თბილისი:
მანჩესტერი:
10-08-2018, 13:59
ავტორი: redmann,
ნანახია: 1779,
კომენტარები: 12
მოურინიო : "მარსიალმა ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს"
ჟოზემ გუნდისა და ფრანგი ნახევარმცველის მდგომარეობაზე ისაუბრა.
მოურინიო :
მოურინიომ მარსიალთან დაკავშირებულ სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა და განმარტა, რომ ფრანგი ნახევარმცველი მოთამაშეების იმ ჯგუფთან ერთად ვარჯიშობს, რომლეთაც წინა სასეზონო მოსამზადებელი ეტაპი გამოტოვეს.

"მას წინა სასეზონო მოსამზადებელი ეტაპი არ გაუვლია" - ციტირებს ჟოზეს სიტყვებს Manchester Evening News - "ის სულ რაღაც 3 დღე ემზადებოდა, ხოლო შემდეგი 9 დღის განმავლობაში არ უვარჯიშია, არ უთამაშია და საერთოდ არაფერი გაუკეთებია. ის იმყოფება იმ მოთამაშეების ჯგუფში, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზების გამო მოსამზადებელი ეტაპი გამოტოვეს".

"თქვენ, ჟურნალისტები ცდილობთ ამაში პრობლემა იპოვნოთ, მაგრამ არანაირი პრობლემა არ არის. მას არ უვარჯიშია 9 დღის განმავლობაში, ასე რომ ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს. ის ვარჯიშობდა პირველი რამოდენიმე დღის განმავლობაში და ითამაშა პირველი ორი მატჩი, 40-50 წუთი თითოში. როდესაც შენ 9 დღე არ ვარჯიშობ, ბრუნდები და ემზადები სხვა ჯგუფთან ერთად, არანაირი განსაკუთრებული ისტორია აქ არ არის."

"მე მიყვარს ჩემი მოთმაშები და მომწონს მათთან მუშაობა. ტყუილი 1000-ჯერ რომ თქვა, ის მაინც ტყუილად დარჩება, მაგრამ სამწუხაროდ ხალხი იწყებს ამ ყველაფრის დაჯერებას. როდესაც თქვენ, ჟურნალისტები 1000-ჯერ იმეორებთ რომ მე ცუდი ურთიერთობა მაქვს მოთმაშეებთან- ეს სუფთა სიცრუეა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, და მიუხედავად 1000 გამეორებისა ეს მაინც სიცრუედ დარჩება.მე მომწონს ჩემი მოთამაშეები და ჩემი გუნდი. "

" მე მივიღე სიამოვნება გასული სეზონისგან, ბრძოლისგან და იმ ადგილისგან სადაც სეზონის ბოლოს აღმოვჩნდით- ვაჩვენეთ რა საუკეთესო შედეგი ბოლო 5-6 წლის განმავლობაში, და მე ვაპირებ სიამოვნება მივიღო ამ სეზონითაც. მე ვიცი, რომელი სიტყვების მოსმენაც გსურთ ჩემგან და რომლის არა. დეკემბრის დასაწყისში სიტყვების თქმა საჭირო აღარ იქნება, ისედაც იქნება ნათელი ვინ იბრძოლებს ტიტულისთვის და ვინ არა. ასე რომ სიტყვები საჭირო არ არის, მოდით ვითამაშოთ ფეხბურთი და დეკემბრის დასაწყისში თქვენ თვითონ ნახავთ ვინ იქნება ტიტულის პრეტენდენტი და ვინ არა."
ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
10 აგვისტო 2018 14:04
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
მოხოდე გუნდი თორემ რა პრესტიჟითაც წახვალ აქედან იმას ნახავ.
1
№2
ავტორი: Lev
10 აგვისტო 2018 14:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
ციტატა: Svani
მოხოდე გუნდი თორემ რა პრესტიჟითაც წახვალ აქედან იმას ნახავ.

სხვა გზა არც აქვს, მცველები არ უყიდეს და უნდა შეტევით ითამაშოს თუ ტვინი აქვს....
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№3
ავტორი: bziki
10 აგვისტო 2018 14:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
მაგარი დომხალია და თუ რამეს ვიზავთ წელს მართლა საოცრება იქნება შოუთი,სმოლინგი-ჯონსი-ლინდელოფით,მატა-ლინგადით შედეგზე ფიქრი არ ვიცი პლიუს ტრამვიანი გუნდი და სკამიც უკლასო ფეხბურთელებით დაკომპლექტებული სკამი კი არა ძირითადის 3 ფეხბურთელი არ გვყავს(მანჩესტერის დონის)
მარსიალს რაც შეეხება არ აქ მაგ კაცს გრანდში თამაშის სურვილი და მონდომება და რა ქნან ეხლა მაგის მაგიერ ვერავინ ივარჯიშებს,წავიდეს სადმე ტოტენჰემში მართლა და არ მოთხოვენ იმდენს რასაც გრანდში

