თბილისი:
მანჩესტერი:
26-08-2018, 23:18
ავტორი: Ole__boss,
ნანახია: 2336,
კომენტარები: 11
განსაკუთრებულის "განსაკუთრებული" ტაქტიკა. [სრული ანალიზი]
ჟოზე მოურინიოს ტაქტიკური მონახაზები და მისი სრული ანალიზი...
განსაკუთრებულის
ჟოზე მოურინიო, თავის სამწვრთნელო კარიერაში ძირითადად ამ 4 ტაქტიკას იყენებდა, რათა ფეხბურთელებისგან მაქსიმუმი შედეგის დადება მოეხერხებინა.

განსაკუთრებულის ფორმაციები ასე გამოიყურება:

4-4-2 , 4-4-1-1 , 4-3-3 , 4-2-3-1.

რაც შეეხება სათამაშო სტილს , პოურტუგალიელ სპეციალისტს ყოველთვის გააჩნია, რაიმე ახალი ჩანაფიქრი, რომელსაც მეტოქეებს თითქმის ყოველ თამაშზე სთავაზობს , ის კარგად აანალიზებს ფეხბურთელების შესაძლებლობს და ცდილობს მათი ინდივიდუალური ოსტატობა, ფიზიკური კონდიციები სწორად მიმართოს. ის არასოდეს ვარდება თამაშის რითმიდან , ყოველთვის ახდენს რეაგირებას, რათა მოიპოვოს გამარჯვება.მის გუნდებს შეუძლიათ მოწინააღმდეგეს შესთავაზონ როგორც ძალიან კარგი პრესინგი , ასევე დაცვითი სტილი , რომელსაც იგი ყოველთვის მიმართავდა "პორტუში" , ხოლო, როდესაც იგი "ჩელსის" მენეჯერი იყო, მან ეს ორი სტილი შეაჯვარა და იდეალურად მოარგო პრემიერ ლიგის სტანდარტებს. მას შეუძლია ასევე იყოს დომინანტი, რასაც მადრიდის "რეალში" ახერხებდა, გუნდი იყო დომინანტი და კონტრშეტევებზე ყოველთვის წარმატებულად გადადიოდა , ეს კი განსაკუთრებულის "განსაკუთრებული" ხერხია , არ აპატიოს მეტოქეს შეცდომა და დასაჯო ის მომენტალურად.

ძალზედ რთულია მოურინიოს გამოუცნო შეტევის სტილი , როგორც გამოცდილებამ აჩვენა , მის გუნდებს შეუძლიათ როგორც მოკლე , ასევე გრძელი პასებით თამაში. ამ უკანსკნელს იგი გეგმა ბ-ს ეძახის , თუმცა თამაშის მიმდინარეობისას მისი გუნდები ხშირად იყენებნ ე.წ 3 შეხებიან გათამაშებას , მეკარე - ფორვარდი - ფლანგის მოთამაშე. რაც შეეხება ამ უკანსკნელს, განსაკუთრებული მარჯვენა ფეხით მოთამაშე ფეხბურთელს , ყოველთვის ათამაშებს მარცხენა ფლანგზე, რადგან მან შეძლოს ცენტრში შესვლა და რაიმე ღირებულის შექმნა. ასე იყო რონალდუ "რეალში" და აზარი "ჩელსიში". შეტევის ორგანიზება მისთვის რა თქმა უნდა ღირებულია , მარა ერთადერთი რასაც ის გუნდისგან მოითხოვს , შეტევაში ბურთის დაკარგვის დროს, უკან სწრაფად დაბრუნება და ზონების სწრაფად გადაკეტვაა. არ აქვს მნიშვნელობა ეს ფოვარდი იქნება თუ ვინგერი , ის ვალდებულია გუნდს ჩამოყვეს უკან და გაანეიტრალოს მოწინაამღდეგე გუნდის კონტრშეტევა.

მოურინიოს საყვარელი 4-2-3-1 ტაქტიკის ანალიზი.

