თბილისი:
მანჩესტერი:
12-08-2018, 20:39
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2258,
კომენტარები: 21
კოლიმარი: "არ მჯერა, რომ ფეხბურთელებს მოურინიოსთან სურთ მუშაობა"
საფეხბურთო ექსპერტი "წითლების" ბანაკში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.
კოლიმარი:
ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი სტენ კოლიმარი, რომელიც ამჟამად საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს, საუბრობს იმ პრობლემებზე რომელიც დღესდღეისობიტ ინგლისის ყველაზე ტიტულოვან გუნდს "მანჩესტერ იუნაიტედს" აქვს. სტენმა ასევე აღნიშნა, რომ მოურინიოს კლუში პრობლემები აქვს და მისი მომავალი არ არის "მანჩესტერ იუნაიტედთან" დაკავშირებული.

"ვფიქრობდი, რომ მოურინიო "იუნაიტედში" უფრო გაიზრდებოდა, ისწავლიდა ღიმილს და გახდებოდა უკეთესი პოლიტიკოსი. თუმცა როგორც ჩანს შევცდი, მას არ შეუძლია გაუმკლავდეს მუდმივ უკმაყოფილებას და თავშეკავებულად იქცევა.

ახლა პრემიერ ლიგის არცერთ გუნდსა და მწვთნელს შორის ისეთი უთანხმოება არ არსებობს, როგორიც ეს "მანჩესტერ იუნაიტედსა" და ჟოზე მოურინიოს აქვთ. შესაძლოა ასეთი ურთიერთობა მწვრთნელსა და კლუბს შორის მთელს ევროპაშიც ვერ ვიპოვოთ. სწორედ ამიტომ არ იყიდა "იუნაიტედმა" არცერთი ის მცველი, რომლის გვარებიც უკავშირდებოდა ამ კლუბს.

თავის დროზე პოგბას ყიდვამ გვიჩვენა თუ რამდენად გავლენიანია "მანჩესტერ იუნაიტედი" - ხოლო თუ მის გაყიდვას წელს მოინდომებდნენ, დამერწმუნეთ ისინი პრემიერ ლიგაში მე - 10 - ე ადგილს დაიკავებდნენ.

მე არ მჯერა იმის, რომ ფეხბურთელები ამ ყველაფრიდან გამომდინარე მაინც ფიქრობენ: "მე ამ მწვრთნელისთვის თამაში მსურს". მე, რომ ახლა ფეხბურთელი ვიყო ჯერ ავირჩევდი გუარდიოლას, კლოპს და პოჩეტინოს, ხოლო შემდეგში ეშპირიტ სანტუშს და იოკანოვიჩს. მაშინაც კი თუ ამ მწვრთნელებთან ერთად ვერ მივაღწევდი წარმატებას, მე მათთან ვისურვებდი დარჩენას და მუშაობას რადგან მათთან უფრო ბედნიერი ვიქნებოდი ვიდრე მოურინიოსთან".
- განაცხადა დასასრულს კოლიმარმა.


წყარო: footballhd.ru
ინტერვიუები
21 კომენტარი
№1
ავტორი: kobinio
12 აგვისტო 2018 20:49
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
იმიტოა ის მაურონიო და არის მსოფლიოში ერთ_ერთი საუკეთესო კლუბის მთავარი მწვრთნელი და შენ ნაუშნიკიანი ...ე !!! როგორც სოსო იტოდა რა დაყკნამს ამდენ გიჟებს ))))
1
№2
ავტორი: David beckham7
12 აგვისტო 2018 21:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
მოურინიო ძაან მაგარი მწვრთნელია ეს არაერთხელ დაამტკიცა.მართალია მანჩესტერს ცოტა უსახურ ფეხბურთს ათამაშებს მაგრამ რაც მთავარია ცუდ შედეგს არ დებს
0
№3
ავტორი: JuanMata
12 აგვისტო 2018 21:49
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ჟოზე იყო ძაან მაგარი მწვრთნელი, თამაშობდა სწრაფ ფეხბურთს აქტიური პრესინგით. თავიდან ბოლომდე ჰყავდა შესწავლილი ყველა მოწინააღმდეგე და ზუსტად იცოდა ვისთან რა უნდა ექნა და როგორ ეთამაშა.

რეალში გადაუბრუნდა ტვინი და დაიწყო ნელ-ნელა ახალი ტაქტიკის დამუშავება, 2 საყრდენით და დაცვაში ღრმად ჩამჯდარი, მაგის მერე წავიდა უკან.
რეალის და ჩელსის ფეხბურთელებიც ისეთივე უკმაყოფილოები იყვნენ, როგორც ახლა პოგბაა.
არაა ეს ახალი ჟოზეს კარიერაში.

