თბილისი:
მანჩესტერი:
26-08-2018, 23:18
ავტორი: Ole__boss,
ნანახია: 2336,
კომენტარები: 11
განსაკუთრებულის "განსაკუთრებული" ტაქტიკა. [სრული ანალიზი]
ჟოზე მოურინიოს ტაქტიკური მონახაზები და მისი სრული ანალიზი...
განსაკუთრებულის
ჟოზე მოურინიო, თავის სამწვრთნელო კარიერაში ძირითადად ამ 4 ტაქტიკას იყენებდა, რათა ფეხბურთელებისგან მაქსიმუმი შედეგის დადება მოეხერხებინა.

განსაკუთრებულის ფორმაციები ასე გამოიყურება:

4-4-2 , 4-4-1-1 , 4-3-3 , 4-2-3-1.

რაც შეეხება სათამაშო სტილს , პოურტუგალიელ სპეციალისტს ყოველთვის გააჩნია, რაიმე ახალი ჩანაფიქრი, რომელსაც მეტოქეებს თითქმის ყოველ თამაშზე სთავაზობს , ის კარგად აანალიზებს ფეხბურთელების შესაძლებლობს და ცდილობს მათი ინდივიდუალური ოსტატობა, ფიზიკური კონდიციები სწორად მიმართოს. ის არასოდეს ვარდება თამაშის რითმიდან , ყოველთვის ახდენს რეაგირებას, რათა მოიპოვოს გამარჯვება.მის გუნდებს შეუძლიათ მოწინააღმდეგეს შესთავაზონ როგორც ძალიან კარგი პრესინგი , ასევე დაცვითი სტილი , რომელსაც იგი ყოველთვის მიმართავდა "პორტუში" , ხოლო, როდესაც იგი "ჩელსის" მენეჯერი იყო, მან ეს ორი სტილი შეაჯვარა და იდეალურად მოარგო პრემიერ ლიგის სტანდარტებს. მას შეუძლია ასევე იყოს დომინანტი, რასაც მადრიდის "რეალში" ახერხებდა, გუნდი იყო დომინანტი და კონტრშეტევებზე ყოველთვის წარმატებულად გადადიოდა , ეს კი განსაკუთრებულის "განსაკუთრებული" ხერხია , არ აპატიოს მეტოქეს შეცდომა და დასაჯო ის მომენტალურად.

ძალზედ რთულია მოურინიოს გამოუცნო შეტევის სტილი , როგორც გამოცდილებამ აჩვენა , მის გუნდებს შეუძლიათ როგორც მოკლე , ასევე გრძელი პასებით თამაში. ამ უკანსკნელს იგი გეგმა ბ-ს ეძახის , თუმცა თამაშის მიმდინარეობისას მისი გუნდები ხშირად იყენებნ ე.წ 3 შეხებიან გათამაშებას , მეკარე - ფორვარდი - ფლანგის მოთამაშე. რაც შეეხება ამ უკანსკნელს, განსაკუთრებული მარჯვენა ფეხით მოთამაშე ფეხბურთელს , ყოველთვის ათამაშებს მარცხენა ფლანგზე, რადგან მან შეძლოს ცენტრში შესვლა და რაიმე ღირებულის შექმნა. ასე იყო რონალდუ "რეალში" და აზარი "ჩელსიში". შეტევის ორგანიზება მისთვის რა თქმა უნდა ღირებულია , მარა ერთადერთი რასაც ის გუნდისგან მოითხოვს , შეტევაში ბურთის დაკარგვის დროს, უკან სწრაფად დაბრუნება და ზონების სწრაფად გადაკეტვაა. არ აქვს მნიშვნელობა ეს ფოვარდი იქნება თუ ვინგერი , ის ვალდებულია გუნდს ჩამოყვეს უკან და გაანეიტრალოს მოწინაამღდეგე გუნდის კონტრშეტევა.

მოურინიოს საყვარელი 4-2-3-1 ტაქტიკის ანალიზი.

