადგენლობაში, სიტუაცია ასე თუ ისე დალაგდა. ჟოზე მოურინიომ ამ საკვანძო ნაბიჯით შეძლო და შეუმსუბუქა გუნდის ყველა სუსტ რგოლს, დაცვით ხაზს, სამუშაო. გარდა ამისა, მან შეძლო ამ ცვილებით ფიზიკური კონდიციების და მეორე სართულის სრულად ათვისება.

"უიტფორდი" 1-2 "მანჩესტერ იუნატედი".

საწყისი 15 წუთის განმავლობაში, გუნდმა თავისი თამაში ვერ აჩვენა, მაგრამ აშკარად იგრძნობოდა ის სიმარტივე, სიმსუბუქე და ჰაეროვნება, რაც შემდგომ უფრო განმტკიცდა. გუნდი მოკლე ერთშეხებიანი პასებით ცდილობა რაიმე ღირებულის შექმნას, კომბინირებდნენ მოედნის ცენტრში და პოლ პოგბას დირიჟორობით ახდენდნენ ფლანგის მოთამაშეების დატვირთას გრძელი პასების მეშვეობით. ყველაზე მკაფიოდ ხაზ გასასმელი არის ის, რომ სტანდარტულების გათამაშების სიზუსტემ და კომბინაციების მრავალფეროვნებამ საგრძნობლად იმატა, ჟოზემ "უიტფორდთან" აბსოლიტურად აითვისა გუნდის ყველა დადებითი მხარე და მივიღეთ ის შედეგი, რაც ტაბლოზე დაფიქსირდა. გუნდი პროგრესირებს თამაშიდან თამაშამდე, სწორედ ამ პრინციპით ამსხვრევს მოურინიო სტერეოტიპებს და კრიტიკოსებისთვის ცინიზმსაც არ იშურებს.

პირველი ტაიმი გუნდმა ე.წ გეგბა ბ-ს მიხედვით ჩაატარა, გამოამჟღავნა აგრესია და უდიდესი მონდომება. სასწაული სეივი განახორციელა დე ხეამ, რომელმაც უდიდესი ზეგავლენა მოახდინა მატჩის მსველობაზე. ცენტრი სრულიად იზოლირებული გახადა მარუან ფელაინის და მატიჩის დუეტმა, რითაც პოგბას სივრცე მისცეს თავისი ნიჭის დემონსტრირებისთვის.ხავი გრაციას რეაქციებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, არაფერი გამოუვიდათ "ირმებს" პირველ ტაიმში, ტაქტიკურად ჟოზემ აშკარად აჯობა თავის ვიზავისტს."მანჩესტერ იუნატედმა" შეძლო პირველი ტაიმის სათავისოდ ჩამთავრება ანგარიშით 0:2, მორიგი გოლი მიითვალა რომელუ ლუკაკუმ, ხოლო ფელიანის აქტიურობამ გააღვიძა სმოლინგის თავდამსხმლის ინსტიქტები და ულამაზესი გოლი შეაგდო ამ უკანასკნელმა.

