თბილისი:
მანჩესტერი:
14-08-2018, 10:37
ავტორი: redmann,
ნანახია: 2177,
კომენტარები: 15
კლუბმა "საფეხბურთო დირექტორის" თანამდებობაზე კადრების შერჩევა დაიწყო
The Independent სავარაუდო კანდიდატების სიას აქვეყნებს.
კლუბმა
The Independent იტყობინება რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" უკვე დაიწყო სავარაუდო კანდიდატების შერჩევა "საფეხბურთო დირექტორის" თანამდებობისთვის.

"იუნაიტედში" ახალი თანამდებობის შექმნას უკვე დიდი ხანია განიხილავენ, თუმცა წარუმატებელმა სატრანსფერო ფანჯარამ ეს პროცესი უფრო დააჩქარა. კლუბი აპირებს სრული პასუხისმგებლობით მიუდგეს ახალი თანამდებობისთვის კანდიდატის შერჩევას და ამ ფაქტს განიხილავს როგორც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დანიშვნას "წითელი ეშმაკების" თანამედროვე ისტორიაში.

გამოცემის ინფორმაციით კანდიდატთა სიაში უკვე მოხვდნენ: "რომას" სპორტული დირექტორი რამონ როდრიგეს ვერდეხო, ცნობილი ზედმეტსახელით "მონჩი", ასევე "იუვენტუსის" სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი. ამასთანავე "იუნაიტედი" აცნობიერებს რომ ორივე კანდიდატის გადმობირება საკმაოდ რთული იქნება. ასევე განიხილება "აიაქსის" დირექტორის და "იუნაიტედის" ლეგენდარული კიპერის ედვინ ვან დერ სარის კანდიდატურა. ზემოთ ჩამოთვილ ცნობად პიროვნებებთან ერთად კლუბი ასევე განიხილავს ნაკლებად ცნობილ, მაგრამ საკმაოდ ავტორიტეტულ პერსონას - დომინიკო ტეტის "ნოვარადან".

ნებისმიერ შემთხვევაში კლუბი აპირებს საკმაოდ ფრთხილი და დეტალური შესარჩევი ეტაპის ჩატარებას, რომელიც მოიცავს ინტერვიუებსა და ექსპერტულ ანალიზს, რადგანაც ზემოთხსენებული თანამდებობაზე დანიშნული პიროვნება გახდება ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა მსოფლიო ფეხბურთში.

როგორც ცნობილია ჟოზე მოურინიო "საფეხბურთო დირექტორის" თნამდებობის შექმნის წინააღმდეგი იყო, თუმცა მიმდინარე სანტრასფერო ფანჯარაში განცდილი კრახის შემდგომ პორტუგალიელმა აზრი შეიცვალა.
სტატიები
15 კომენტარი
№11
ავტორი: David beckham7
14 აგვისტო 2018 15:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
მონჩი თავის საქმის პროფესიონალია იმედია მოვა
0
№12
ავტორი: JuanMata
14 აგვისტო 2018 16:25
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მონჩი გავლენიანი და გამოცდილი ფიგურაა ფეხბურთში, ცოტა რთულიც იქნება მისი გადაბირება.
ერთი ის არ მომწონს, რომ იუვენტუსიც კაი სვარკა გუნდია, არ მინდა მანჩესტერის მომავალი ფილოსოფია სვარკის თამაში იყოს.

ყველაზე დიდი პრობლემა ალბათ ახალგაზრდა ფეხბურთელებში გვაქვს, იშვიათად ვპოულობთ ნიჭიერ ახალგაზრდას, რომელიც პერსპექტივაში გუნდის ერთ-ერთი მთავარი ძალა გახდება, თუ ვიპოვეთ, ვერ ვითარდება. მთელ გუნდს გამოცდილი და შემდგარი ვარსკვლავებისგან ვერ დააკომპლექტებ, რეალმაც კი ბოლო ხანებში შეიცვალა ფილოსოფია.

