თბილისი:
მანჩესტერი:
10-08-2018, 13:59
ავტორი: redmann,
ნანახია: 1768,
კომენტარები: 12
მოურინიო : "მარსიალმა ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს"
ჟოზემ გუნდისა და ფრანგი ნახევარმცველის მდგომარეობაზე ისაუბრა.
მოურინიო :
მოურინიომ მარსიალთან დაკავშირებულ სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა და განმარტა, რომ ფრანგი ნახევარმცველი მოთამაშეების იმ ჯგუფთან ერთად ვარჯიშობს, რომლეთაც წინა სასეზონო მოსამზადებელი ეტაპი გამოტოვეს.

"მას წინა სასეზონო მოსამზადებელი ეტაპი არ გაუვლია" - ციტირებს ჟოზეს სიტყვებს Manchester Evening News - "ის სულ რაღაც 3 დღე ემზადებოდა, ხოლო შემდეგი 9 დღის განმავლობაში არ უვარჯიშია, არ უთამაშია და საერთოდ არაფერი გაუკეთებია. ის იმყოფება იმ მოთამაშეების ჯგუფში, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზების გამო მოსამზადებელი ეტაპი გამოტოვეს".

"თქვენ, ჟურნალისტები ცდილობთ ამაში პრობლემა იპოვნოთ, მაგრამ არანაირი პრობლემა არ არის. მას არ უვარჯიშია 9 დღის განმავლობაში, ასე რომ ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს. ის ვარჯიშობდა პირველი რამოდენიმე დღის განმავლობაში და ითამაშა პირველი ორი მატჩი, 40-50 წუთი თითოში. როდესაც შენ 9 დღე არ ვარჯიშობ, ბრუნდები და ემზადები სხვა ჯგუფთან ერთად, არანაირი განსაკუთრებული ისტორია აქ არ არის."

"მე მიყვარს ჩემი მოთმაშები და მომწონს მათთან მუშაობა. ტყუილი 1000-ჯერ რომ თქვა, ის მაინც ტყუილად დარჩება, მაგრამ სამწუხაროდ ხალხი იწყებს ამ ყველაფრის დაჯერებას. როდესაც თქვენ, ჟურნალისტები 1000-ჯერ იმეორებთ რომ მე ცუდი ურთიერთობა მაქვს მოთმაშეებთან- ეს სუფთა სიცრუეა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, და მიუხედავად 1000 გამეორებისა ეს მაინც სიცრუედ დარჩება.მე მომწონს ჩემი მოთამაშეები და ჩემი გუნდი. "

" მე მივიღე სიამოვნება გასული სეზონისგან, ბრძოლისგან და იმ ადგილისგან სადაც სეზონის ბოლოს აღმოვჩნდით- ვაჩვენეთ რა საუკეთესო შედეგი ბოლო 5-6 წლის განმავლობაში, და მე ვაპირებ სიამოვნება მივიღო ამ სეზონითაც. მე ვიცი, რომელი სიტყვების მოსმენაც გსურთ ჩემგან და რომლის არა. დეკემბრის დასაწყისში სიტყვების თქმა საჭირო აღარ იქნება, ისედაც იქნება ნათელი ვინ იბრძოლებს ტიტულისთვის და ვინ არა. ასე რომ სიტყვები საჭირო არ არის, მოდით ვითამაშოთ ფეხბურთი და დეკემბრის დასაწყისში თქვენ თვითონ ნახავთ ვინ იქნება ტიტულის პრეტენდენტი და ვინ არა."
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
10 აგვისტო 2018 20:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არამგონია დღეს ათამაშოს
0
№12
ავტორი: Gamkrelidze
10 აგვისტო 2018 22:54
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
ციტატა: bziki
მაგარი დომხალია და თუ რამეს ვიზავთ წელს მართლა საოცრება იქნება შოუთი,სმოლინგი-ჯონსი-ლინდელოფით,მატა-ლინგადით შედეგზე ფიქრი არ ვიცი პლიუს ტრამვიანი გუნდი და სკამიც უკლასო ფეხბურთელებით დაკომპლექტებული სკამი კი არა ძირითადის 3 ფეხბურთელი არ გვყავს(მანჩესტერის დონის)
მარსიალს რაც შეეხება არ აქ მაგ კაცს გრანდში თამაშის სურვილი და მონდომება და რა ქნან ეხლა მაგის მაგიერ ვერავინ ივარჯიშებს,წავიდეს სადმე ტოტენჰემში მართლა და არ მოთხოვენ იმდენს რასაც გრანდში

ჟოზესს რაც შეეხება კიდე მაზოხისტი უნდა იყო რო მაგის ხედვები მოგწონდეს მარა რა ვქნა მარტო მაგის გინებით ვიყო დაკავებული?ეგაა დღეს ამ გუნდის მწვრთნელი და როგორ მოვახერხო ისე რო მანჩესტერს ვუბალეშიკო და თან ჟოზესს არ ვუბალეშიკო?
წასვლით რომც გაუშვან ვის ყავს თეორიულად მაინც მაგაზე კარგი ვარიანტი ამ დროს როცა ყველა ტოპ მწვრთნელი დაკავებულია და მაგ ტოპების აბსოლიტურმა უმეტესობამ უარი თქვა მანჩესტერზე,ახალი გუნდის შენებაზე რაღაც მემკვიდრეობა მაინც უნდოდათ.
ეხა არ მითხრათ ჯარდიმიო ან ზიდანი :D ზიდანს რო დაურეკონ შიშით ყურმილს არ აიღებს ამ გუნდიტ შედეგზე გასვლის 20% ალბათ შანსი და ეხლა ზიდანი დასაცინს და საგინებელს გაიხდის თავს,ზიდანი დაიწყებს ეხლა გუნდის შენებას:D დალაგებულ გუნდს თუ დაახვედრებ მერე შეილება გვარდიოლამაც დაიკიდოს სიტი და აქ მოვიდეს:D
აი ვინ გეგულებათ ხელმისაწვდომი მწვრთნელი რო აქ შედეგები ექნება ვენგერივით და ჟარდიმებივით ლამაზ და უტიტულო ტრენერების გარდა:) მარა აქ პათოსია რო ლიჟბი ლამაზი თამაში იყოს და გინდა 15 ადგილზე გავსულვართ


ვიცი რო გამოუცდელები არიან მარა გიგზი, სქოულზი და ნევილები? ჯობია ერთი 2-3 სეზონი კიდე ჩააგდონ მარა სამაგიეროდ მერე დაასტაბილურებდნენ გუნდს და კარგ ფეხბურთსაც აჩვენებდნენ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top