თბილისი:
მანჩესტერი:
10-08-2018, 11:36
ავტორი: redmann,
ნანახია: 2060,
კომენტარები: 14
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მოურინიოს "სურვილების სიას" ვეტო დაადო
კლუბის ინერტული სატრანსფერო პოლიტიკის მიზეზები.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" არ ჩათვალა საჭიროდ მწვრთნელისთვის სასურველი ფეხბურთელების შეძენა ზაფხულის სატრასფერო ფანჯრის დროს. კლუბის ხელმძღვანელობას არ ჰქონდა იმ ფეხბურთელების რწმენა, რომლებიც ჟოზემ მოითხოვა და ამასთანავე არ სურდათ ათეულობით მილიონი ფუნტის დახარჯვა მოთამაშეებში, რომელთაგანაც მხოლოდ მოკლევადიანი სარგებლის მიღებაა შესაძლებელი.

რამდენადაც სატრასფერო ფანჯარა დაიხურა და "ოლდ ტრაფორდის" ოჯახს დედლაინის დღეს ახალი წევრი არ შეემატა, შეგვიძლია დარწმუნებით ვისაუბროთ "წითელი ეშმაკების" კიდევ უფრო უკმაყოფილო დამრიგებლისა და კლუბის აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტის- ედ ვუდვორდის განსხვავებულ ხედვებზე ამა თუ იმ ფეხბურთლთან დაკავშირებით. ფაქტია ედმა მოურინიოს მიერ წარმოდგენილ კანდიდატებში უზარმაზარი ფულის გადახდა საჭიროდ არ ჩათვალა.

მოურინიოს სატრასფერო მიზნებზე ( რომელიც გუნდის გაძლიერებას მცველებით გულისხმობდა) კლუბმა დასკვნა დადო- "იუნაიტედის" მენეჯმენტის აზრით წარმოდგენილი კანდიდატები (მცველები) არაფრით იყვნენ უკეთესები გუნდში მყოფ ფეხბურთელებზე და ერთ-ერთ მათგანში 70 მლნ ფუნტის გადახდა არამიზანშეწონილად ითვლებოდა. ამ ფაქტმა ჟოზე კიდევ უფრო გააღიზიანა.

როგორც ირკვევა მწვრთნელის სურვილის შესასრულებლად კლუბმა "ლესტერს" წინადადებით მიმართა ჰარი მაგგუაიერის თაობაზე, "მელიებმა" კი ვირჯილ ვან დეიკის სცენარის გამეორება მოინდომეს და მცველის გამოსასყიდ თანხად 70 - 75 მლნ ფუნტ სტერლინგი დაასახელეს, რაზეც "იუნაიტედისგან" უარი მიიღეს.

ჰარი მაგგუაიერის საგის დასრულების შემდეგ , პრესაში დაიწყო სპეკულირება კლუბის მხრიდან ტობი ალდერვეირელდის მიმართ არსებული ინტერესის შესახებ. სინამდვილეში ერთადერთი რამ რაც "წითელ ეშმაკებსა" და "ტოტენჰემს" ამ სატრასფერო ფანჯარაში აკავშირებდა იყო, ლონდონელების მხრიდან ენტონი მარსიალის გადაბირების სურვილი, რაზეც უარი მიიღეს. მწვრთნელისგან განსხვავებით კლუბს მარსიალის შენარჩუნება სურს, ჟოზე კი თანახმა იყო კაპიკის ფასადაც კი შელეოდა ფრანგ შემტევს.

კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა, რომ მორინიოს მხოლოდ მოკლევადიანი გეგმები აქვს და არ ფიქრობს იმაზე, თუ რა იქნება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მომდევნო წლებში. ალდერვეირელდი მარტში 30 წლის გახდება, ერთ წელიწადში კი მისი სატრასფერო ღირებულება 25 მლნ ფუნტი იქნება, კლუბს კი ამ ზაფხულს მის შესაძენად 50 მლნ ფუნტის გაღება უწევდა.

მოურინიოს განსხვავებული მოსაზრება აქვს, მწვრთნელი თვლის რომ ახალი ფეხბურთელების გარეშე სიტისთვის კონკურენციის გაწევა შეუძლებელი იქნება. ხუთშაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე გუნდის მიერ გასულ წელს მიღწეულ მეორე ადგილსა და "სიტისთან" 19 ქულიან ჩამორჩენაზე ჟოზემ შემდეგი კომენტარი გააკეთა - " ეს იყო ჩემს კარიერაში ერთი-ერთი უდიდესი მიღწევა ".