კი ბატონო საუკეთესო მწვრთნელი იყო თავის დროზე, მაგრამ ახლა აღარაა, იმის ნახევარიც აღარაა. რამის შეცვლაც არ უნდა, შეიძლება უბრალოდ ვერ აყვა სიახლეებს, შეიძლება მოტივაცია და სტიმული აღარ აქვს ისეთი.
1
№4
ავტორი: Dato kutaisi
12 აგვისტო 2018 22:01
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ამდენმა პროფესორმა და ექსპერტმა ხო შეიდეს რა.რო არა წინა სეზონის სიტის არანორმალური და წარმოუდგენელი სტატისტიკა აბა ვინ იტყვის რო ქულებით მანჩესტერი არ უნდა ყოფილიყო ჩემპიონი.იცით რა არ მევასება.აი კონტექსტიდან ამოვარდნილი და ფეხის დაცდენაზე აწყობილი ლოგიკა.სიტისთან ექვსეულის ყველა გუნდი რო არ დაწოლილიყო და თუნდაც ჩვენსავით ეთამაშათ და პლიუს ამას 6 თამაში რო ბოლო წამებზე იღბლად არ მოეგო სიტის,აღნოჩნდებოდა იუნაიტედი ჩემპიონი და მერე დაიწყებოდა ლაპარაკი უსახური თამაში მაგრამ შედეგიანიო.აი როცა მოურინიოზე ამბობენ ავტობუსააო ეგ არ მესმის და რატომაც აქვე ვიტყვი.რეალი და ჩელსი მოუს ხელმძღვანელობით არ თამაშობდა უსახურ ფეხბურთს და არაშემტევ ფეხბურთს.რეალი იყო სარეკორდო 117 გოლი და 100 ქულა რო დადო მაშინ.ჩელსი იყო და აწკმუტუნა ფერგი და ვენგერი სამჯერ და უბრალოდ მერე რო ჩელსის ფანებმა ადგილი მოუნიშნეს უკვე მანჩესტერის მწვრთნელის რანგში მოდი მოუ ავტობუსი აქ დააპარკინგეო აი ესაა არასწორი მსჯელობა და სეფასება.რო არა მოუ ჩელსი დღესაც იქნებოდა ლესტერის და ევერტონის დონე.და ახლა თუ ვინმე მეტყვის პორტო და ინტერი ყავდა უსახურიო იმათ ვუპასუხებ რომ წარმოუდგენელია ამ ორი გუნდის მწვრთნელი იყო და სხვაგვარი ფეხბურთით რამეს მიაღწიო აი საერთოდ რამეს.აი რაც შეეხება ჩვენთან არაებულ სიტუაციას აი ვამბობ რომ მოუს ბრალი არის რათქმაუნდა მაგრამ აქვე არაა სწორი არ თქვა რომ ყველაზე დაუბალანსებელი და არაპროპორციულად პროდუქტიული სასტავი გვყავს.აქ ხასიათის ხუშტურების და ხელფასების თემები რო გამოვეიცხოთ.და მთავარი.ყველა გუნდში სადაც კი უმუშავნია მოუს ყველგან ყავდა ორგანიზებული დაცვა და კონტრ შეტევა მკვლელი.აი ჩვენთან კი ეს ვერ ხერხდება და რატომ?იმიტომ რომ არ გყავს ფლანგები არც უკან და არც წინ ხოდა ამას მთან ძალიან მძიმე ნახევარდაცვა.მე მაგალითად პოგბა მატიჩს ერთად არ დავაყენებდი.მე ლესტერთან ნახევარდაცვა მირჩევნია იყოს უფრო მობილური და სწრაფი იქნება.პოგბა მატიჩი ერერა ან მაკტომინაი ეგ უკვე არის ძალიან მძიმე ცენტრი და რა სისწრაფე უნდა მოთხოვო არ ვიცი.მარჯვენა ვინგერი რო ნომინალურიც არ გვყავს ეგეც არ ახალია.ასე რომ მერჩივნა ამ კაცს თუ არ უშვებდნენ ისინი მაინც ეყიდათ რაც მოითხოვა.ისე მისი ნაყიდები ყველაზე მეტად გამოადგა გუნდს ვიდრე დახვედრებულები დეხეას და ვალენსიას გარდა
3
№5
ავტორი: levionok
12 აგვისტო 2018 22:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ეს მე დავწერე რომ აშკარად არ ენდობა კლუბი მაურინიოს და მაგიტომაც არ იყიდეს არავინ ვინც მან შეუკევთა,ახალი მწვრთნელისთვის გადადეს ის თანხები რომ გაძლიერდნენ და დარწმუნებული ვარ პოგბასაც ჩააწვეთეს რომ მაურინიო დატოვებს დიდი ალბათობით მანჩესტერს და მას მისი საყვარელი ფეხბურთელი ზიდანი ჩაიბარებს
0
№6
ავტორი: shotkin
12 აგვისტო 2018 22:32
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
"ვფიქრობდი, რომ მოურინიო "იუნაიტედში" უფრო გაიზრდებოდა, ისწავლიდა ღიმილს და გახდებოდა უკეთესი პოლიტიკოსი.