აკადემიის ყველაზე დიდი პლიუსი ისაა, რომ გუნდი და აკადემია ერთ სისტემაშია მოქცეული, იქიდან ძირითად გუნდში წამოყვანილი ფეხბურთელი მარტივად ერგება გუნდს, იმიტომ რომ გაზრდილია იმ სისტემით რა სისტემითაც გუნდი თამაშობს. დიდი იმედი მაქვს, ვინც არ უნდა მოვიდეს გუნდში, ზუსტად ამ ერთიან ორგანიზებულ სტრუქტურას შექმნის გუნდში. მერე ბევრად უფრო უმტკივნეულო იქნება მწვრთნელის შეცვლაც, ფეხბურთელების შეცვლაც, აკადემიიდან ახალგაზრდების წამოწევა.
0
№13
ავტორი: Dato kutaisi
14 აგვისტო 2018 17:55
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: JuanMata
მონჩი გავლენიანი და გამოცდილი ფიგურაა ფეხბურთში, ცოტა რთულიც იქნება მისი გადაბირება.
ერთი ის არ მომწონს, რომ იუვენტუსიც კაი სვარკა გუნდია, არ მინდა მანჩესტერის მომავალი ფილოსოფია სვარკის თამაში იყოს.

ყველაზე დიდი პრობლემა ალბათ ახალგაზრდა ფეხბურთელებში გვაქვს, იშვიათად ვპოულობთ ნიჭიერ ახალგაზრდას, რომელიც პერსპექტივაში გუნდის ერთ-ერთი მთავარი ძალა გახდება, თუ ვიპოვეთ, ვერ ვითარდება. მთელ გუნდს გამოცდილი და შემდგარი ვარსკვლავებისგან ვერ დააკომპლექტებ, რეალმაც კი ბოლო ხანებში შეიცვალა ფილოსოფია.

აკადემიის ყველაზე დიდი პლიუსი ისაა, რომ გუნდი და აკადემია ერთ სისტემაშია მოქცეული, იქიდან ძირითად გუნდში წამოყვანილი ფეხბურთელი მარტივად ერგება გუნდს, იმიტომ რომ გაზრდილია იმ სისტემით რა სისტემითაც გუნდი თამაშობს. დიდი იმედი მაქვს, ვინც არ უნდა მოვიდეს გუნდში, ზუსტად ამ ერთიან ორგანიზებულ სტრუქტურას შექმნის გუნდში. მერე ბევრად უფრო უმტკივნეულო იქნება მწვრთნელის შეცვლაც, ფეხბურთელების შეცვლაც, აკადემიიდან ახალგაზრდების წამოწევა.

100%.აი ერთიანი სიტემაა ზუსტად ქვაკუთხედი რაზეც ხდება მერე შენება სწორი მიმართულებით ამის მაგალითი ბარსაა.აი რაც შეეხება მანჩესტერელის დანიშვნას ამ პოზიციაზე კი ბატონო თუ შესაბამისი გამოცდილება და კომპეტენცია აქვს.ჩვენიანი აქაურო ძმობაში გაკეთებული საქმის წარმატების მე არ მწამს.საქმე უნდა აკეთოს პროფესიონალმა და არა ისე როგორც ჩვენს ქვეყანაშია .ამ პოზიციაზე შერჩევით ცუდს არ შეარჩევენ ჩვენზე დიდი გამოცდილება აქვთ მთავარია ფილოსოფია და განვითარების სწორი სტრატეგია დაიდოს რო ასე სხვის ფეხბურთელებზე მიშტერებული არ ვიყოთ სულ
0
№14
ავტორი: SANDROGRIGA
15 აგვისტო 2018 16:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვნახოთ აბა ვის დანიშნავენ
0
№15
ავტორი: The Special One
16 აგვისტო 2018 14:12
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
იმედია რომელიმე ჩვენიანს ჩააბარებენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top