ამ ტაქტიკას იგი ყოველთვის მაშინ მიმართავს , როცა გუნდში ერთდროულად მას ორივე ფეხით მოთამაშე სწრაფი ვინგერი ჰყავს , როცა მას შეუძლია მარჯვენა ფეხით მოთამაშე, მარცხნივ და პირიქით ათამაშოს. როდესაც ეს ვინგერი შემოიწევს ცენტრში , იგი აიკეთებს პას ნახევარში და იხსნება , ამას მოყვება ზონების გახსნა , რაც ფორვარდისთვის ინსპირაციის წყაროა , მანდ უნდა შეძლოს და სწორ მომენტში , სწორ ადგილას გაიხსნას , რათა შეტევა გოლით დაასრულოს.

განსაკუთრებულის "განსაკუთრებული" ტაქტიკა. [სრული ანალიზი]


ამ მაგალითში , ნახევარმცველი(6) იღებს პასს მარჯვენა მცველისგან(2) , ვინგერი (11) კი იწევს ცენტრისკენ და ფორვარდს აძლევს გახსნის სივრცეს , მოწინააღმდეგე (4) ვალდებულია ავიდეს კაცზე და ზონა გაანთავისუფლოს.

მეორე ვარინატი კი ისაა , რომ ნახევარმცველმა (6) მისცეს პასი , ფორვარდ (9) -ს ხოლო მან ცენტრში შემოწეულ ვინგერს, რომელსაც შეუძლია შეტევას 4 სახე მისცეს :

განსაკუთრებულის "განსაკუთრებული" ტაქტიკა. [სრული ანალიზი]



1. შეუყოლოს პასი ფორვარდ (9) -ს უკნიდან.
2. გაუყოლოს პასი ნახევარმცველს (10) -ს.
3. გადაიტანოს ფლანგზე და თავადაც გაიხსნას.
4. დაარტყას კარში.


იმ შემთხვევაში თუ მოწინააღმდეგე (2) მოახერხებს ბურთის ჩაჭრას , ვინგერი (11) ვალდებულია დააზღვიოს მარცხენა მცველი (3) და ჩამოყვეს კონტრშეტევას გასანეიტრალებლად.


ტაქტიკის სავარჯიშო სქემა , როდესაც ვინგერი ცენტრში იწევს.

სუსტი მხარე



განსაკუთრებულის "განსაკუთრებული" ტაქტიკა. [სრული ანალიზი]


მოედნის 40 X 60 იარდზე , ჩვენ გვაქვს ორი ყვითელი ზონა აღნიშნული და 8 მოწინააღმდეგეს მანეკენი , რომელიც აღნიშნავს მათ დაცვას და ნახევარდაცვას.

ჩვენ გვყავს ორი ცენტრალური მცველი (A) , ორი ფლანგის დამცველი (B) , ორი ცენტრალური ნახევარმცველი (C) , ვინგერები (11) (7) , გამთამაშებელი (10) და ფორვარდი (9). პრაქტიკა იწყება , როდესაც (A) , მისცემს პასს (C) -ს და დანარჩენი სურათზეც მკაფიოდ ჩანს , გათამაშებელი (10) -ს ადგილს იკავს ფორვარდი (9) და შეტევის განვითარების ძალიან ცოტა ვარიანტი თუ მოიძებნება.


ძლიერი მხარე



განსაკუთრებულის "განსაკუთრებული" ტაქტიკა. [სრული ანალიზი]


ყველაფერი იგივეა შეტევის დაწყების ანსპექტში , მაგრამ ამ ფორმაციაში იგრძნობა უფრო დიდი პოტენციალი ,ფორვარდი (9) ამწვავებს შეტევას და ვინგერ (7) უშლის არეალს შეტევის , მას შეუძლია უფრო მეტი სახე მისცეს შეტევას , ვიდრე წინა სურათშია ასახული , რადგან აქ შეტევაში ერთვება მარჯვენა მცველი (B) , რომელიც ფორვარდს საშუალებას მისცემს თავადაც ჩაერთას შეტევაში.

