თბილისი:
მანჩესტერი:
12-08-2018, 20:39
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2268,
კომენტარები: 21
კოლიმარი: "არ მჯერა, რომ ფეხბურთელებს მოურინიოსთან სურთ მუშაობა"
საფეხბურთო ექსპერტი "წითლების" ბანაკში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.
კოლიმარი:
ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი სტენ კოლიმარი, რომელიც ამჟამად საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს, საუბრობს იმ პრობლემებზე რომელიც დღესდღეისობიტ ინგლისის ყველაზე ტიტულოვან გუნდს "მანჩესტერ იუნაიტედს" აქვს. სტენმა ასევე აღნიშნა, რომ მოურინიოს კლუში პრობლემები აქვს და მისი მომავალი არ არის "მანჩესტერ იუნაიტედთან" დაკავშირებული.

"ვფიქრობდი, რომ მოურინიო "იუნაიტედში" უფრო გაიზრდებოდა, ისწავლიდა ღიმილს და გახდებოდა უკეთესი პოლიტიკოსი. თუმცა როგორც ჩანს შევცდი, მას არ შეუძლია გაუმკლავდეს მუდმივ უკმაყოფილებას და თავშეკავებულად იქცევა.

ახლა პრემიერ ლიგის არცერთ გუნდსა და მწვთნელს შორის ისეთი უთანხმოება არ არსებობს, როგორიც ეს "მანჩესტერ იუნაიტედსა" და ჟოზე მოურინიოს აქვთ. შესაძლოა ასეთი ურთიერთობა მწვრთნელსა და კლუბს შორის მთელს ევროპაშიც ვერ ვიპოვოთ. სწორედ ამიტომ არ იყიდა "იუნაიტედმა" არცერთი ის მცველი, რომლის გვარებიც უკავშირდებოდა ამ კლუბს.

თავის დროზე პოგბას ყიდვამ გვიჩვენა თუ რამდენად გავლენიანია "მანჩესტერ იუნაიტედი" - ხოლო თუ მის გაყიდვას წელს მოინდომებდნენ, დამერწმუნეთ ისინი პრემიერ ლიგაში მე - 10 - ე ადგილს დაიკავებდნენ.

მე არ მჯერა იმის, რომ ფეხბურთელები ამ ყველაფრიდან გამომდინარე მაინც ფიქრობენ: "მე ამ მწვრთნელისთვის თამაში მსურს". მე, რომ ახლა ფეხბურთელი ვიყო ჯერ ავირჩევდი გუარდიოლას, კლოპს და პოჩეტინოს, ხოლო შემდეგში ეშპირიტ სანტუშს და იოკანოვიჩს. მაშინაც კი თუ ამ მწვრთნელებთან ერთად ვერ მივაღწევდი წარმატებას, მე მათთან ვისურვებდი დარჩენას და მუშაობას რადგან მათთან უფრო ბედნიერი ვიქნებოდი ვიდრე მოურინიოსთან".
- განაცხადა დასასრულს კოლიმარმა.


წყარო: footballhd.ru
ინტერვიუები
21 კომენტარი
№21
ავტორი: SANDROGRIGA
13 აგვისტო 2018 20:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
გუნდში მევრთნელებსა სა ფეხბურთელებს შორის იდეალური სიტუაცია რო არაა მემგონი რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, ცუდია ეს ყველაფერი, მოურინიოს ტაქტიკის წისქვილზე ასხამს წყალს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top