თბილისი:
მანჩესტერი:
8-08-2018, 13:07
ავტორი: redmann,
ნანახია: 2005,
კომენტარები: 11
ბოატენგი "იუნაიტედს" ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებში ვერ ხედავს
გერმანელმა მცველმა "იუნაიტედში" არ გადასვლის მიზეზებზე ისაუბრა.
ბოატენგი
მიუნხენის "ბაიერნის" გერმანელმა ცენტრალურმა მცველმა ამ ზაფხულს "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგებაზე უარი განაცხადა, რადგან თვლის რომ ინგლისური კლუბი არასაკმარისად ძლიერია რათა ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას მიაღწიოს.

გასულ კვირას ბოატენგმა ინგლისელთა დამრიგებელს ჟოზე მოურინიოს შეატყობინა, რომ მისთვის დიდი პატივი იყო "იუნაიტედის" ინტერესი, მაგრამ ამ ზაფხულს მანჩესტერში არ გადავიდოდა.

ბოატენგის მიზანია კიდევ ერთხელ მოიგოს ჩემპიონთა ლიგა - სექტემბერში ის 30 წლის გახდება - და ფიქრობს რომ მომდევნო სეზონში "იუნაიტედი" ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად ნამდვილად არ მოიაზრება.

სავარაუდოდ გერმანელი მცველი მომავალ სეზონშიც მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში იქნება, მას ახალ მწვრთნელთან - ნიკო კოვაჩთან კარგი ურთიერთობა აქვს და ფიქრობს რომ მწვრთნელი მას აფასებს და გუნდის მნშივნელოვან წევრად განიხილავს.
სტატიები
11 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
8 აგვისტო 2018 22:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არ იყო გადმომსვლელი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top