თბილისი:
მანჩესტერი:
11-02-2013, 20:30
ავტორი: ViDa,
ნანახია: 3127,
კომენტარები: 20
რაიან გიგზი და მარადიული რეკორდი
რაიანი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც გაიტანა გოლი ყველა პრემიერლიგის სეზონში მისი დაარსებიდან.
რაიან გიგზი და მარადიული რეკორდი
გუშინ რაიან გიგზმა გოლი გაიტანა "ევერტონის" კარში და მოიხვეჭა უნიკალური ფეხბურთელის სტატუსი. რაიანი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც გაიტანა გოლი ყველა პრემიერლიგის სეზონში მისი დაარსებიდან. ამ მიღწევის გაუმჯობესება არ შეიძლება, ასევე არ შეიძლება მისი მოხსნაც. ამ სტატიაში გთავაზობთ ამ ლეგენდარული ფეხბურთელის მიერ ჩატარებული ყოველი სეზონის მიმოხილვას სურათებში.

სეზონი 1992/93: 41 მატჩი, 9 გოლი

რაიან გიგზი და მარადიული რეკორდი


ალექს ფერგიუსონი აჯილდოებს რაიან გიგზს 1992 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს მანჩესტერში.

სეზონი 1993/94:38 მატჩი, 13 გოლი

რაიან გიგზი და მარადიული რეკორდი


რაიან გიგზმა "ლიდს" გაუტანა. მის გვერდით კიდევ ერთი ლეგენდა, "ქფრ"-ის ყოფილი მწვრთნელი-მარკ ჰიუზი.

სეზონი 1994/95: 29 მატჩი, 1 გოლი

რაიან გიგზი და მარადიული რეკორდი


ერთ-ერთი ურთულესი სეზონი რაიანისათვის. ტრავმების გამო, გიგზი ვერ ასწრებდა ფორმის აქრეფას, ამიტომ მან, სეზონში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. სურათზე რაიანი გარბის "უიმბელდონის" კარისაკენ. ერთადერთი გუნდი, რომელმაც გაუშვა გოლი გიგზის დარტყმის შემდეგ იმ სეზონში.

სეზონი 1995/96: 33 მატჩი, 11 გოლი

რაიან გიგზი და მარადიული რეკორდი


გატანილი გოლის შემდეგ "მეინ როუდზე" "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ. (დღეს ეს სტადიონი აღარ არსებობს.)

სეზონი 1996/97 : 26 მატჩი, 3 გოლი

რაიან გიგზი და მარადიული რეკორდი


პრინციპულ შეხვედრაში "ლივერპულის" წინააღმდეგ, რაიანი მოხვდა ვიწრო წრეში ჯეისონ მაკეიტორთან და მაიკლ ტომასთან.

სეზონი 1997/ 98: 29 მატჩი, 8 გოლი

რაიან გიგზი და მარადიული რეკორდი


ოკტომბერი 1997 წელი. "მანჩესტერ იუნაიტედი" ანადგურებს "ბარნსლის" 7-0. ორი გოლი გიგზის ანგარიშზეა.

სეზონი 1998/99: 24 მატჩი, 3 გოლი

რაიან გიგზი და მარადიული რეკორდი


ვალიელ ჯადოქარს გოლი გააქვს "კოვენტრის" კარში.

სეზონი 1999/2000: 30 მატჩი, 6 გოლი

რაიან გიგზი და მარადიული რეკორდი


გიგზი ემზადება ჯარიმის დასარტყმელად მოულოდნელად გამწვანებული "ლივერპულის" კარში.

სეზონი 2000/01: 31 მატჩი, 5 გოლი

რაიან გიგზი და მარადიული რეკორდი


ჩვენი რაიანი ცდილობს გაუსწროს ჯერ კიდევ ახალგაზრდა პარკერს, იმისათვის რომ შემდეგ გოლი გაუტანოს "ჩარლტონს".

სეზონი 2001/02: 25 მატჩი, 7 გოლი

რაიან გიგზი და მარადიული რეკორდი


გიგზს გოლი გააქვს, ჯერ კიდევ გონზე მყოფ "ლიდსისათვის" "ელანდ როუდზე"

სეზონი 2002/ 03:36 მატჩი, 8 გოლი

რაიან გიგზი და მარადიული რეკორდი


გიგზის არაჩვეულებრივი სეზონი "იუნაიტედში". სურათზე უკვე დამარცხებული "ჩარლტონია".

