თბილისი:
მანჩესტერი:
11-02-2013, 20:30
ავტორი: ViDa,
ნანახია: 3134,
კომენტარები: 20
რაიან გიგზი და მარადიული რეკორდი
რაიანი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც გაიტანა გოლი ყველა პრემიერლიგის სეზონში მისი დაარსებიდან.
რაიან გიგზი და მარადიული რეკორდი
გუშინ რაიან გიგზმა გოლი გაიტანა "ევერტონის" კარში და მოიხვეჭა უნიკალური ფეხბურთელის სტატუსი. რაიანი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც გაიტანა გოლი ყველა პრემიერლიგის სეზონში მისი დაარსებიდან. ამ მიღწევის გაუმჯობესება არ შეიძლება, ასევე არ შეიძლება მისი მოხსნაც. ამ სტატიაში გთავაზობთ ამ ლეგენდარული ფეხბურთელის მიერ ჩატარებული ყოველი სეზონის მიმოხილვას სურათებში.

სეზონი 1992/93: 41 მატჩი, 9 გოლი

რაიან გიგზი და მარადიული რეკორდი


ალექს ფერგიუსონი აჯილდოებს რაიან გიგზს 1992 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს მანჩესტერში.

სეზონი 1993/94:38 მატჩი, 13 გოლი

რაიან გიგზი და მარადიული რეკორდი


რაიან გიგზმა "ლიდს" გაუტანა. მის გვერდით კიდევ ერთი ლეგენდა, "ქფრ"-ის ყოფილი მწვრთნელი-მარკ ჰიუზი.

სეზონი 1994/95: 29 მატჩი, 1 გოლი

რაიან გიგზი და მარადიული რეკორდი


ერთ-ერთი ურთულესი სეზონი რაიანისათვის. ტრავმების გამო, გიგზი ვერ ასწრებდა ფორმის აქრეფას, ამიტომ მან, სეზონში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. სურათზე რაიანი გარბის "უიმბელდონის" კარისაკენ. ერთადერთი გუნდი, რომელმაც გაუშვა გოლი გიგზის დარტყმის შემდეგ იმ სეზონში.

სეზონი 1995/96: 33 მატჩი, 11 გოლი

რაიან გიგზი და მარადიული რეკორდი


გატანილი გოლის შემდეგ "მეინ როუდზე" "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ. (დღეს ეს სტადიონი აღარ არსებობს.)

სეზონი 1996/97 : 26 მატჩი, 3 გოლი

რაიან გიგზი და მარადიული რეკორდი


პრინციპულ შეხვედრაში "ლივერპულის" წინააღმდეგ, რაიანი მოხვდა ვიწრო წრეში ჯეისონ მაკეიტორთან და მაიკლ ტომასთან.

სეზონი 1997/ 98: 29 მატჩი, 8 გოლი

რაიან გიგზი და მარადიული რეკორდი


ოკტომბერი 1997 წელი. "მანჩესტერ იუნაიტედი" ანადგურებს "ბარნსლის" 7-0. ორი გოლი გიგზის ანგარიშზეა.

სეზონი 1998/99: 24 მატჩი, 3 გოლი

რაიან გიგზი და მარადიული რეკორდი


ვალიელ ჯადოქარს გოლი გააქვს "კოვენტრის" კარში.

სეზონი 1999/2000: 30 მატჩი, 6 გოლი

რაიან გიგზი და მარადიული რეკორდი


გიგზი ემზადება ჯარიმის დასარტყმელად მოულოდნელად გამწვანებული "ლივერპულის" კარში.

სეზონი 2000/01: 31 მატჩი, 5 გოლი

რაიან გიგზი და მარადიული რეკორდი


ჩვენი რაიანი ცდილობს გაუსწროს ჯერ კიდევ ახალგაზრდა პარკერს, იმისათვის რომ შემდეგ გოლი გაუტანოს "ჩარლტონს".

სეზონი 2001/02: 25 მატჩი, 7 გოლი

რაიან გიგზი და მარადიული რეკორდი


გიგზს გოლი გააქვს, ჯერ კიდევ გონზე მყოფ "ლიდსისათვის" "ელანდ როუდზე"

სეზონი 2002/ 03:36 მატჩი, 8 გოლი

რაიან გიგზი და მარადიული რეკორდი


გიგზის არაჩვეულებრივი სეზონი "იუნაიტედში". სურათზე უკვე დამარცხებული "ჩარლტონია".

სეზონი 2003/04: 33 მატჩი, 7 გოლი

რაიან გიგზი და მარადიული რეკორდი


რაიანი ხსნის პირველი გოლით "იუნაიტედის" სეზონს03/04-ში. მატჩი ბოლტონთან მხოლოდ "იუნაიტედის" გამარჯვებით არ არის ცნობილი, არამედ ვალიელის დუბლითაც. ამ შეხვედრაში კრიშტიანო რონალდუმ თავისი დებიუტი ჩაატარა.

