თბილისი:
მანჩესტერი:
9-09-2018, 13:21
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 2507,
კომენტარები: 11
ზიდანმა მოვლენებს გაუსწრო
ფრანგი სპეციალისტი ალაპარაკდა.
ზიდანმა მოვლენებს გაუსწრო
მთლიანი გასული კვირის განმავლობაში არ წყდებოდა სპეკულაციები ჟოზეს წასვლასთან დაკავშირებით და Mirror-ი საკმაოდ ხმაურიან ინფორმაციას ავრცელებს, რომ, თითქოს, ზიდანი მზადაა მოურინიოს ჩასანაცვლებლად და მეტიც, მან უკვე დაასახელა იმ ფეხბურთელების მოკლე სია, რომლებიც შესაძლოა, მისი მწვრთნელობის შემთხვევაში, "იუნაიტედის" მაისურში ვიხილოთ.

გთავაზობთ ამ ფეხბურთელების მოკლე სიას:

ტონი კროოსი - "მადრიდის რეალი"
ტიაგო ალკანტარა - "მიუნხენის ბაიერნი"
ხამეს როდრიგესი - "მადრიდის რეალი"(იჯარით "მიუნხენის ბაიერნში")
ედისონ კავანი - "პარის-სენჟერმანი"

დამეთანხმებით საკმაოდ საინტერესო სიაა. თუმცა ყოველი მათგანი კარიერის განმავლოაში ძალიან ახლოს თუ არა ნამდვილად იყვნენ "იუნაიტედის" რადარზე და ტიაგო ალკანტარას შემთხვევაში, თითქმის, ბოლოს საათში შეიცვალა ყველაფერი და ესპანელი "მიუნხენის ბაიერნის" შემოთავაზებას დათანხმდა. არ მგონია არსებობდეს გულშემატკივარი ან ექსპერტი, რომელიც უარყოფითად შეხვდება ტონი კროოსის "იუნაიტედში" ტრანსფერს, გერმანელი ყველა ასპექტში იდეალური ნახევარ-მცველია, ზუსტი პასებითა და სნაიპერული სიზუსტის დარტყმით. "ეშმაკებს" ხამესის გამოყენება, ყველაზე პრობლემურ, მარჯვენა ფლანგზე შეუძლიათ, რამდენად პროდუქტიული იქნება ფლანგზე სხვა საკითხია, თუმცა სწორედ ამ პოზიციაზე უწევდა თამაში "რეალში" გარეტ ბეილის ტრავმიანობის პერიოდში. რაც შეეხება ედისონ კავანის - ეს ის პოზიციაა სადაც "იუნაიტედს" ნამდვილად არ აქვს პრობლემები, მოკლედ და კონკრეტულად, რომ ვთქვათ, ედისონ კავანის გუნდში ყოფნის საჭიროება ნამდვილად არ დგას. ძალიან კარგია ლუკაკუ ფორვარდის პოზიციაზე და მის არ ყოფნაში ამ საქმეს მეტ-ნაკლებად კარგად ასრულებს მარკუს რაშფორდიც.

ზიდანი, როგორც საფეხბურთო ავტორიტეტი ნამდვილად გზას გაუხსნის კლუბს, ბევრი ისეთი ტრანსფერისკენ, რომელზეც მოურინიოს ყოფნის პირობებში არც კი უნდა ეფიქრა. ასე რომ, იმედიანად შევცქერით "იუნაიტედის" ყველა გულშემატკივარი ფრანგი სპეციალისტის მოსვლას გუნდში.

წყარო: www.goal.com
ჭორები
11 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
12 სექტემბერი 2018 14:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ეს სია საიდან მოიტანეს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top