სეზონი 2003/04: 33 მატჩი, 7 გოლი

რაიან გიგზი და მარადიული რეკორდი


რაიანი ხსნის პირველი გოლით "იუნაიტედის" სეზონს03/04-ში. მატჩი ბოლტონთან მხოლოდ "იუნაიტედის" გამარჯვებით არ არის ცნობილი, არამედ ვალიელის დუბლითაც. ამ შეხვედრაში კრიშტიანო რონალდუმ თავისი დებიუტი ჩაატარა.

სეზონი 2004/ 05: 32 მატჩი, 5 გოლი

რაიან გიგზი და მარადიული რეკორდი


ისევ "ბოლტონი", ისევ გიგზი


სეზონი 2005/06: 27 მატჩი, 3 გოლი

რაიან გიგზი და მარადიული რეკორდი

"ევერტონის" მეკარის რიჩარდ ბრაიტონის ნახტომი გამოუდეგარი აღმოჩნდა. რაიან გიგზს გააქვს ერთ-ერთი გოლი იმ სამიდან 2005/06 სეზონში.


სეზონი 2006/07:30 მატჩი, 4 გოლი

რაიან გიგზი და მარადიული რეკორდი


გიგზს ბრწყინვალე გოლი გააქვს "კრაივენ კოტეჯზე" "ფულჰემის" კარში.

სეზონი 2007/08: 31 მატჩი, 3 გოლი

რაიან გიგზი და მარადიული რეკორდი


რაიანის გოლმა "უიგანის" კარში გაანადგურა ყველანაირი ეჭვი "მანჩესტერის" ჩემპიონობისა

სეზონი: 2008/09: 28 მატჩი, 2 გოლი

რაიან გიგზი და მარადიული რეკორდი


გატანილი გოლი "მიდლსბროს" კარში

სეზონი 2009/10: 25 მატჩი, 5 გოლი

რაიან გიგზი და მარადიული რეკორდი


"ტოტემჰემმაც" კი ვერ შეძლო 236 წლის ვეტერანის შეჩერება.

რაიან გიგზი და მარადიული რეკორდი


შეუჩერებელი გიგზი ამჯერად "ნიუკასლის" კარებს ლაშქრავს

სეზონი 2011/12:25 მატჩი, 2 გოლი

რაიან გიგზი და მარადიული რეკორდი


ამ სეზონში პრემიერლიგა თავის მე-20 იუბილეს აღნიშნავდა. გიგზმა კი საჩუქრად გოლი მიართვა "ფულჰემს".

სეზონი 2012/13: 13 მატჩი, 1 გოლი

რაიან გიგზი და მარადიული რეკორდი


გუშინ, რაიანმა არ უღალატა თავის ტრადიციას და გოლი "ევერტონის" კარში გაიტანა.
სტატიები
20 კომენტარი
№1
ავტორი: ViDa
11 თებერვალი 2013 20:32
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
LEGEND! love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№2
ავტორი: Amanda Seyfried
11 თებერვალი 2013 20:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
უბადლო
0
№3
ავტორი: GeorgeBest
11 თებერვალი 2013 20:34
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
საღოლ ლაშა good2

რაიან გიგზი – მანჩესტერ იუნაიტედის ერთგული ჯარისკაცი, ფეხბურთელი, რომლისთვისაც ასაკი არაფერია, მისგან უკვე აღარაფერი მიკვირს, უბერებელია!
0
№4
ავტორი: VaRdo
11 თებერვალი 2013 20:36
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
საღოლ ლაშააა love გიგზი კდიე შეუდარებელია. სიტიზე მეტი პრემიერ ლიგის მატჩი ჩაატარა ahahaha
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№5
ავტორი: love united
11 თებერვალი 2013 20:36
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
უბერებელი... love
0
№6
ავტორი: gigapersie
11 თებერვალი 2013 20:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 169
მოსიარულე ლეგენდააა love
0
№7
ავტორი: koko2222
11 თებერვალი 2013 20:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 194
გიგზი love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მილანელი.ქომზე მოდენატორი რედარმი.გიზე იუზერი ნომელი?
№8
ავტორი: Tsuki
11 თებერვალი 2013 20:48
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 403
ViDa

საღოლ კაია :)
0
№9
ავტორი: RVP (20)
11 თებერვალი 2013 20:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 342
ჩვენი ბებერი მგელი love
0
№10
ავტორი: Dato de gea quantana
11 თებერვალი 2013 20:55
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 89
ერთ ერთი მიზეზი თუ რატომ მიყვარს უნიტედი.ის ლეგენდების გუნდია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ M-A-N-C-H-E-S-T-E-R
U-N-T-E-D

Rel.ge
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top