თბილისი:
მანჩესტერი:
11-09-2018, 23:27
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1840,
კომენტარები: 13
შირერი: "რეშფორდმა კლუბი უნდა შეიცვალოს"
ყოფილი ფეხბურთელი "ვარსკვლავბიჭუნას" პროგრესით უკმაყოფილოა.
შირერი:
ყოფილი, შესანიშნავი ფეხბურთელი ალან შირერი მიიჩნევს, რომ თუ მარკუს რეშფორდი "ოლდ ტრაფორდზე" დარჩება და ამ ფორმაციის "იუნაიტედის" ღირსების დაცვას ისევ განაგრძობს, ის დიდი თავდამსხმელი ვერ გახდება.

"გამომდინარე იქიდან, რომ ბელგიელი შემტევი რომელუ ლუკაკუ ფორმაშია და სწორედ ის იკავებს გუნდში მთავარი თავდამსმხელის ადგილს, რეშფორდი ვერ შეძლებს ამ პოზიციაზე ძირითადი ადგილის დაკავებას. სანამ ჟოზე მოურინიო "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზეა, არამგონია გუნდმა ორი თავდამსმხელით ითამაშოს. ლუკაკუს არყოფნის შემთხვევაში, მის ადგილს არა რეშფორდი, არამედ სანჩესი დაიკავებს.

საინტერესოა, შეძლებს საერთოდ მარკუსი მოურინიოს გუნდში სათამაშო დროის მიღებას, თუ მოურინიოს ახალი თავდამსხმელი სურს? ის დიდი ხნის მანძილზე თამაშობდა ვინგერის პოზიციაზე, ძნელი წარმოსადგენია თუ როგორ დაუბრუნდება მის ნამდვილ სათამაშო პოზიციას. მე არ ვურჩევ რეშფორდს "ოლდ ტრაფორდის" დატოვებას, ეს შესანიშნავი გუნდია, მაგრამ თუ მას სურს გახდეს დიდი თავდამსხმელი, ეს ამ შემადგენლობაში არ მოხდება.

მან უნდა აირჩიოს ის კლუბი, სადაც მთავარი შემტევი ძალა თვითონ იქნება. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვხედავ იმას, რომ ის იბრძოლებს ბომბარდირობისტვის".
- ციტირებს შირერის სიტყვებს - Team Talk.


წყარო: euro-football
სიახლეები
13 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
12 სექტემბერი 2018 14:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არამგონია არენდით გაუშვან, გაყიდვა ხო საერთოდ
0
№12
ავტორი: kobinio
12 სექტემბერი 2018 14:44
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
3 მატჩი ვალერ
0
№13
ავტორი: GIOMU
13 სექტემბერი 2018 22:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
მართალია დრო უნდა თორე ვერ განვითარდება...
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top