თბილისი:
მანჩესტერი:
15-09-2018, 21:53
ავტორი: Ole__boss,
ნანახია: 2410,
კომენტარები: 12
მატჩის ანალიზი : "უოტფორდი" 1:2 "მანჩესტერ იუნატედი"
ჯადოსნური ფელაინი და მოურინიოს ნოუ-ჰაუ.
მატჩის ანალიზი :
დასრულდა მატჩი "წითელი ეშმაკების" მორიგი დამაჯერებელი გამარჯვებით.ჟოზე მოურინიომ ე.წ გეგბა ბ-ს არ უღალატა და მისთვის საკმაოდ უჩვეულო სტილში მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. განსაკუთრებული იმ წნეხის შემდგომ, რაც "ბრაიტონთან" მარცხმა გამოიწვია, ცდილობს დაამსხვრიოს სტერეოტიპები იმის თაობაზე, რომ მას არ ძალუძს გუნდის შეტევითი პოტენციალის გამოყენება. აბსოლიტურად სხვა გუნდი ვიხილეთ ჩვენ "ბარნლისთან" და "უიტფორდთან". საიდუმლოში რაშია? შეიძლება ძალზედ სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ რაც მარუან ფელაინი გამოჩდა სასტარტო შემადგენლობაში, სიტუაცია ასე თუ ისე დალაგდა. ჟოზე მოურინიომ ამ საკვანძო ნაბიჯით შეძლო და შეუმსუბუქა გუნდის ყველა სუსტ რგოლს, დაცვით ხაზს, სამუშაო. გარდა ამისა, მან შეძლო ამ ცვილებით ფიზიკური კონდიციების და მეორე სართულის სრულად ათვისება.

"უიტფორდი" 1-2 "მანჩესტერ იუნატედი".

საწყისი 15 წუთის განმავლობაში, გუნდმა თავისი თამაში ვერ აჩვენა, მაგრამ აშკარად იგრძნობოდა ის სიმარტივე, სიმსუბუქე და ჰაეროვნება, რაც შემდგომ უფრო განმტკიცდა. გუნდი მოკლე ერთშეხებიანი პასებით ცდილობა რაიმე ღირებულის შექმნას, კომბინირებდნენ მოედნის ცენტრში და პოლ პოგბას დირიჟორობით ახდენდნენ ფლანგის მოთამაშეების დატვირთას გრძელი პასების მეშვეობით. ყველაზე მკაფიოდ ხაზ გასასმელი არის ის, რომ სტანდარტულების გათამაშების სიზუსტემ და კომბინაციების მრავალფეროვნებამ საგრძნობლად იმატა, ჟოზემ "უიტფორდთან" აბსოლიტურად აითვისა გუნდის ყველა დადებითი მხარე და მივიღეთ ის შედეგი, რაც ტაბლოზე დაფიქსირდა. გუნდი პროგრესირებს თამაშიდან თამაშამდე, სწორედ ამ პრინციპით ამსხვრევს მოურინიო სტერეოტიპებს და კრიტიკოსებისთვის ცინიზმსაც არ იშურებს.

პირველი ტაიმი გუნდმა ე.წ გეგბა ბ-ს მიხედვით ჩაატარა, გამოამჟღავნა აგრესია და უდიდესი მონდომება. სასწაული სეივი განახორციელა დე ხეამ, რომელმაც უდიდესი ზეგავლენა მოახდინა მატჩის მსველობაზე. ცენტრი სრულიად იზოლირებული გახადა მარუან ფელაინის და მატიჩის დუეტმა, რითაც პოგბას სივრცე მისცეს თავისი ნიჭის დემონსტრირებისთვის.ხავი გრაციას რეაქციებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, არაფერი გამოუვიდათ "ირმებს" პირველ ტაიმში, ტაქტიკურად ჟოზემ აშკარად აჯობა თავის ვიზავისტს."მანჩესტერ იუნატედმა" შეძლო პირველი ტაიმის სათავისოდ ჩამთავრება ანგარიშით 0:2, მორიგი გოლი მიითვალა რომელუ ლუკაკუმ, ხოლო ფელიანის აქტიურობამ გააღვიძა სმოლინგის თავდამსხმლის ინსტიქტები და ულამაზესი გოლი შეაგდო ამ უკანასკნელმა.

მეორე ტაიმი, გეგმა ა, ჟოზეს სტილი, დაელოდე მომენტს და მოკალი თამაში, თუმცა დავალება ასე თუ ისე შესრულდა. მეტოქემ აშკარად გამოასწორა თამაში, ტაქტიკური ცვილებები განახორციელა ხავი გრაციამ და ზეწოლა გაზარდა "იუნატედის" საჯარიმოში, რამაც შედეგი გამოიღო და გრეიმ მინიმუმამდე დაიყვანა სხვაობა. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მოედნის ცენტრში ძალიან კარგად კომბინირებდნენ "მანჩესტერ იუნატედის" ფეხბურთელები, რითაც ანთავისუფლებდნენ სივრცეებს გარემარბებისთვის და რამდენიმე ძალიან სახიფათო კონტრშეტევაც განავითარა გუნდმა, მაგრამ არ იყოს ის რაც ჟოზეს სურდა. მეორე ტაიმში უდიდესი როლი შეასრულა მარუან ფელაინიმ, რომელიც ამ კუთხით უნივერსალია, მას კონკრეტული დავალება ჰქონდა ბოსისგან არ დაეტოვებინა ცენტრი, გარდა სტანდარტული სიტუაციებისა, რითაც შეუმსუბუქა მცველებს სამუშაო. საერთო ჯამში შესანიშნავი, დრამატული და წარმატებული მატჩი გამოდგა "წითელი ეშმაკებისთვის".
სტატიები
12 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
16 სექტემბერი 2018 00:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
გული მწყდება მაგრამ მგონი სანჩესი დიდად არ გამოგვადგება. კიდე კაი ოქროს ბიჭუნა გვყავს რეში
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
16 სექტემბერი 2018 10:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
შეეძლოთ მეორე ტაიმშიც ისე ეთამაშათ როგორც პირველში მარა რათგინდა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top