თბილისი:
მანჩესტერი:
12-09-2018, 15:44
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 2468,
კომენტარები: 11
შემდეგი გაჩერება - "უოტფორდი"
"იუნაიტედი" - "უოტფორდი"
შემდეგი გაჩერება -
ყველა საკლუბო დონეზე მომუშავე მწვრთნელისთვის საძულველი სანაკრებო პაუზა დასრულდა. ფეხბურთელები უბრუნდებიან საკლუბო, რეგულარულ სეზონს და განახლდება პრემიერ ლიგაც. ჩვენი საყვარელი "იუნაიტედი" პრემიერ ლიგის ფარგლებში "უოტფორდელ" ირმებს ეწვევა და ამ თამაშით გაახლებს სატურნირო ციებ-ცხელებას. მატჩი 15 სექტემბერს არის ჩანიშნული, საქართველოს დროით 20:30_ზე.

"უოტფორდს" საკმაოდ ეფექტური და შედეგიანი სტარტი ჰქონდა, 4 შეხვედრაში მაქსიმალური, 12 ქულის მოპოვება შეძლეს და შესაბამისად მესამე ადგილს დასჯერდნენ, "ლონდონის ჩელსისა" და "ლივერპულის" შემდეგ. ყურადსაღები ფაქტია ის, რომ მათ მიერ დამარცხებულთა სიაშია "ტოტენჰემი", რომელთანაც "იუნაიტედი" დამარცხდა ანგარიშით 0-3, საკუთარ კედლებში. "იუნაიტედს" შესაძლო 12 ქულიდან, მხოლოდ და მხოლოდ, 6 აქვს, რაც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცუდი შედეგია "ეშმაკებისათვის".

"წითელი ეშმაკების" დანაკლისი ხუთ-კაციანია : მარკოს როხო, ლუკ შოუ, სერხიო რომერო, მარუან ფელაინი, ფილ ჯონსი. ეს სია შესაძლოა შეიცვალოს, მხოლოდ სასიკეთოდ, რადგან შესაძლოა მარუან ფელაინის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდეს, რომელიც ბელგიის ეროვნული ნაკრების ვარჯიშზე მიიღო. ასევე ლუკ შოუ, რომლის სარეაბილიტაციო პერიოდი საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, თუმცა მაინც საეჭვოა მისი თამაში "ირმების" წინააღმდეგ. მას დიდი ალბათობით დიოგო დალო ჩაანაცვლებს, რომელსაც დებიუტი ექნება პრემიერ ლიგაში, ძირითად გუნდში. ასევე დანაკლისით ხვდება "უოტფორდი" ამ შეხვედრას. ტომ ქლევერლი, დეულოფეუ, ბრიტოსი და კაბული ვერ დაეხმარებიან მათ "იუნაიტედის" წინააღმდეგ.

მატჩამდე ჟოზე მოურინიო გამართავს პრესს კონფეენციას, რომელიც პარასკევს - 14 სექტემბერს გაიმართება და რომლის დეტალურ ანალიზსს შემოგთავაზებთ ჩვენი საიტი.

წყარო: www.manutd.com
სტატიები
11 კომენტარი
№11
ავტორი: kobinio
13 სექტემბერი 2018 10:52
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: kobinio
ციტატა: Dato kutaisi
გუნდები რომლებიც ყრუ დაცვას არ გვეთამაშებიან იმათთან ვთამაშობთ აი ვინც ავტობუსს გვახვედრებს იქ აღარ ვიცით რა ვქნათ იმიტომ რომ პოზიციური შეტევა არ გვაქ.თუ შეცდომა გაეპარება მეტოქეს ან ბუჩქი მოარტყამს თავს ეგაა და ეგ

ლუკაკუ რეშფორდი უკან სანჩესი დააყენოს და ანდიკაპით მოვიგებთ.შემტევ ფეხბურთს თუ შემოგვთავაზებს ისევ შეფი დიდი შანსია მოგების.
..
.
...
.
...
.

ეგრე კი.კაროჩე ლივერპულივით ვართ.შარშან გარბოდნენ წინ გაიტანდნენ მაგრამ რად გინდა ორი იმდენს უშვებდნენ არსენალთან თამაში გაიხსენე.მარტივად რო დათვალო ახლა მარტო შეტევა რო ითამაშო რომელი გუნდის შეტევას უფრო მეტის გატანა შეუძლია:))) მაგარი ლოგიკაა არა?ხოდა შაუბერეთ ბიჭებო.
პარადოქსია მაგრამ ახლა რო სუპერ შემტევად ითამაშოს გუნდმა და წააგოს გაასხმევინებენ ამას.მოიგებს პრაგმატულად, საშინელი მოგებაა ამას წაგება და შეტევა მირჩევნიაო ფანები დაცხებენ.მოკლედ ვამბობ რა ამ გუნდში მწვრთნელად წამოსვლა არის დიდი შარი და არც წამოვიდა არც კლოპი არც გვარდიოლა და არც ზიდანი მოვა თუ ჭკუა აქვს ვაფშე თავში

შარი კი არა დახვრეტაა )) მაურინიოს დასაკარგი რა ქონდა გამოგდებული იყო და პლიუს ქვეყანა ფული ჩაიჯიბა.ზიდანს კიდე ის პლიუსი აქვს რო რეალთან კაი ურთიერთობა აქვს და აღარ გაგვიჩალიჩებენ.
გამოაცხადებს ფასდაკლებას და გაყიდის ამ ნაყარ ნუყარ ხალხს და ააწყობს ახალ გუნდს,სხვა მხრივ ერთი ის მერე ახლა ზიზუს უნდა აგინონ ))))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top