თბილისი:
მანჩესტერი:
9-09-2018, 13:21
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 2534,
კომენტარები: 11
ზიდანმა მოვლენებს გაუსწრო
ფრანგი სპეციალისტი ალაპარაკდა.
ზიდანმა მოვლენებს გაუსწრო
მთლიანი გასული კვირის განმავლობაში არ წყდებოდა სპეკულაციები ჟოზეს წასვლასთან დაკავშირებით და Mirror-ი საკმაოდ ხმაურიან ინფორმაციას ავრცელებს, რომ, თითქოს, ზიდანი მზადაა მოურინიოს ჩასანაცვლებლად და მეტიც, მან უკვე დაასახელა იმ ფეხბურთელების მოკლე სია, რომლებიც შესაძლოა, მისი მწვრთნელობის შემთხვევაში, "იუნაიტედის" მაისურში ვიხილოთ.

გთავაზობთ ამ ფეხბურთელების მოკლე სიას:

ტონი კროოსი - "მადრიდის რეალი"
ტიაგო ალკანტარა - "მიუნხენის ბაიერნი"
ხამეს როდრიგესი - "მადრიდის რეალი"(იჯარით "მიუნხენის ბაიერნში")
ედისონ კავანი - "პარის-სენჟერმანი"

დამეთანხმებით საკმაოდ საინტერესო სიაა. თუმცა ყოველი მათგანი კარიერის განმავლოაში ძალიან ახლოს თუ არა ნამდვილად იყვნენ "იუნაიტედის" რადარზე და ტიაგო ალკანტარას შემთხვევაში, თითქმის, ბოლოს საათში შეიცვალა ყველაფერი და ესპანელი "მიუნხენის ბაიერნის" შემოთავაზებას დათანხმდა. არ მგონია არსებობდეს გულშემატკივარი ან ექსპერტი, რომელიც უარყოფითად შეხვდება ტონი კროოსის "იუნაიტედში" ტრანსფერს, გერმანელი ყველა ასპექტში იდეალური ნახევარ-მცველია, ზუსტი პასებითა და სნაიპერული სიზუსტის დარტყმით. "ეშმაკებს" ხამესის გამოყენება, ყველაზე პრობლემურ, მარჯვენა ფლანგზე შეუძლიათ, რამდენად პროდუქტიული იქნება ფლანგზე სხვა საკითხია, თუმცა სწორედ ამ პოზიციაზე უწევდა თამაში "რეალში" გარეტ ბეილის ტრავმიანობის პერიოდში. რაც შეეხება ედისონ კავანის - ეს ის პოზიციაა სადაც "იუნაიტედს" ნამდვილად არ აქვს პრობლემები, მოკლედ და კონკრეტულად, რომ ვთქვათ, ედისონ კავანის გუნდში ყოფნის საჭიროება ნამდვილად არ დგას. ძალიან კარგია ლუკაკუ ფორვარდის პოზიციაზე და მის არ ყოფნაში ამ საქმეს მეტ-ნაკლებად კარგად ასრულებს მარკუს რაშფორდიც.

ზიდანი, როგორც საფეხბურთო ავტორიტეტი ნამდვილად გზას გაუხსნის კლუბს, ბევრი ისეთი ტრანსფერისკენ, რომელზეც მოურინიოს ყოფნის პირობებში არც კი უნდა ეფიქრა. ასე რომ, იმედიანად შევცქერით "იუნაიტედის" ყველა გულშემატკივარი ფრანგი სპეციალისტის მოსვლას გუნდში.

წყარო: www.goal.com
ჭორები
11 კომენტარი
№1
ავტორი: JuanMata
9 სექტემბერი 2018 13:57
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ცოტა სტრანნი სიაა.
სადაა მარჯვენა მცველი, ცენტრალური მცველი, მარჯვენა ვინგერი.
ნახევარდაცვაში მგონი ისედაც ყველაზე ნაკლებად გვიჭირს.
0
№2
ავტორი: gaga1987
9 სექტემბერი 2018 14:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ჭორი ჭორი და კიდევ ჭორი.
0
№3
ავტორი: David beckham7
9 სექტემბერი 2018 14:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
ციტატა: gaga1987
ჭორი ჭორი და კიდევ ჭორი.

