თბილისი:
მანჩესტერი:
14-08-2018, 10:37
ავტორი: redmann,
ნანახია: 2172,
კომენტარები: 15
კლუბმა "საფეხბურთო დირექტორის" თანამდებობაზე კადრების შერჩევა დაიწყო
The Independent სავარაუდო კანდიდატების სიას აქვეყნებს.
კლუბმა
The Independent იტყობინება რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" უკვე დაიწყო სავარაუდო კანდიდატების შერჩევა "საფეხბურთო დირექტორის" თანამდებობისთვის.

"იუნაიტედში" ახალი თანამდებობის შექმნას უკვე დიდი ხანია განიხილავენ, თუმცა წარუმატებელმა სატრანსფერო ფანჯარამ ეს პროცესი უფრო დააჩქარა. კლუბი აპირებს სრული პასუხისმგებლობით მიუდგეს ახალი თანამდებობისთვის კანდიდატის შერჩევას და ამ ფაქტს განიხილავს როგორც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დანიშვნას "წითელი ეშმაკების" თანამედროვე ისტორიაში.

გამოცემის ინფორმაციით კანდიდატთა სიაში უკვე მოხვდნენ: "რომას" სპორტული დირექტორი რამონ როდრიგეს ვერდეხო, ცნობილი ზედმეტსახელით "მონჩი", ასევე "იუვენტუსის" სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი. ამასთანავე "იუნაიტედი" აცნობიერებს რომ ორივე კანდიდატის გადმობირება საკმაოდ რთული იქნება. ასევე განიხილება "აიაქსის" დირექტორის და "იუნაიტედის" ლეგენდარული კიპერის ედვინ ვან დერ სარის კანდიდატურა. ზემოთ ჩამოთვილ ცნობად პიროვნებებთან ერთად კლუბი ასევე განიხილავს ნაკლებად ცნობილ, მაგრამ საკმაოდ ავტორიტეტულ პერსონას - დომინიკო ტეტის "ნოვარადან".

ნებისმიერ შემთხვევაში კლუბი აპირებს საკმაოდ ფრთხილი და დეტალური შესარჩევი ეტაპის ჩატარებას, რომელიც მოიცავს ინტერვიუებსა და ექსპერტულ ანალიზს, რადგანაც ზემოთხსენებული თანამდებობაზე დანიშნული პიროვნება გახდება ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა მსოფლიო ფეხბურთში.

როგორც ცნობილია ჟოზე მოურინიო "საფეხბურთო დირექტორის" თნამდებობის შექმნის წინააღმდეგი იყო, თუმცა მიმდინარე სანტრასფერო ფანჯარაში განცდილი კრახის შემდგომ პორტუგალიელმა აზრი შეიცვალა.
სტატიები
15 კომენტარი
№1
ავტორი: gaga1987
14 აგვისტო 2018 10:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
მთავარია შედეგი გამოიღოს.ასევემივესალმები,რომეიმე მანჩესტერის ლეგენდას რომელმაც იცის სტრუქტურა და ჩახედულია მანჩესტერის განვითარებაში.როგორ განვითარდა გუნდი და ა.შ.სულით და გულით მანჩესტერელი.რომელსაც დიდი ავტორიტეტი ექნება.
0
№2
ავტორი: tupaca
14 აგვისტო 2018 10:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
მონჩი ძალიან მაგარია თავის საქმეში მაგას მანჩესტერის ფინანსური რესურს რო ქონდეს პიზდეც :D მაგრამ მე მაინც ვინმე მანჩესტერელი მინდა თუნდაც ედვინი
0
№3
ავტორი: deqstera
14 აგვისტო 2018 11:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
David Beckham :)
ყველაზე ავტორიტეტული ფეხბურთელი მანჩესტერიდან ვისაც შეუძლია თავისი სახელით ფეხბურთელების დაკერვა ;)
1
№4
ავტორი: man21utd
14 აგვისტო 2018 11:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 201
გარი ნევილი იდეალური იქნება ამ პოზიციაზე ჩემი აზრით. მაგრამ ბოლო პერიოდში გვაკრიტიკებს და არამგონია მოიყვანონ. ვან დერ საარი არაა ცუდი ვარიანტი. რუნისაც რო შესთავაზო ძალიან გამიხარდება მომავალში დაასრულებს მგონი უკვე კარიერას
0
№5
ავტორი: ikeoni
14 აგვისტო 2018 11:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ვანდერა გამისწორდებოდა მაგრად თან გამოცდილებაც მიიღოო უკვე ამ საქმეში
0
№6
ავტორი: LASHQARA
14 აგვისტო 2018 11:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
მაინც ჩვენიანი უნდა იყოს, კარგათ რომ იცნობს გუნდს და სრული შემართებით რომ იმუშავებს აღნიშნულ თანამდებობაზე... ვან დერ საარი love am
0
№7
ავტორი: Svanchester
14 აგვისტო 2018 12:12
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
უდავოდ ვან დერ საარი !!!
0
№8
ავტორი: GEORGE22
14 აგვისტო 2018 12:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 126
დანიშნონ პირდაპირ ბაბუ ამ თანამდებაბობაზე wink love
2
№9
ავტორი: Malboro463
14 აგვისტო 2018 14:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
aq chvenianobaze ara saqme
kompetenturi kacia sachiro tundac iuventusoadan
0
№10
ავტორი: gaga1987
14 აგვისტო 2018 14:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
მთავარია ფულის საშოვნელად არმოვიდეს ვინმე.მხოლოდ ფულის კეთებაზე როფიქრობდეს.მაგიტო ვიძახი გულით წითელი ეშმაკი უნდა იყოს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top