სეზონი 2004/ 05: 32 მატჩი, 5 გოლი

რაიან გიგზი და მარადიული რეკორდი


ისევ "ბოლტონი", ისევ გიგზი


სეზონი 2005/06: 27 მატჩი, 3 გოლი

რაიან გიგზი და მარადიული რეკორდი

"ევერტონის" მეკარის რიჩარდ ბრაიტონის ნახტომი გამოუდეგარი აღმოჩნდა. რაიან გიგზს გააქვს ერთ-ერთი გოლი იმ სამიდან 2005/06 სეზონში.


სეზონი 2006/07:30 მატჩი, 4 გოლი

რაიან გიგზი და მარადიული რეკორდი


გიგზს ბრწყინვალე გოლი გააქვს "კრაივენ კოტეჯზე" "ფულჰემის" კარში.

სეზონი 2007/08: 31 მატჩი, 3 გოლი

რაიან გიგზი და მარადიული რეკორდი


რაიანის გოლმა "უიგანის" კარში გაანადგურა ყველანაირი ეჭვი "მანჩესტერის" ჩემპიონობისა

სეზონი: 2008/09: 28 მატჩი, 2 გოლი

რაიან გიგზი და მარადიული რეკორდი


გატანილი გოლი "მიდლსბროს" კარში

სეზონი 2009/10: 25 მატჩი, 5 გოლი

რაიან გიგზი და მარადიული რეკორდი


"ტოტემჰემმაც" კი ვერ შეძლო 236 წლის ვეტერანის შეჩერება.

რაიან გიგზი და მარადიული რეკორდი


შეუჩერებელი გიგზი ამჯერად "ნიუკასლის" კარებს ლაშქრავს

სეზონი 2011/12:25 მატჩი, 2 გოლი

რაიან გიგზი და მარადიული რეკორდი


ამ სეზონში პრემიერლიგა თავის მე-20 იუბილეს აღნიშნავდა. გიგზმა კი საჩუქრად გოლი მიართვა "ფულჰემს".

სეზონი 2012/13: 13 მატჩი, 1 გოლი

რაიან გიგზი და მარადიული რეკორდი


გუშინ, რაიანმა არ უღალატა თავის ტრადიციას და გოლი "ევერტონის" კარში გაიტანა.
სტატიები
20 კომენტარი
№11
ავტორი: UTD-Rule
11 თებერვალი 2013 20:55
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ჩვენი ლეგენდა feel არ მინდა წარმოვიდგინო,რომ ეს კარიერას დაასრულებს :| მინდა,რომ სულ მანჩესტერში იყოს სიკვდილამდე manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№12
ავტორი: VaRdo
11 თებერვალი 2013 21:13
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: UTD-Rule
მინდა,რომ სულ მანჩესტერში იყოს სიკვდილამდე


როგორც ფერგიუსონი ხო? wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№13
ავტორი: R.v.Persie
11 თებერვალი 2013 21:15
  • სიახლეები: 220
  • კომენტარები: 431
ციტატა: ViDa
"ტოტემჰემმაც" კი ვერ შეძლო 236 წლის ვეტერანის შეჩერება.

აქ რას გულისხმობდი? 3d_2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
“Impossible is just a big word thrown around by small men who find it easier to live in the world they've been given than to explore the power they have to change it. Impossible is not a fact. Impossible is not a declaration. It's a dare. Impossible is potential. Impossible is temporary. Impossible is nothing.”
№14
ავტორი: Luka Gelashvili
11 თებერვალი 2013 21:32
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
საღოლ ვიდა..
R.v.Persie,
ეგ მეც მაინტერესებს :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№15
ავტორი: BERDI
11 თებერვალი 2013 21:40
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
საღოლ მაგარია. გიგზი სულ სხვა დონეა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№16
ავტორი: I L C
11 თებერვალი 2013 21:59
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
კაცი დონე love სგ გიგზ legend hi2

beberi udzaxe daaa////
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№17
ავტორი: Z A C K™
11 თებერვალი 2013 22:31
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
"ტოტემჰემმაც" კი ვერ შეძლო 236 წლის ვეტერანის შეჩერება. biggrin2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№18
ავტორი: buka oboladze
12 თებერვალი 2013 00:10
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ისადა 236 ის როდის გახდა გიგზი??? lol
0
№19
ავტორი: Gimilis bichi
12 თებერვალი 2013 09:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
ლეგენდა :) :) mocking2
0
№20
ავტორი: ViDa
12 თებერვალი 2013 17:43
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
R.v.Persie,
TrueDeviL ,
არ მაპატიოთ ახლა, დანარჩენებმაც რო აუწყვეს ნახე...ვითომ მაგის მეტი არაფერი არ წწერია სტატიაში!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top