თბილისი:
მანჩესტერი:
12-09-2018, 15:44
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 2467,
კომენტარები: 11
შემდეგი გაჩერება - "უოტფორდი"
"იუნაიტედი" - "უოტფორდი"
შემდეგი გაჩერება -
ყველა საკლუბო დონეზე მომუშავე მწვრთნელისთვის საძულველი სანაკრებო პაუზა დასრულდა. ფეხბურთელები უბრუნდებიან საკლუბო, რეგულარულ სეზონს და განახლდება პრემიერ ლიგაც. ჩვენი საყვარელი "იუნაიტედი" პრემიერ ლიგის ფარგლებში "უოტფორდელ" ირმებს ეწვევა და ამ თამაშით გაახლებს სატურნირო ციებ-ცხელებას. მატჩი 15 სექტემბერს არის ჩანიშნული, საქართველოს დროით 20:30_ზე.

"უოტფორდს" საკმაოდ ეფექტური და შედეგიანი სტარტი ჰქონდა, 4 შეხვედრაში მაქსიმალური, 12 ქულის მოპოვება შეძლეს და შესაბამისად მესამე ადგილს დასჯერდნენ, "ლონდონის ჩელსისა" და "ლივერპულის" შემდეგ. ყურადსაღები ფაქტია ის, რომ მათ მიერ დამარცხებულთა სიაშია "ტოტენჰემი", რომელთანაც "იუნაიტედი" დამარცხდა ანგარიშით 0-3, საკუთარ კედლებში. "იუნაიტედს" შესაძლო 12 ქულიდან, მხოლოდ და მხოლოდ, 6 აქვს, რაც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცუდი შედეგია "ეშმაკებისათვის".

"წითელი ეშმაკების" დანაკლისი ხუთ-კაციანია : მარკოს როხო, ლუკ შოუ, სერხიო რომერო, მარუან ფელაინი, ფილ ჯონსი. ეს სია შესაძლოა შეიცვალოს, მხოლოდ სასიკეთოდ, რადგან შესაძლოა მარუან ფელაინის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდეს, რომელიც ბელგიის ეროვნული ნაკრების ვარჯიშზე მიიღო. ასევე ლუკ შოუ, რომლის სარეაბილიტაციო პერიოდი საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, თუმცა მაინც საეჭვოა მისი თამაში "ირმების" წინააღმდეგ. მას დიდი ალბათობით დიოგო დალო ჩაანაცვლებს, რომელსაც დებიუტი ექნება პრემიერ ლიგაში, ძირითად გუნდში. ასევე დანაკლისით ხვდება "უოტფორდი" ამ შეხვედრას. ტომ ქლევერლი, დეულოფეუ, ბრიტოსი და კაბული ვერ დაეხმარებიან მათ "იუნაიტედის" წინააღმდეგ.

მატჩამდე ჟოზე მოურინიო გამართავს პრესს კონფეენციას, რომელიც პარასკევს - 14 სექტემბერს გაიმართება და რომლის დეტალურ ანალიზსს შემოგთავაზებთ ჩვენი საიტი.

წყარო: www.manutd.com
სტატიები
11 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
12 სექტემბერი 2018 16:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ეს თამაში თუ ვერ მოიგებს, ბარნლისთან მატჩი ჩვეულებრივი გამონათება ყოფილა
1
№2
ავტორი: kobinio
12 სექტემბერი 2018 16:35
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
თუ ვერ მოიგო სანდრო და ჩაალაგებს ჩემოდანს პატივცემული.აგერ ზიზუ ქემოდნით ხელში და სპისოკით მდგარა გარდენორდის სადგურში :)) პარიზი-ლონდონი-მანჩესტერის მატარებელს უცდისო )))
ძაან მინდა რეში თავდასხმაში.ნეტა თუ გვაღირსა შეფმა ♡☆
0
№3
ავტორი: ♠️M A N U T D♠️
12 სექტემბერი 2018 17:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
გაუმარჯოს კაი ხალხს, მე ახალი ვარ და თქვენთან ერთად ველო მანჩესტერის აღორძინებას, არ ინერვიულოდ საბოლოოდ ყველაფერი დალაგდება, რისიც მწამს და მჯერა. უტფორთან მატჩს რაც შეეხება, უნდა გაგვიჭირდეს წესით ძალიან ბრძოლოსუნარიანი გუნდი შეკრეს მაგათმა და ეს ტოტენჰემთანაც გამოჩნდა. მოუს რაც შეეხება მთლად ყველაფერი მისი ბრალი არაა, არიან გუნდში წურბელები რომლებიც სასწრაფოდ უნდა მოვიშოროთ რომ გუნდში სიტუაცია დალაგდეს.
0
№4
ავტორი: ikeoni
12 სექტემბერი 2018 17:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
აფიშით რთული თამაში ჩანს და ვნახოთ აბა არ გამიკვირდება თუ მარტივად მოვიგეთ
0
№5
ავტორი: JuanMata
12 სექტემბერი 2018 17:49
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
უოტფორდთან ადვილ გასეირნებას არ ველი, თუმცა დაცვაში ტოვებს ხოლმე სივრცეებს და გვექნება შანსები.

