თბილისი:
მანჩესტერი:
8-08-2018, 13:07
ავტორი: redmann,
ნანახია: 2011,
კომენტარები: 11
ბოატენგი "იუნაიტედს" ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებში ვერ ხედავს
გერმანელმა მცველმა "იუნაიტედში" არ გადასვლის მიზეზებზე ისაუბრა.
ბოატენგი
მიუნხენის "ბაიერნის" გერმანელმა ცენტრალურმა მცველმა ამ ზაფხულს "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგებაზე უარი განაცხადა, რადგან თვლის რომ ინგლისური კლუბი არასაკმარისად ძლიერია რათა ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას მიაღწიოს.

გასულ კვირას ბოატენგმა ინგლისელთა დამრიგებელს ჟოზე მოურინიოს შეატყობინა, რომ მისთვის დიდი პატივი იყო "იუნაიტედის" ინტერესი, მაგრამ ამ ზაფხულს მანჩესტერში არ გადავიდოდა.

ბოატენგის მიზანია კიდევ ერთხელ მოიგოს ჩემპიონთა ლიგა - სექტემბერში ის 30 წლის გახდება - და ფიქრობს რომ მომდევნო სეზონში "იუნაიტედი" ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად ნამდვილად არ მოიაზრება.

სავარაუდოდ გერმანელი მცველი მომავალ სეზონშიც მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში იქნება, მას ახალ მწვრთნელთან - ნიკო კოვაჩთან კარგი ურთიერთობა აქვს და ფიქრობს რომ მწვრთნელი მას აფასებს და გუნდის მნშივნელოვან წევრად განიხილავს.
სტატიები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
8 აგვისტო 2018 13:11
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
აჰა კიდევ ერთი ფაქტი იმისა, რომ ჟოზე მოურინიოსთან მოსვლა უკვე ეძნელებათ ფეხბურთელებს.
0
№2
ავტორი: LewisHamilton
8 აგვისტო 2018 13:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
რაღა დავმალო და ჩემპიონთა ლიგაზე რამის მიღწევის ილუზია არც მე მაქვს. ჟოზესთან კიდევ რო არავინ მოდის სიხარულით დავინახეთ ბევრჯერ უკვე ბოლო თვეების განმავლობაში. განა იმიტო რო წარუმატებელი მწვრთნელია ან რამე, პროსტა არავის უნდა ამის ტაქტიკაში ჩაბეტონება და მერე კონფლიქტის გაღვივება მაგის ნიადაგზე..
0
№3
ავტორი: gaga1987
8 აგვისტო 2018 13:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ise tamashobs wesit dacva unda gadmodiodes tu unda rames miagcios sul dacvashi vdhavart da amaze kargad sad warmoachen tavs sul rom gitevs mowinaagmdege )))))))
0
№4
ავტორი: ikeoni
8 აგვისტო 2018 13:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
მოდი ცენზურა-->*** რა
0
№5
ავტორი: JuanMata
8 აგვისტო 2018 14:12
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ნუ ისედაც გრანდში თამაშობს, ბევრად უფრო შეკრულ გუნდში, ახალგაზრდა აღარაა, რომ ახალ გამოწვევებს ეძებდეს, ახალ გუნდს შეგუება უნდა, გერმანიის ჩემპიონები გახდებიან დიდი ალბათობით და ლიგაზეც ექნებათ შანსი.

მანჩესტერმა არც წინა სეზონში და არც ამ ტურნეზე ახალი არაფერი აჩვენა, არც თამაში უმჯობესდება, არც შემადგენლობა.