ჟოზესს რაც შეეხება კიდე მაზოხისტი უნდა იყო რო მაგის ხედვები მოგწონდეს მარა რა ვქნა მარტო მაგის გინებით ვიყო დაკავებული?ეგაა დღეს ამ გუნდის მწვრთნელი და როგორ მოვახერხო ისე რო მანჩესტერს ვუბალეშიკო და თან ჟოზესს არ ვუბალეშიკო?
წასვლით რომც გაუშვან ვის ყავს თეორიულად მაინც მაგაზე კარგი ვარიანტი ამ დროს როცა ყველა ტოპ მწვრთნელი დაკავებულია და მაგ ტოპების აბსოლიტურმა უმეტესობამ უარი თქვა მანჩესტერზე,ახალი გუნდის შენებაზე რაღაც მემკვიდრეობა მაინც უნდოდათ.
ეხა არ მითხრათ ჯარდიმიო ან ზიდანი :D ზიდანს რო დაურეკონ შიშით ყურმილს არ აიღებს ამ გუნდიტ შედეგზე გასვლის 20% ალბათ შანსი და ეხლა ზიდანი დასაცინს და საგინებელს გაიხდის თავს,ზიდანი დაიწყებს ეხლა გუნდის შენებას:D დალაგებულ გუნდს თუ დაახვედრებ მერე შეილება გვარდიოლამაც დაიკიდოს სიტი და აქ მოვიდეს:D
აი ვინ გეგულებათ ხელმისაწვდომი მწვრთნელი რო აქ შედეგები ექნება ვენგერივით და ჟარდიმებივით ლამაზ და უტიტულო ტრენერების გარდა:) მარა აქ პათოსია რო ლიჟბი ლამაზი თამაში იყოს და გინდა 15 ადგილზე გავსულვართ
1
№4
ავტორი: GEORGE22
10 აგვისტო 2018 14:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 126
ციტატა: Svani
მოხოდე გუნდი თორემ რა პრესტიჟითაც წახვალ აქედან იმას ნახავ.


სხვა გზა არ აქვს ამას,წელს რო ჩაიცენზუროს,თბილისის დინამოც აღარ შესთავაზებს მწვრთნელობას wink
კალენდარი აქვს თან ისეთი გაზიპინებული რავი აი პირველი 8 თამაში არ უნდა წააგოს და მაქედან მინიმუმ 5 მაინც უნდა მოიგოს პრემიერლიგაში,გრძნობს თვითონაც რომ კარიერის კრახი ექნება და მე მაინც მჯერა რომ იზამს მაინც რაღაცას,ჟოზეა ბოლო ბოლო,რაც არ უნდა ავტობუსა და სვარკა ათამაშოს განსაკუთრებულია რა ტიპი,თან წელს ცენტრალური ნახევარდაცვა გვყავს საკმაოდ ძლიერი და ჟოზეს ტაქტიკაში მაგ ადგილს უკავია ძალიან დიდი მნიშვნელობა,არ აქვთ ჩასვრის უფლება.
1
№5
ავტორი: Smoke - N
10 აგვისტო 2018 15:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 248
ჩმორინო და შეტევა ცოტა სასაცილოდ მეჩვენება დაცვა ეტყობა იმიტომ არ უყიდეს რომ ამ ჩმორმა პენსიონერები მოითხოვა და რა უნდათ აქ პენსიონერებს
0
№6
ავტორი: ikeoni
10 აგვისტო 2018 15:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
მიდი ჟოზე მეტი გზა არ გაქ იცი შენ როგორ უნდა მოიგო ინგლისი იციიი
0
№7
ავტორი: JuanMata
10 აგვისტო 2018 15:35
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Lev
ციტატა: Svani
მოხოდე გუნდი თორემ რა პრესტიჟითაც წახვალ აქედან იმას ნახავ.

სხვა გზა არც აქვს, მცველები არ უყიდეს და უნდა შეტევით ითამაშოს თუ ტვინი აქვს....


მოურინიო მასე არ ფიქრობს, ცენტრალურ მცველებს არ ენდობა, შესაბამისად ყველა დაცვაში იქნება wink
0
№8
ავტორი: redmann
10 აგვისტო 2018 16:05
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 3
ტრავმებმა თუ არ გააწამეს ფეხბურთელები შანსი აუცილებლად გვექნება : )
0
№9
ავტორი: stepno
10 აგვისტო 2018 16:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
არანაირად არ მგონია რომ სასწაული დაცვით ვითამაშებთ სულ სხვანაირი მანჩესტერი დაბრუნდება ეს შეუძლია ჟოზეს
0
№10
ავტორი: giorgisamnidze99
10 აგვისტო 2018 18:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
შეიარაღებულია ჟოზე წელს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top