მეორე ტაიმი, გეგმა ა, ჟოზეს სტილი, დაელოდე მომენტს და მოკალი თამაში, თუმცა დავალება ასე თუ ისე შესრულდა. მეტოქემ აშკარად გამოასწორა თამაში, ტაქტიკური ცვილებები განახორციელა ხავი გრაციამ და ზეწოლა გაზარდა "იუნატედის" საჯარიმოში, რამაც შედეგი გამოიღო და გრეიმ მინიმუმამდე დაიყვანა სხვაობა. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მოედნის ცენტრში ძალიან კარგად კომბინირებდნენ "მანჩესტერ იუნატედის" ფეხბურთელები, რითაც ანთავისუფლებდნენ სივრცეებს გარემარბებისთვის და რამდენიმე ძალიან სახიფათო კონტრშეტევაც განავითარა გუნდმა, მაგრამ არ იყოს ის რაც ჟოზეს სურდა. მეორე ტაიმში უდიდესი როლი შეასრულა მარუან ფელაინიმ, რომელიც ამ კუთხით უნივერსალია, მას კონკრეტული დავალება ჰქონდა ბოსისგან არ დაეტოვებინა ცენტრი, გარდა სტანდარტული სიტუაციებისა, რითაც შეუმსუბუქა მცველებს სამუშაო. საერთო ჯამში შესანიშნავი, დრამატული და წარმატებული მატჩი გამოდგა "წითელი ეშმაკებისთვის".
სტატიები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Ole__boss
15 სექტემბერი 2018 21:56
  • სიახლეები: 50
  • კომენტარები: 102
შეაფასეთ თამაში და ასევე სტატიაც, ვინაიდან შემდგომშიც შემოგთავაზებთ ხოლმე ჩემეულ ვერსიას მატჩის ანალიზის, ასევე დაიდება ტაქტიკური ანალიზი
0
№2
ავტორი: Dato kutaisi
15 სექტემბერი 2018 22:03
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ასე არ შეიძლება თამაში ნერვებზე.მაშინ როცა გუნდზე მაღლა დგახარ თამაშითაც გამოგდის კიდეც და ანგარიშშიც წინ ხარ არ უნდა ელოდებოდე მომენტს.მომენტს უნდა ქმნიდე.რო არა დეხეა დღეს რა ანგარიში იქნებოდა კაცი შვილმა არ იცის.ამაზე აკრიტიკებენ მოურინიოს და სავსებით სამართლიანად.2:0 ეს არაა ის ანგარიში რომელიც გაძლევს დიდ ჰანდიკაპს რო აგორაო ბურთი.ეს პრემიერ ლიგაა არაა სხვა ჩემპიონატი და ეს მანჩესტერ იუნაიტედია.
პ.ს."ქვეყნად ვერავინ შეძლებს,დედა შეაგინოს მგელს,*ე ვერავინ მოჭამოს, მანჩესტერ იუნაიტედს...ხო მაგარი ჰიმნი გვაქ ოჰაიოში:)))
ამ დროს როცა იღებდნენ ამ ფილმს მართლაც ასეთი იყო გუნდი ახლა დედასაც შეგვაგინებენ ჩვენც და მგელსაც:))
0
№3
ავტორი: kobinio
15 სექტემბერი 2018 22:05
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
მადლობა ძმობილო (y) ჩემი ამზით მეორე ტაიმის ამგვარი გაგრძელება ბიჭების სანაკრებო პაუზის უკუჩვრნაბა იყო და ლოგიკურიცაა დაიღალნენ.მარსიალი აშკარად ვერაა ის ვინც იყო.ძაან საწყენია. სხვა ყოჩაღ ყველას სრულად
0
№4
ავტორი: Ole__boss
15 სექტემბერი 2018 22:06
  • სიახლეები: 50
  • კომენტარები: 102
ციტატა: Dato kutaisi
ასე არ შეიძლება თამაში ნერვებზე.მაშინ როცა გუნდზე მაღლა დგახარ თამაშითაც გამოგდის კიდეც და ანგარიშშიც წინ ხარ არ უნდა ელოდებოდე მომენტს.მომენტს უნდა ქმნიდე.რო არა დეხეა დღეს რა ანგარიში იქნებოდა კაცი შვილმა არ იცის.ამაზე აკრიტიკებენ მოურინიოს და სავსებით სამართლიანად.2:0 ეს არაა ის ანგარიში რომელიც გაძლევს დიდ ჰანდიკაპს რო აგორაო ბურთი.ეს პრემიერ ლიგაა არაა სხვა ჩემპიონატი და ეს მანჩესტერ იუნაიტედია.
პ.ს."ქვეყნად ვერავინ შეძლებს,დედა შეაგინოს მგელს,*ე ვერავინ მოჭამოს, მანჩესტერ იუნაიტედს...ხო მაგარი ჰიმნი გვაქ ოჰაიოში:)))
ამ დროს როცა იღებდნენ ამ ფილმს მართლაც ასეთი იყო გუნდი ახლა დედასაც შეგვაგინებენ ჩვენც და მგელსაც:))



ხო გეთანხმები მარა, არ გამოუვიდათ შეგდება მესამე გოლის, სანჩესმა როგორც ყოველთვის ჩაისვარა... თორე ჟოზემ ყველაფერი 1000% სწორი ქნა, უბრალოდ გუნდმა ვერ შეაგდო. ის მითითები რაც მისცა იყო სწორი და ეჭვიც არ მეპარება რომ გრაცია ვიხმარეთ ნაცვლად პოჩეტინიოსი
0
№5
ავტორი: ikeoni
15 სექტემბერი 2018 22:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
საღოლ ავტორ სწორი ანალიზია..ლინგარდი იყო სამწუხაროდ სუსტი წერტილი დანარჩენი იდგნენ ბიჭებიი და დეხეაზე ხო რავი უბრალოდ საოცარი მეკარეა❤️ ფელას თამაში არ გამოგჩეთ ძაან მაგარი თამაში ჩაატარა
0
№6
ავტორი: Ole__boss
15 სექტემბერი 2018 22:12
  • სიახლეები: 50
  • კომენტარები: 102
ციტატა: ikeoni
საღოლ ავტორ სწორი ანალიზია..ლინგარდი იყო სამწუხაროდ სუსტი წერტილი დანარჩენი იდგნენ ბიჭებიი და დეხეაზე ხო რავი უბრალოდ საოცარი მეკარეა❤️ ფელას თამაში არ გამოგჩეთ ძაან მაგარი თამაში ჩაატარა


