თბილისი:
მანჩესტერი:
10-08-2018, 11:36
ავტორი: redmann,
ნანახია: 2046,
კომენტარები: 14
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მოურინიოს "სურვილების სიას" ვეტო დაადო
კლუბის ინერტული სატრანსფერო პოლიტიკის მიზეზები.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" არ ჩათვალა საჭიროდ მწვრთნელისთვის სასურველი ფეხბურთელების შეძენა ზაფხულის სატრასფერო ფანჯრის დროს. კლუბის ხელმძღვანელობას არ ჰქონდა იმ ფეხბურთელების რწმენა, რომლებიც ჟოზემ მოითხოვა და ამასთანავე არ სურდათ ათეულობით მილიონი ფუნტის დახარჯვა მოთამაშეებში, რომელთაგანაც მხოლოდ მოკლევადიანი სარგებლის მიღებაა შესაძლებელი.

რამდენადაც სატრასფერო ფანჯარა დაიხურა და "ოლდ ტრაფორდის" ოჯახს დედლაინის დღეს ახალი წევრი არ შეემატა, შეგვიძლია დარწმუნებით ვისაუბროთ "წითელი ეშმაკების" კიდევ უფრო უკმაყოფილო დამრიგებლისა და კლუბის აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტის- ედ ვუდვორდის განსხვავებულ ხედვებზე ამა თუ იმ ფეხბურთლთან დაკავშირებით. ფაქტია ედმა მოურინიოს მიერ წარმოდგენილ კანდიდატებში უზარმაზარი ფულის გადახდა საჭიროდ არ ჩათვალა.

მოურინიოს სატრასფერო მიზნებზე ( რომელიც გუნდის გაძლიერებას მცველებით გულისხმობდა) კლუბმა დასკვნა დადო- "იუნაიტედის" მენეჯმენტის აზრით წარმოდგენილი კანდიდატები (მცველები) არაფრით იყვნენ უკეთესები გუნდში მყოფ ფეხბურთელებზე და ერთ-ერთ მათგანში 70 მლნ ფუნტის გადახდა არამიზანშეწონილად ითვლებოდა. ამ ფაქტმა ჟოზე კიდევ უფრო გააღიზიანა.

როგორც ირკვევა მწვრთნელის სურვილის შესასრულებლად კლუბმა "ლესტერს" წინადადებით მიმართა ჰარი მაგგუაიერის თაობაზე, "მელიებმა" კი ვირჯილ ვან დეიკის სცენარის გამეორება მოინდომეს და მცველის გამოსასყიდ თანხად 70 - 75 მლნ ფუნტ სტერლინგი დაასახელეს, რაზეც "იუნაიტედისგან" უარი მიიღეს.

ჰარი მაგგუაიერის საგის დასრულების შემდეგ , პრესაში დაიწყო სპეკულირება კლუბის მხრიდან ტობი ალდერვეირელდის მიმართ არსებული ინტერესის შესახებ. სინამდვილეში ერთადერთი რამ რაც "წითელ ეშმაკებსა" და "ტოტენჰემს" ამ სატრასფერო ფანჯარაში აკავშირებდა იყო, ლონდონელების მხრიდან ენტონი მარსიალის გადაბირების სურვილი, რაზეც უარი მიიღეს. მწვრთნელისგან განსხვავებით კლუბს მარსიალის შენარჩუნება სურს, ჟოზე კი თანახმა იყო კაპიკის ფასადაც კი შელეოდა ფრანგ შემტევს.

კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა, რომ მორინიოს მხოლოდ მოკლევადიანი გეგმები აქვს და არ ფიქრობს იმაზე, თუ რა იქნება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მომდევნო წლებში. ალდერვეირელდი მარტში 30 წლის გახდება, ერთ წელიწადში კი მისი სატრასფერო ღირებულება 25 მლნ ფუნტი იქნება, კლუბს კი ამ ზაფხულს მის შესაძენად 50 მლნ ფუნტის გაღება უწევდა.

მოურინიოს განსხვავებული მოსაზრება აქვს, მწვრთნელი თვლის რომ ახალი ფეხბურთელების გარეშე სიტისთვის კონკურენციის გაწევა შეუძლებელი იქნება. ხუთშაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე გუნდის მიერ გასულ წელს მიღწეულ მეორე ადგილსა და "სიტისთან" 19 ქულიან ჩამორჩენაზე ჟოზემ შემდეგი კომენტარი გააკეთა - " ეს იყო ჩემს კარიერაში ერთი-ერთი უდიდესი მიღწევა ".