მოურინიოს მოთხოვნილებები ამ ფორმაციაში :
1. მუდმივი მოძრაობა
2.ზუსტი პასი , ტექნიკა და არანაირი შეცდომა!
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Ole__boss
27 აგვისტო 2018 00:40
  • სიახლეები: 50
  • კომენტარები: 102
ციტატა: MoiSa
ავტორ დააკვირდი შეცდომები გქონდა. გუნდის სახელები ბრჭყალებში ჩასვი ხოლმე, მაგ "ჩელსი" მადრიდის "რეალი" "პორტუ", "მანჩესტერ იუნაიტედი"


მადლობა მეგობარო <3 ყველაფერი დაიხვეწება ...
1
№2
ავტორი: Hunter
27 აგვისტო 2018 00:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
ხვალ ვიგებთ
4
№3
ავტორი: Ole__boss
27 აგვისტო 2018 00:46
  • სიახლეები: 50
  • კომენტარები: 102
ციტატა: Hunter
ხვალ ვიგებთ


მასე მოუგო ზუსტად წინა , მარსიალმა რომ შეაგდო ;) დე ხეა - ლუკაკუ - მარსიალი ...
2
№4
ავტორი: The Special One
27 აგვისტო 2018 10:31
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
დღეს რაღაც საცოდავი თამაშით 1-0 -ს მოიგებს და მერე ცენზურას თამაშს დაიწყებს რა ბანძი ფეხბურთელები მყავს და მაინც ვიგებო,აგერ ნახავთ თუ არა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№5
ავტორი: JuanMata
27 აგვისტო 2018 10:32
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ეს ტაქტიკა შეიძლება პორტოში და ინტერში ჰქონდა დამუშავებული და ვარჯიშობდნენ ამაზე, მანჩესტერში იშვიათად ნახავ, რომ მეტოქის ხაზებს შორის ბურთი მოძრაობდეს, ან ფლანგზე ადის ბურთი, ან გრძელი პასით ფორვარდზე, რომელსაც, რომც მოიგოს ორთაბრძოლა, გაგრძელების ვარიანტი არ აქვს.

ხაზებს შორის როცა გადის ბურთი, ჩვენი უკანა ხაზი არი იწევს ზევით რომ ფორვარდს ან 10-იანს დაეხმაროს, საბოლოოდ მეტოქის პრესინგს შედეგი გამოაქვს და ბურთს ვკარგავთ, სამაგიეროდ წინ დიდი ძალებით არ ვართ წასული და სწრაფი კონტრშეტევისთვის მზადაა ჩვენი დაცვა (ნუ მზადაა პოზიციურად).
0
№6
ავტორი: Ole__boss
27 აგვისტო 2018 12:36
  • სიახლეები: 50
  • კომენტარები: 102
ციტატა: JuanMata
ეს ტაქტიკა შეიძლება პორტოში და ინტერში ჰქონდა დამუშავებული და ვარჯიშობდნენ ამაზე, მანჩესტერში იშვიათად ნახავ, რომ მეტოქის ხაზებს შორის ბურთი მოძრაობდეს, ან ფლანგზე ადის ბურთი, ან გრძელი პასით ფორვარდზე, რომელსაც, რომც მოიგოს ორთაბრძოლა, გაგრძელების ვარიანტი არ აქვს.

ხაზებს შორის როცა გადის ბურთი, ჩვენი უკანა ხაზი არი იწევს ზევით რომ ფორვარდს ან 10-იანს დაეხმაროს, საბოლოოდ მეტოქის პრესინგს შედეგი გამოაქვს და ბურთს ვკარგავთ, სამაგიეროდ წინ დიდი ძალებით არ ვართ წასული და სწრაფი კონტრშეტევისთვის მზადაა ჩვენი დაცვა (ნუ მზადაა პოზიციურად).



