თბილისი:
მანჩესტერი:
11-09-2018, 23:27
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1838,
კომენტარები: 13
შირერი: "რეშფორდმა კლუბი უნდა შეიცვალოს"
ყოფილი ფეხბურთელი "ვარსკვლავბიჭუნას" პროგრესით უკმაყოფილოა.
შირერი:
ყოფილი, შესანიშნავი ფეხბურთელი ალან შირერი მიიჩნევს, რომ თუ მარკუს რეშფორდი "ოლდ ტრაფორდზე" დარჩება და ამ ფორმაციის "იუნაიტედის" ღირსების დაცვას ისევ განაგრძობს, ის დიდი თავდამსხმელი ვერ გახდება.

"გამომდინარე იქიდან, რომ ბელგიელი შემტევი რომელუ ლუკაკუ ფორმაშია და სწორედ ის იკავებს გუნდში მთავარი თავდამსმხელის ადგილს, რეშფორდი ვერ შეძლებს ამ პოზიციაზე ძირითადი ადგილის დაკავებას. სანამ ჟოზე მოურინიო "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზეა, არამგონია გუნდმა ორი თავდამსმხელით ითამაშოს. ლუკაკუს არყოფნის შემთხვევაში, მის ადგილს არა რეშფორდი, არამედ სანჩესი დაიკავებს.

საინტერესოა, შეძლებს საერთოდ მარკუსი მოურინიოს გუნდში სათამაშო დროის მიღებას, თუ მოურინიოს ახალი თავდამსხმელი სურს? ის დიდი ხნის მანძილზე თამაშობდა ვინგერის პოზიციაზე, ძნელი წარმოსადგენია თუ როგორ დაუბრუნდება მის ნამდვილ სათამაშო პოზიციას. მე არ ვურჩევ რეშფორდს "ოლდ ტრაფორდის" დატოვებას, ეს შესანიშნავი გუნდია, მაგრამ თუ მას სურს გახდეს დიდი თავდამსხმელი, ეს ამ შემადგენლობაში არ მოხდება.

მან უნდა აირჩიოს ის კლუბი, სადაც მთავარი შემტევი ძალა თვითონ იქნება. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვხედავ იმას, რომ ის იბრძოლებს ბომბარდირობისტვის".
- ციტირებს შირერის სიტყვებს - Team Talk.


წყარო: euro-football
სიახლეები
13 კომენტარი
№1
ავტორი: kobinio
11 სექტემბერი 2018 23:40
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ძნრლია არ დაეთანხმო..მ
0
№2
ავტორი: OMARIUSI.1.
12 სექტემბერი 2018 00:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 18
Martalia 100%... Logikuria
0
№3
ავტორი: Silver
12 სექტემბერი 2018 00:55
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 151
განათხოვრება კიდევ შეიძლება, გაყიდვაზე არც იფიქრონ.
0
№4
ავტორი: bziki
12 სექტემბერი 2018 00:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
საკმაო სათამაშო დრო აქ,ბომბარდირობა არ ვიცი ამაზე რო თამაში არ აეწყობა ეგ იასნია,ჯერ ლიდერობისთვის პატარაა,არც ტიპაჟია ეგეთი და არც ცენზურა აქ მარტო იდგეს ცენტრში.
მთავარია სტაბილურობა, ბევრი მუშაობა და დანარჩენი მოვა,კაია რო ვინგერად აღარ განიხილება.
0
№5
ავტორი: england123
12 სექტემბერი 2018 01:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 103
ვარანზე იწერება იუნაიტედში უშვებს რეალიო მითუმეტეს თუ ზიზუ გაიჩითა რეალურიააა
0
№6
ავტორი: PaLoMo
12 სექტემბერი 2018 07:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
სწორს ბაზრობს და ზამტარში შეილება ზაფხულამდე გაანათხოვრონ იქ სადაც ყველა მატჩში მიიღებს მონაწილეობას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№7
ავტორი: Malboro463
12 სექტემბერი 2018 08:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5850
espanetshi ganatxovron.
0
№8
ავტორი: VALERI.s
12 სექტემბერი 2018 10:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
კარგ ფორმაშია და ვფიქრობ ლიგაზე შანსს მიიღებს და შეიძლება ორი ფორვარდითაც ვითამაშოთ სანჩესი ათიანზე და წინ ლუკაკუ რეშფორდი. ხომ არ იცით პრემიერლიგაში რამდენ მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს? 3?
0
№9
ავტორი: stepno
12 სექტემბერი 2018 10:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მართალია შირერიი როგორ მენანება რეში მაგას მირჩევნია ისევ ლუკაკუ წავიდეს და ეს დარჩეს ისე მაგრად მევასება
0
№10
ავტორი: ikeoni
12 სექტემბერი 2018 11:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
ვინ გაუშვებს რეშს მაგის შანსი არაა და დარწმუნებული ვარ დროც მიეცემა საკმარისი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top