მემგონი არაა ჭორი მსგავსი ინფორმაცია გოალ.გე-ზეც და ადჯარასპორტზეც წავიკიტხე

4ვე ფეხბურთელი ძაან მაგარი და საჭიროა.ყველაზე მეტად კროოსის და ხამესის მოსვლა მინდა.
0
№4
9 სექტემბერი 2018 14:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 39
ეს ფეხბურთელები რო მოიყვანს მაშინ ძალიან მაგარი იქნება
0
№5
ავტორი: ALEXFERGUSON
9 სექტემბერი 2018 16:13
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ციტატა: gaga1987
ჭორი ჭორი და კიდევ ჭორი.

არანაირი ჭორი არაა. მე ბიბისიზეც წავიკითხე რო ზიდანი უანიტედს ჩაიბარებს. ასევე ზიდანის მეგობარმაც დაწევე ტვიტერზე,რომ ზიდანი ინგლისიდან შემოთავაზებას ელოდებაო. ასე რომ სრულიად რეალურია ამის მანჩესტერში მოსვლა. პლიუს ის რო უგუნდოდაა და აქამდე არავის მწვრთნელი არ გამხდარა,არც საფრანგეთის ნაკრები ჩაიბარა და არც ივენტუსში წავიდა. საერთოდ არ გამიკვირდება ამის მოსვლა მანჩესტერში
0
№6
ავტორი: ikeoni
9 სექტემბერი 2018 16:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Dzalian realurad chans zidanis mosvla
0
№7
ავტორი: PaLoMo
9 სექტემბერი 2018 17:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
კავანი არმინდა მაგარი მაზილააა...აი დაცვაში კი ვარანის მოყვანსი შანსი გაიზრდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№8
ავტორი: Dato kutaisi
9 სექტემბერი 2018 21:02
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
არ ვიცი ზიდანი მოვა თუ არა მაგრამ ეს სია აშკარად ვერაა.ჯერ ერთი ზიდანი თუ იმისთვის მოჰყავთ რომ ისევ შემდგარი 30-32 წლის ვარსკვლავებით ავაშენოთ გუნდი მაშინ წინასწარ განწირულია გუნდი გრძელვადიან პერსპექტივაში.ზოგადად ჭორია დიდის ალბათობით იმიტომ რომ არც ისეთი სუსტი ტრენერია ზიდანი რო დაცვის შეცვლის აუცილებლობას ვერ ხედავდეს ხოდა ამ სიაში მცველები ნახსენები არაა არც მარჯვენა ვინგერი ხოდა აბა რა პოზიციებიც არის ჩამოთვლილი არსად არ გვაქვს დიდი პრობლემები და სახელები რო თამაშებს ვერ იგებს ეს აჩვენა მსოფლიომაც და ბევრმა სხვა ტურნირმაც.რეალის ნახევარდაცვა რომლითაც ბოგინობს უკვე სამი წელია კროოსი კი არა მოდრიჩია.კროოსი მოდრიჩის გარეშე რაცაა ეგერ არის გერმანიის ნაკრები და ნახეთ.ჩვენ გვაქვს სიღრმისეული პრობლემები და ამას უნდა მიხედვა და არა კიდევ გადამწვარი ვარსკვლავების მოყვანა.მოკლედ სპეკულაციებია და მეტი არაფერი
0
№9
ავტორი: GIOMU
9 სექტემბერი 2018 22:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
სისულელეა.
0
№10
ავტორი: gaga1987
11 სექტემბერი 2018 14:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ციტატა: ALEXFERGUSON
ციტატა: gaga1987
ჭორი ჭორი და კიდევ ჭორი.

არანაირი ჭორი არაა. მე ბიბისიზეც წავიკითხე რო ზიდანი უანიტედს ჩაიბარებს. ასევე ზიდანის მეგობარმაც დაწევე ტვიტერზე,რომ ზიდანი ინგლისიდან შემოთავაზებას ელოდებაო. ასე რომ სრულიად რეალურია ამის მანჩესტერში მოსვლა. პლიუს ის რო უგუნდოდაა და აქამდე არავის მწვრთნელი არ გამხდარა,არც საფრანგეთის ნაკრები ჩაიბარა და არც ივენტუსში წავიდა. საერთოდ არ გამიკვირდება ამის მოსვლა მანჩესტერში

თუ მოვიდა გამიხარდება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top