ხოო , მაგრამ მთლად ხაზი არ უნდა გადავუსვათ ამ კაცს , 2 ადგილს გაგვიყვანა და ლამის ყველაზე ცოტა გავუშვით , ბევრი სიხარულიც იყო , ბევრი იმედგაცრუებაც მარა ფეხბურთია , ამას სხვა ვერ იზავდა რაა... სხვა კანდიდანტი ვინ იყო თუ არა ჯოჟე და ეხლა დაეწყოს თავისი მესამე სეზონის სინდრომი და აუდოს გუნდიდან ;) ახლა ზიზუა კანდიდატი , მაშინ არავინ იყ ტოპ კლასის.
0
№7
ავტორი: ikeoni
27 აგვისტო 2018 12:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ვნახოთ რა იქნება ეს თამაში ბევრ რამეს გადაწყვეტს
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
27 აგვისტო 2018 13:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: JuanMata
ეს ტაქტიკა შეიძლება პორტოში და ინტერში ჰქონდა დამუშავებული და ვარჯიშობდნენ ამაზე, მანჩესტერში იშვიათად ნახავ, რომ მეტოქის ხაზებს შორის ბურთი მოძრაობდეს, ან ფლანგზე ადის ბურთი, ან გრძელი პასით ფორვარდზე, რომელსაც, რომც მოიგოს ორთაბრძოლა, გაგრძელების ვარიანტი არ აქვს.

ხაზებს შორის როცა გადის ბურთი, ჩვენი უკანა ხაზი არი იწევს ზევით რომ ფორვარდს ან 10-იანს დაეხმაროს, საბოლოოდ მეტოქის პრესინგს შედეგი გამოაქვს და ბურთს ვკარგავთ, სამაგიეროდ წინ დიდი ძალებით არ ვართ წასული და სწრაფი კონტრშეტევისთვის მზადაა ჩვენი დაცვა (ნუ მზადაა პოზიციურად).

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს მოურინიო შეტევის ორგანიზებაზე საერთოდ არ მუშაობს, ან მუშაობს და ფეხბურთელები ვერ ასრულებენ დავალებას, თუმცა პირველ ვარიანტს უფრო ვემხრობი. ფაქტობრივად, მოკლე გამჭოლი პასეხი არ კეთდება ხაზებს შორის, ფეხბურთელები უბურთოდ ცოტას მოძრაობენ, შესაბამისად სივრცეებიც არ იქმნება, ერთი შეხედვით ვინგერებზე მიდის პასები, თუმცა ვინგერებზე პასებიც გამოსავალია და მხოლოდ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე დამყარებული გადაწყვეტილებაა, რომ ისინი ფლანგიდან რამე ხეირს მოიტანებენ, კაცს მოატყუებენ და საჯარიმოში ჩააწვდიან ან რამე. მოკლედ, სასოწარკვეთილ ტაქტიკას უფრო დავარქმევდი მე ამას, თუ შეიძლება რო საერთოდ რაიმე დაარქვა.

თუ ანგარიში არ მიყავს გუნდს, სამწუხაროდ თამაში კი არა - ანგარიში, და მხოლოდ ფელაინის რო შემოაგდებს ისევ ჩაწოდებების იმედად, აი მანდ კვდება ყველანაირი ფიქრი, რომ გუნდი შეტევის ორგანიზებაზე და ტაქტიკაზე მუშაობს, ინდივიდუალიზმით უნდა მოურინიოს შედეგი დადოს, სხვაზე დიდად რბილდ რო ვთქვათ თავს არ იწუხებს ეტყობა, ან იწუხებს და არ გამოსდის.
1
№9
ავტორი: Svanchester
27 აგვისტო 2018 14:10
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
დღეს ტოტენჰემი უნდა დავადუღოთ !!!!!!
1
№10
ავტორი: Ole__boss
27 აგვისტო 2018 14:27
  • სიახლეები: 50
  • კომენტარები: 102
ციტატა: Svani
დღეს ტოტენჰემი უნდა დავადუღოთ !!!!!!


ასე არასდროს ვყოფილვარ რა თქმა უნდა გულით მინდა მოვიგოთ , მარა წაგებაც მაწყობს ამ ერთხელ იქნება გაუშვან ეს არ სახსენებელი კაცი :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top