ამ ტაქტიკას იგი ყოველთვის მაშინ მიმართავს , როცა გუნდში ერთდროულად მას ორივე ფეხით მოთამაშე სწრაფი ვინგერი ჰყავს , როცა მას შეუძლია მარჯვენა ფეხით მოთამაშე, მარცხნივ და პირიქით ათამაშოს. როდესაც ეს ვინგერი შემოიწევს ცენტრში , იგი აიკეთებს პას ნახევარში და იხსნება , ამას მოყვება ზონების გახსნა , რაც ფორვარდისთვის ინსპირაციის წყაროა , მანდ უნდა შეძლოს და სწორ მომენტში , სწორ ადგილას გაიხსნას , რათა შეტევა გოლით დაასრულოს.

განსაკუთრებულის "განსაკუთრებული" ტაქტიკა. [სრული ანალიზი]


ამ მაგალითში , ნახევარმცველი(6) იღებს პასს მარჯვენა მცველისგან(2) , ვინგერი (11) კი იწევს ცენტრისკენ და ფორვარდს აძლევს გახსნის სივრცეს , მოწინააღმდეგე (4) ვალდებულია ავიდეს კაცზე და ზონა გაანთავისუფლოს.

მეორე ვარინატი კი ისაა , რომ ნახევარმცველმა (6) მისცეს პასი , ფორვარდ (9) -ს ხოლო მან ცენტრში შემოწეულ ვინგერს, რომელსაც შეუძლია შეტევას 4 სახე მისცეს :

განსაკუთრებულის "განსაკუთრებული" ტაქტიკა. [სრული ანალიზი]



1. შეუყოლოს პასი ფორვარდ (9) -ს უკნიდან.
2. გაუყოლოს პასი ნახევარმცველს (10) -ს.
3. გადაიტანოს ფლანგზე და თავადაც გაიხსნას.
4. დაარტყას კარში.


იმ შემთხვევაში თუ მოწინააღმდეგე (2) მოახერხებს ბურთის ჩაჭრას , ვინგერი (11) ვალდებულია დააზღვიოს მარცხენა მცველი (3) და ჩამოყვეს კონტრშეტევას გასანეიტრალებლად.


ტაქტიკის სავარჯიშო სქემა , როდესაც ვინგერი ცენტრში იწევს.

სუსტი მხარე



განსაკუთრებულის "განსაკუთრებული" ტაქტიკა. [სრული ანალიზი]


მოედნის 40 X 60 იარდზე , ჩვენ გვაქვს ორი ყვითელი ზონა აღნიშნული და 8 მოწინააღმდეგეს მანეკენი , რომელიც აღნიშნავს მათ დაცვას და ნახევარდაცვას.

ჩვენ გვყავს ორი ცენტრალური მცველი (A) , ორი ფლანგის დამცველი (B) , ორი ცენტრალური ნახევარმცველი (C) , ვინგერები (11) (7) , გამთამაშებელი (10) და ფორვარდი (9). პრაქტიკა იწყება , როდესაც (A) , მისცემს პასს (C) -ს და დანარჩენი სურათზეც მკაფიოდ ჩანს , გათამაშებელი (10) -ს ადგილს იკავს ფორვარდი (9) და შეტევის განვითარების ძალიან ცოტა ვარიანტი თუ მოიძებნება.


ძლიერი მხარე



განსაკუთრებულის "განსაკუთრებული" ტაქტიკა. [სრული ანალიზი]


ყველაფერი იგივეა შეტევის დაწყების ანსპექტში , მაგრამ ამ ფორმაციაში იგრძნობა უფრო დიდი პოტენციალი ,ფორვარდი (9) ამწვავებს შეტევას და ვინგერ (7) უშლის არეალს შეტევის , მას შეუძლია უფრო მეტი სახე მისცეს შეტევას , ვიდრე წინა სურათშია ასახული , რადგან აქ შეტევაში ერთვება მარჯვენა მცველი (B) , რომელიც ფორვარდს საშუალებას მისცემს თავადაც ჩაერთას შეტევაში.

მოურინიოს მოთხოვნილებები ამ ფორმაციაში :
1. მუდმივი მოძრაობა
2.ზუსტი პასი , ტექნიკა და არანაირი შეცდომა!
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Benny
27 აგვისტო 2018 17:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
მირჩევნია წავაგოთ ჟოზეს გაშვების იმედით
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top