ხოო ფელიანი მატჩის საუკეთესო იყო , მაგან და დე ხეამ მოგვაგებინეს, არ ვიცი თუ ნახეთ დაჩოქოლმა რომ ჩაჭრა ძაან სახიფათო პასი ბუჩქმა და რავი თითქმის ყველა ბურთი მოიღო მეორე სართულზე
0
№7
ავტორი: Dato kutaisi
15 სექტემბერი 2018 22:15
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ამ სეზონში ერთადერთი ალოგიკური შედეგი იყო ტოტენჰემთან.ხოდა შემდეგ ტურში ზუსტად იგივე პრინციპით გაუდო უოტფორდმა.მოურინიოს და მენეჯმენტს ჩემი აზრით გათვლა ასეთი აქვთ.ჩელსი ლივერპულის გაძლიერების ფონზე სიტი უკონკურენტო აღარაა და ბევრ ქულას დაკარგავს.ამ დროს გათვლა აქვთ რომ თავისი თამაშებიდან ამოიღონ მაქსიმუმი ქულების და რაც შარშანაც ქონდათ გათვლად წელს შეიძლება შედეგი მოიტანოს.შარშან ყველა რო არ დაწოლოდა სიტის ჩემპიონები სეიძლება ჩვენ გავმხდარიყავით
1
№8
ავტორი: ikeoni
15 სექტემბერი 2018 22:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ციტატა: jose__boss
ციტატა: ikeoni
საღოლ ავტორ სწორი ანალიზია..ლინგარდი იყო სამწუხაროდ სუსტი წერტილი დანარჩენი იდგნენ ბიჭებიი და დეხეაზე ხო რავი უბრალოდ საოცარი მეკარეა❤️ ფელას თამაში არ გამოგჩეთ ძაან მაგარი თამაში ჩაატარა


ხოო ფელიანი მატჩის საუკეთესო იყო , მაგან და დე ხეამ მოგვაგებინეს, არ ვიცი თუ ნახეთ დაჩოქოლმა რომ ჩაჭრა ძაან სახიფათო პასი ბუჩქმა და რავი თითქმის ყველა ბურთი მოიღო მეორე სართულზე

კიი ძმა ვნახე ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა❤️
0
№9
ავტორი: glory28
15 სექტემბერი 2018 23:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
მოუმ შეუსრულა რასაც ჰქვიაა
0
№10
ავტორი: Malboro463
15 სექტემბერი 2018 23:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
meore taimshi mainc misi stili atamasha. rato ar sheizleba 3 da 4 golistvisac itamashon da ara angarishis shenarchunebaze? lingardi kide mereamdene tamashia arafers ar aketebs da arc nakrebshi gauketebia rame mag pozocos fexburtels yvelaferi tu ara minimum teqnika an burtis kontroli da pasi mainc unda qondes
tips erti kacis motyuebac ar sheuzlia gansxvavebuls arafers ar aketebs yvelaze poziciaze am asakis mata jobia da kacs ar atamashebs. an es mctomiyia tu vigac ras amoichema rato kargavs dros magaze sxvas misces satamasho dro meore qleverli da jesika izrdeba. ki atamasha tavidan gundi kargad shedegic dado am tamasshi mara bolos sityva mainc de geas dautova ertic iqneba gaushvebs egec da mere gamova daiwyebs laparaks daumsaxureblad davkarget qulebio

sanam gundshi iseti fexburtelebi iqnebian romlebsac ar sheuzliad padriad magal doneze matchebis chatareba araferi ar eshveleba. ki kargad itamasha felainma mara ufro cudi matchebi maxsendeba magis vidre kargi. cota zlier metoqestan xea meti araferi. champyalibdes unda bolos centrshi fredi iqneba felaini tu erera
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top