მიუხედავად ყველაფრისა კლუბი უნდა შეეცადოს და პორტუგალიელის სურვილები ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილოს, რადგან ყველასთვის ცნობილია რომ ჟოზე ერთ ადგილას დიდხანს არ ჩერდება და დიდად არც ის ანაღვლებს, როგორ განვითრდება კლუბი მისი წასვლის შემდგომ.
ახალი ამბები
14 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
10 აგვისტო 2018 11:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რთულია არ დაეთანხმო ხელმძღვანელობას, მაგუაირში 75 მილიონის გადახდა, ტობიში 50-60-ის გადახდა რბილად რო ვთქვათ არაა მისაღები, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, და თუ ფრედი დალოს გარდა ამით შემოიფარგლებოდა მოურინიოს ეს სია, თავს რო გვახვეს, მაშინ არ შეიძლებოდა ჟოზეს მხარდაჭერა. ვერანაირად ვერ გავამტყუნებ ვუდვორდს და კომპანიას. არამართლზომიერი და არასაწირო ტრანსფერებში + ამდენი მილიონის გადახდა არაა მარტივი. პრინციპის ამბავია ელემენტარულად. ნეტა იმ სიაში მარჯვენა ვინგერი რატო არ იყო?! მარტო ალდერვეირელდით და მაგუაიერით რო წაიღეს ტვინი, მითუმეტეს რა მაგათი საჭიროება იდგა, გასაგებია ტობი მაგარია მარა რატო უნდა იყიდო ამხელა ფასად? მდიდარი კლუბი რო ხარ? შემდეგ წელს კაპიკებშია მაგის ყიდვა შესაძლებელი. კიდე უამრავი ფაქტორია მოკლედ რაშიც ჟოზეს მხარდაჭერა ვფიქრობ არასწორია.
0
№2
ავტორი: reddevil12
10 აგვისტო 2018 12:04
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 180
ნუ ვერ ვიყიდეთ ვერავინ, მაგრამ ამის მოყვანილია დაცვაში ლინდელოფიც და ბაიიც... არცერთში არ გადაუხდია ცოტა თან. გარდა ამისა სკამზე ყავს ჯონსი, სმოლინგი, როხო (ყველა ცენზურაა, მაგრამ სკამზე არაუშავს ესეთი დონის მცველებს) ხოდა გამოიყენოს არსებული რესურსი... მოურინიო ისეთი ჯიუტი ცენზურაა, რომ არ არის გამორიცხული ამ სეზონში გუნდს შეგნებულად ცენზურა ფეხბურთი ათამაშოს ხელმძღვანელობის ჯინაზე... :D ჯერ აქამდე რას ათამაშებდა, მაგრამ მაინც. მოკლედ ეს სეზონიც და მოგვშორდება იმედია. ძალიან მაგარია რო მარსიალი შევინარჩუნეთ ! ერთი, რაც არის გუნდს უეჭველი სჭირდებოდა მარცხენა მცველი და მარჯვენა ვინგერი, სანჩეზი რო გადაწიონ მარჯვნივ არ იქნება ცუდი და მარსიალი თავის პოზიციაზე ათამაშონ, მაგრამ სკამზე ერთი ნორმალური ვინგერი არ გვაწყენდა მარჯვნივ. დღეს კარგად დავიწყოთ ნეტა...
0
№3
ავტორი: OzBeTa
10 აგვისტო 2018 12:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 188
და მეორე ფაქტორია, მარტო ამ მცველებს რატო გადაეკიდნენ? ერთი შემტევი მარჯვენა ვინგერი რომ მოეყვანათ ლინგარდზე და მატაზე კარგი რატომ არ იფიქრეს მაგაზე? თუნდაც ტალისკა და მაჰრეზი იყვნენ ხელმისაწვდომები და უნდა შეეძინათ მარა ეს ხო მარტო დაცვაზე ფიქროობს :)
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is RED
№4
ავტორი: Smoke - N
10 აგვისტო 2018 12:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 247
გაუშვან მაშინ ეს ჩმორინო ესე თუა და ვინმე კაი მწვრთნელი მოეყვანათ და ის დალაგებდა ყველაფერს ეჰ სადა ფერგიუსონი რა ლეგენდა მწვრთნელი გვყავდა და მის მერე ვიღაც ნაგვებით აივსო იუნაიტედი
0
№5
ავტორი: man21utd
10 აგვისტო 2018 12:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 201
რელურად ტობის ფასი ძალიანგაბერილი იყო იმის ფონზე რომ მომავალ წელს მაგას უფასოდ დავითრევთ. მაგუაიერს რაც შეეხება არაა უშეცდომო მცველი და წინა სეზონში მაგის გამო საკმაო ქულები დაკარგა ლესტერმა. ვფიქრობ ლინდელოფს უნდა მიეცეს შანსი ყველაფერი აქვს იმისთვის რომ კარგი მცველი გახდეს, ბაიერნთან რასაც ვუყურე იდეალურად ითამაშა. ამ სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ უკვე ნათელი გახდა იუნაიტედის პრინციპულობა და ყოველი მეორე გუნდი ჩვენით გამდიდრებას აღარ მოინდომებს. მაგუაიერს დარწმუნებული ვარ ძალიან უნდა მანჩესტერში გადმოსვლა და წელს თუ არა მომავალში თვითონ მოსთხოვს გუნდს რო გაუშვან!