ყველაზე მეტად მაინც ავტობუსის გატეხვა გვიჭირს, მთავარია ჩვენც არ მივიღოთ გოლები და 1-2 ბურთს კი გავიტანთ.
0
№6
ავტორი: ♠️M A N U T D♠️
12 სექტემბერი 2018 18:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
ციტატა: JuanMata
უოტფორდთან ადვილ გასეირნებას არ ველი, თუმცა დაცვაში ტოვებს ხოლმე სივრცეებს და გვექნება შანსები.

ყველაზე მეტად მაინც ავტობუსის გატეხვა გვიჭირს, მთავარია ჩვენც არ მივიღოთ გოლები და 1-2 ბურთს კი გავიტანთ.

მთავარია ეხლა ავტობუსი არ ათამაშოს ჟოზემ ჯობია შემტევი ლამაზი ფეხბურთით მოვიგოთ
0
№7
12 სექტემბერი 2018 20:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 39
0-3მოიგებენ

0-3მოიგებენ
0
№8
ავტორი: Dato kutaisi
12 სექტემბერი 2018 20:52
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
გუნდები რომლებიც ყრუ დაცვას არ გვეთამაშებიან იმათთან ვთამაშობთ აი ვინც ავტობუსს გვახვედრებს იქ აღარ ვიცით რა ვქნათ იმიტომ რომ პოზიციური შეტევა არ გვაქ.თუ შეცდომა გაეპარება მეტოქეს ან ბუჩქი მოარტყამს თავს ეგაა და ეგ
0
№9
ავტორი: kobinio
13 სექტემბერი 2018 01:26
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: Dato kutaisi
გუნდები რომლებიც ყრუ დაცვას არ გვეთამაშებიან იმათთან ვთამაშობთ აი ვინც ავტობუსს გვახვედრებს იქ აღარ ვიცით რა ვქნათ იმიტომ რომ პოზიციური შეტევა არ გვაქ.თუ შეცდომა გაეპარება მეტოქეს ან ბუჩქი მოარტყამს თავს ეგაა და ეგ

ლუკაკუ რეშფორდი უკან სანჩესი დააყენოს და ანდიკაპით მოვიგებთ.შემტევ ფეხბურთს თუ შემოგვთავაზებს ისევ შეფი დიდი შანსია მოგების.
..
.
...
.
...
.
0
№10
ავტორი: Dato kutaisi
13 სექტემბერი 2018 07:16
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: kobinio
ციტატა: Dato kutaisi
გუნდები რომლებიც ყრუ დაცვას არ გვეთამაშებიან იმათთან ვთამაშობთ აი ვინც ავტობუსს გვახვედრებს იქ აღარ ვიცით რა ვქნათ იმიტომ რომ პოზიციური შეტევა არ გვაქ.თუ შეცდომა გაეპარება მეტოქეს ან ბუჩქი მოარტყამს თავს ეგაა და ეგ

ლუკაკუ რეშფორდი უკან სანჩესი დააყენოს და ანდიკაპით მოვიგებთ.შემტევ ფეხბურთს თუ შემოგვთავაზებს ისევ შეფი დიდი შანსია მოგების.
..
.
...
.
...
.

ეგრე კი.კაროჩე ლივერპულივით ვართ.შარშან გარბოდნენ წინ გაიტანდნენ მაგრამ რად გინდა ორი იმდენს უშვებდნენ არსენალთან თამაში გაიხსენე.მარტივად რო დათვალო ახლა მარტო შეტევა რო ითამაშო რომელი გუნდის შეტევას უფრო მეტის გატანა შეუძლია:))) მაგარი ლოგიკაა არა?ხოდა შაუბერეთ ბიჭებო.
პარადოქსია მაგრამ ახლა რო სუპერ შემტევად ითამაშოს გუნდმა და წააგოს გაასხმევინებენ ამას.მოიგებს პრაგმატულად, საშინელი მოგებაა ამას წაგება და შეტევა მირჩევნიაო ფანები დაცხებენ.მოკლედ ვამბობ რა ამ გუნდში მწვრთნელად წამოსვლა არის დიდი შარი და არც წამოვიდა არც კლოპი არც გვარდიოლა და არც ზიდანი მოვა თუ ჭკუა აქვს ვაფშე თავში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top