ტობის ვარიანტი ყველაზე რეალურია და თან ზუსტად ისაა, ვინც გვჭირდება, წესით და რიგით ასეთი მცველის ყოლა გუნდში ნახევარდაცვას მეტ თავისუფლებას მისცემს და შეტევაში სწრაფად გადასვლის შანსს, თუ რა თქმა უნდა ჟოზემ ინებებს და ცოტა ზევით ავიწევით.
0
№6
ავტორი: VALERI.s
8 აგვისტო 2018 14:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
ამის ჯინაზე ლიგა უნდა მოვიგოთ!
0
№7
ავტორი: JuanMata
8 აგვისტო 2018 14:28
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Svani
აჰა კიდევ ერთი ფაქტი იმისა, რომ ჟოზე მოურინიოსთან მოსვლა უკვე ეძნელებათ ფეხბურთელებს.


გამარჯობა, ბოდიშს ვიხდი წინასწარ არათემატურ კომენტარზე.
მობილურით რომ შემოვდივარ, საიტის სრული ვერსია იხსნება. ცოტა მოუხერხებელია და როგორ გადავრთო მობილურ ვერსიაზე?
2
№8
ავტორი: bziki
8 აგვისტო 2018 15:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ჩავარდნილი სატრანსფერო სეზონი როა რათ უნდა ბევრი ლაპარაკი,თვითონ ჟოზეც იძახის მაგას.
მაგრამ არც ჟოზეს ბრალია ეგ,თითქოს ჯოზესს სტილის გამო ეუბნებიან უარს და არც ვუდვორდის პასიურობის.
სეზონის წინ ოთხი პოზიცია იყო გასაძლიერებელი საყრდენი,მარჯვენა ვინგერი,ცენტრმცველი,მარცხენა მცველი.საჭიროების გამო მაგ თანმიმდევრობით.
საყრდენი დახურეს მალევე,ბოლოს კოვაჩიჩზეც გაიწიეს მარა არა ნახევარმცველის საჭიროების აუცილებლობის გამო,უბრალოდ კოვაჩიჩის დონის ფეხბურთელი როა ხელმისაწვდომი ცდათ ღირს.
მარჯვენა ვინგერი-ბეილი ყველასთვის გასაგები მიზეზების გამო გამოირიცხა,ვილიანი რჩება გუნდში და ბაზარზე სხვა არც არავინაა ლინგარდი-მატას მაინც რო ჯობდეს.
მცველზე მეც ვერ გავერკვიე რა ამბებია სავარაუდოთ ლევის პერსონის გამო გაიწელა ტობის ტრანსფერი და გზადაგზა სხვა ვარიანტებიც მოსინჯეს.
მარცხენა მცველზეც იგივე მოხდა რაც ვინგერზე სანდრო არ მიდის არც პერისიჩს ყიდიან და როუზს იანგი-შოუ ორივე მირჩევნია მაგარი მოკლებული აქ როუზს იმ ტრანვის მერე.
და საბოლოოდ გამოვიდა ის რაც გამოვიდა ჩავარდა სატრანსფერო სეზონი, ნუ ტობი თუ იყიდეს 50% მაინც გააკეთებენ გეგმისას.
კაი იქნებოდ ბეილი-სანდროც მარა სადაა ისევ იანგი-ლინგარდით მოგვიწევს ფონს გასვლა:D:D
0
№9
ავტორი: Svanchester
8 აგვისტო 2018 15:35
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ციტატა: JuanMata
ციტატა: Svani
აჰა კიდევ ერთი ფაქტი იმისა, რომ ჟოზე მოურინიოსთან მოსვლა უკვე ეძნელებათ ფეხბურთელებს.


გამარჯობა, ბოდიშს ვიხდი წინასწარ არათემატურ კომენტარზე.
მობილურით რომ შემოვდივარ, საიტის სრული ვერსია იხსნება. ცოტა მოუხერხებელია და როგორ გადავრთო მობილურ ვერსიაზე?

გამარჯობა. სამწუხაროდ სარეკლამო ბანერის გამო დროებით მობილური ვერსიით ვერ ვისარგებლებთ.
0
№10
ავტორი: kobinio
8 აგვისტო 2018 18:10
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Es rom pitaloa amaze ori azri araa da maurinios gamo ukve meore pexburtelma dagvixuna samcuxarod
Mara amis dedac es vapshe ar mindoda amas tobi ato tavot jobia
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top