100% მეც ეგრე მეგონა ამრა ჩვეულ ხასიათს არ ღალატობს და ძვირად დაუჯდება ეგ კონკრეტულად სამსახურის დაკარგვად, გარემოებებს უნდა ითვალისწინებდე რა რღაც დათმობებზე მიდიოდე ადამიანი არ სეიძლება იუნაიტედში მოხვიდე და 8 კაცით დაცვაში იდგე
0
№7
ავტორი: gaga1987
12 აგვისტო 2018 23:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
amsezonshi tu raime shedegi ardaido gaushveben uechveli ese mgonia.
1
№8
ავტორი: Paulscholes1
13 აგვისტო 2018 07:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 183
Dato qutaisi qutauseli tu xar meti azrovneba mogetxoveba ra! Ras bodav amxela mwsijshi chmors icav da tavi experti ghonia. Vabshe ro gachumde ara? Ver xedav isedac dawyvetaze gvaq nervebi am chmoros xelshi

Ar mot..es tvini am chmorze mlocvelebma

Gaiketos ert adgilze sedegi shenma kumirma tu fexburtis yurebis survili agar meqna gaige?
0
№9
ავტორი: Svanchester
13 აგვისტო 2018 10:50
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
ციტატა: Dato kutaisi
ამდენმა

დავით შენგან ყოველთვის ოპტიმისტურ და საღ აზრს ისმენს ხალხი აქ. არც ეხლა გეუბნები რო არაჯანსაღი ფრაზები დაწერე ამ ტექსტში, მაგრამ ფერგიუსონის "წკმუტუნი" ცოტა არიყოს მეუცნაურა და არ იყო ფერგიზე ამ სიტყვის გამოყენება საჭირო. მაურინიოს დედაც... ეს ვერასდროს ვერ აწკმუტუნებდა ფერგის, თუ ფერგიმ დათმო რამე დათმო იმიტომ რომ სიტუაციამ მოიტანა ესე და არა მოურინიოს გენიოსობამ. ფერგი სანამ მოურინიო ერთ ადგილას იხარშებოდა მაშინ აწკმუტუნებდა მთელ ინგლისს. მეორეც რეალში რამდენი გოლი გაიტანა და რა ქნა ეგ გასაგებია მაგრამ იქ ძმაო მაგას რონალდუ ყავდა და ასეთი პრესტიჟის და დონის ფეხბურთელს სხვანაირად უბრალოდ ვერ ათამაშებდა იმიტო რო არ ქონდა ცენზურა მაგის. მოურინიო რო დიდი მწვრთნელია მაგას არ ვდავობ, მაგრამ მანჩესტერისთვის ერთი უბრალო რიგითი მწვრთნელია თუ ნაკლები არა რადგან გუნდის ფილოსოფიას ისტორიას პატივს არ სცემს, ფეხბურთია და რატო ვლაპარაკობთ სიტის რო ის არ ექნა და არ გამართლებოდა და მსგავსი, იგებს ის გუნდი ვინც უკეთ თამაშობს, სიტიმ და გვარდიოლამ კი გასულ სეზონში ჩვენ გარდა ყველას დააფარეს ბურთი თავზე, ეს კი ვესტ ჰემებს და სტოკებს მეორე ნომრად ეთამაშებოდა. არ აქვს მოურინიოს ტაქტიკას იუნაიტედში გამართლება. და ვიმედოვნებ ამ ტაქტიკით ამ სეზონში მაინც იზამს რამეს, და რაცარუნდა ქნას მომავალ სეზონში გასაშვებია სასწრაფოდ. თუგინდ ტრიპლეტი დადოს. არ მჭირდება ის მწვრთნელი გუნდში ვინც ჩემ იუნაიტედს ბენევენტოსავით აყენებს დაცვაში. შენ სულ აკნინებ ჩვენ შეტევით რესურსს, ვინ სჯობია მარსიალს? სტერლინგი? რეშფორდს ვინ ჯობია? სანე? თუ პოგბას დე ბრუინი? გამოყენება უნდა ძმაო ამ რესურსს გამოყენება და არა დაცვაში ჩადგომა.
2
№10
ავტორი: ikeoni
13 აგვისტო 2018 11:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
ძაან გადაიჯვეს ეხლა ამ ექსპერტებმა რა თავზე მართლა ერთი თასი მოიგონ და მერე ილაპარაკონ ამდენი...მაგრად მიყვარს მარა გარი ნევილმა ჟოზე როგორც მწვრთნელი როგორ უნდა აკრიტიკოს სირცხვილია მეტი თუ არაფერი:)))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top