0
№6
ავტორი: ikeoni
10 აგვისტო 2018 12:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
აზრი აღარ აქვს წუწუნს რაცაა ესაა
0
№7
ავტორი: Svanchester
10 აგვისტო 2018 12:36
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
ეს არის ის მომენტი, სადაც აბსოლიტურად უნდა დაეთანხმო ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას. რატო უნდა გვეყიდა ხანდაზმული ალდერვეირელდი, როცა მოურინიო წასვლას აპირებს და გუნდს ფასდაგდებული ფეხბურთელი შერჩებოდა, ან ლესტერმა რატო უნდა იხეიროს ერთი სეზონით გამოჩენილ მაგუაიერში როდესაც გუნდში ახალგაზრდა ლინდელოფია და მომავალზე გათვლილი ფეხბურთელია. მოურინიო ხო მიწუწულია მაგრამ უბრალოდ საუკეთესო მენეჯმენტი გვყავს ედ ვუდვორდის თაოსნობით, იციან ამ ხალხმა თავის საქმე და არავის გააბითურებინებენ თავს, მითუმეტეს ჟოზე რომელმაც დაწერა სატრანსფერო სია იმ ფეხბურთელებით სავსე რომელიც ერთ ან 2 წელიწადში პროდუქტიულობის დონეს დაიგდებს და კლუბს კიდევ ახალი თავისტკივილი გაუჩნდება. კარგია კარგი არავინ რო არ ვიყიდეთ, ეხლა ჟოზეს წასვლაზე დიწყება ფიქრი და ეს ყველაზე მეტად მომწონს. თუ რაღაც სასწაული არ მოახდინა და არ მოიგო ტიტულები მომავალ სეზონში ეს ფეხბურთის ტალახი და ხავსი მწვრთნელი მოშორდება იუნაიტედს, გუნდს რომლის ფილოსოფიაც არის თავდასხმში თამაში და ეს ჯენოის მსგავს ფეხბურთს ათამაშებს.
3
№8
ავტორი: Lalana
10 აგვისტო 2018 12:49
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ყველაზე ჭკვიანური იქნებოდა ხელმძღვანელობისგან რომ სეზონის დასრულების შემდეგ ეგრევე გაეშვათ მოურინიო.რახან მათი აზრები და მიდგომები არ ემთხვევა ერთმანეთს და რახან ნდობას არ უცხადებენ მაშინ რატომ აჩერებენ საერთოდ გუნდში?ეს თავისთავად მწვრთნელსა და ფეხბურთელებზეც იმოქმედებს,ამიტომ ჯობდა გუნდი და მოურინიო გაყროდა ერთმანეთს.აი ამაში ვერ ვეთანხნები ხლმძღვანელობას.თუ არ აპირებ ამ ადამიანთან თანამშრომლობას მაშინ ნუღა აჩერებ გუნდში,რადგან ეს უფრო გაამწვავებს სიტვაციას შიდა სამზრეულოში და ყველაზე მეტად ის არ მინდა რომ მთელი სეზონი მთლიანად ჩავაგდოთ
2
№9
ავტორი: vincent
10 აგვისტო 2018 13:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 273
მოგესალმებით gun2 ძალიან სწორადაც გათვალა ხელძღვანელობამ რომ ასტრონომიული თანხები არ გადაიხადა არც ტობიშიდა არ მაგუაიერში,პირადად მე მივესალმები ასეთ მიდგომას,უცებ სოროდან გამოვარდნილ ფეხბურთელში ასობით მილიონი არ უნდა გაისროლო. მასე ისროდა მილიონებს ვანგაალიც უაზრო ტრანსფერებში. რესურსი არ გვაქვსო როგორ უნდა თქვა ჟოზე არ მესმის. მარტო პოგბა,დეხეა და ლუკაკუა თავის პოზიციებზე მსოფლიოში ერთერთი საუკეთესოები,ორი მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავი რეშფორდის და მარსიალის სახით,მატიჩი თავის პოზიციაზე არავიზე ნაკლები დღესდღეობით არაა,ბაილი ჩემი აზრით დროის ფაქტორია რომ დაცვის ლიდერიგახდეს,სანჩესზე აღარაფერს ვამბობ და ამ გუნდს რესურსი არააქვს? გუნდს მინიმუმ 5 სუპერვარსკვლავი ყავს,ხომ უნდა მიხვდეს რომ სხვა რამეშია საქმე? ეს სხვა ჟოზეა და მგონი თვითონაც უნდა მიხვდეს.
3
№10
ავტორი: kaja
10 აგვისტო 2018 13:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 76
ამ მანჩესტერს ნორმალური მწვრთნელი მოუყვანონ და იმხელა რესურსი აქვს რო ყველაფრის მოგება შეუძლია ერთ სეზონში ! მოეყვანათ გიგსი, დარწმუნებული ვარ ლამაზ ფეხბურთს მაინც ვითამაშებდით !
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top