მიუხედავად ყველაფრისა კლუბი უნდა შეეცადოს და პორტუგალიელის სურვილები ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილოს, რადგან ყველასთვის ცნობილია რომ ჟოზე ერთ ადგილას დიდხანს არ ჩერდება და დიდად არც ის ანაღვლებს, როგორ განვითრდება კლუბი მისი წასვლის შემდგომ.
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Svanchester
10 აგვისტო 2018 13:36
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ციტატა: Lalana
ყველაზე ჭკვიანური იქნებოდა ხელმძღვანელობისგან რომ სეზონის დასრულების შემდეგ ეგრევე გაეშვათ მოურინიო.რახან მათი აზრები და მიდგომები არ ემთხვევა ერთმანეთს და რახან ნდობას არ უცხადებენ მაშინ რატომ აჩერებენ საერთოდ გუნდში?ეს თავისთავად მწვრთნელსა და ფეხბურთელებზეც იმოქმედებს,ამიტომ ჯობდა გუნდი და მოურინიო გაყროდა ერთმანეთს.აი ამაში ვერ ვეთანხნები ხლმძღვანელობას.თუ არ აპირებ ამ ადამიანთან თანამშრომლობას მაშინ ნუღა აჩერებ გუნდში,რადგან ეს უფრო გაამწვავებს სიტვაციას შიდა სამზრეულოში და ყველაზე მეტად ის არ მინდა რომ მთელი სეზონი მთლიანად ჩავაგდოთ

კი გეთანხმები მეც მაგაში მაგრამ ალბათ საქმე ანაზღაურებას ეხებოდა და არ გაუშვეს მაგიტო, კომპენსაცია რომელიც დროზე ადრე დამთავრებული ხელშეკრულებისთვის სავარაუდოდ მაღალია და მაგიტო შეიკავეს თავი გაშვებისგან. თან იმ მწვრთნელის პოვნა რომელიც გუნდს რელურად სჭირდება ამ მომენტისთვის ძნელი იქნებოდა. ეხლა დრო აქვთ დაფიქრდნენ შეარჩიონ ახალი მწვრთნელი და ჩემი დიდი სურვილით, იმედია ესე მოხდება ზამთარშივე დაგვტოვებს ეგ პრაგმატისტი.
1
№12
ავტორი: Lev
10 აგვისტო 2018 14:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
ამან თუ თავისი მიდგომები არ შეცვალა, კლუბს კიდე ეშველება როგორმე, რაღაც ტიტულებს ვიგებთ და მომავალი გვაქვს მაგრამ აი ამ მამამიჯ---ლის რეპუტაცია ყელამდე მძ/////ღნერში აღმოჩნდება. იმედია ამის მიზეზსაც კარგად ხვდებით..ეს კაცი არ მოსულა იუნაიტედის სიყვარულით და პატივისცემით..ეს კაცი მოვიდა საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად და გუნდის ტრადიციებზე ზრუნვის ნაცვლად საკუთარი მახინჯი ფეხბურთის ჩვენებას...სქოულზი კინი კარაგერი და ვინ აღარ აკრიტიკებს...იქით გულშემატკივარი ყვირის შეტევას, აქეთ ნახევარი მსოფლიო....მაგრამ ამას მარტო თავისი ტრა///კი ადარდებს. აქამდე ფეხბურთელებს იზიდავდა სახელით და მოიყვანა რამდენიმე მზა ვარსკვლავიც. ეხლა რო ნახეს რო ამან ამ ასაკში კლიმაქსის დროს, მზა ვარსკვლავებთანაც დაკარგა მიდგომა ჩელსიში აზარი, კოსტა ფაბრეგასი აქ პოგბა მარსიალი ვალენსია და კიდევ ბევრი, ესეიგი არავის აღარ უნდა ამასთან მუშაობა.
მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ძლიერი შეტევა შეგვიძლია გვყვავდეს და როგორ აფუჭებს გუნდს თამაშით ეს გ/////ნდონი. თუ წელს შეძლო და უარი თქვა თავის ხუშტურებზე უეჭველი ნახავს შედეგს, და თუ არა მაშინ ვლადივოსტოკის დინამოც კი დაფიქრდება სანამ ამას კონტრაქტს შესთავაზებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№13
ავტორი: gaga1987
10 აგვისტო 2018 15:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
vfikrob sezonis bolos gaushveben da imedia vinme kais moiyvanen.
0
№14
ავტორი: stepno
10 აგვისტო 2018 16:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ჩემი აზრითაც არ ღირდა ამხელა თანხების გადახდა 30 წელს გადაცილებულ მოთამაშეებზე და სევე მაგუაერიც ძალიან ძვირი დააფასეს შეიძლბა ვერც ვერაფერს მიაღწიოს მაგ ბიჭმა და ჯერ არაფერი არ დაუმტკიცებია კიდე რავიციი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top