გერმანული გრანდი "დორტმუნდის ბორუსია", დაინტერესებული იყო 29 წლის, აქსელ ვიტსელის შეძენით, თუმცა როგორც გაირკვა ჩინეთში სატრანსფერო ფანჯარა უკვე დაიხურა და იაფი შეთავაზების ნაცვლად, კლუბს მოუწევდა £17 მილიონის გადახდა, რაზეც დორტმუნდის მესვეურებმა უარი განაცხადეს.
შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიოს სურს ნახევარდაცვის გაძლიერება და მის სიაში პირველ ადგილს მატეო კოვაჩიჩი იკავებდა, გუნდი მზად იყო £60 მილიონი გამოეყო ამ ტრანსფერისთვის, თუმცა თავად ფეხბურთელმა არ გამოთქვა სურვილი "მანჩესტერ უნაიტედში" გადმობარგების. მატეო კოვაჩიჩი "განსაკუთრებულს" სათამაშო სტილს უწუნებს და არ სურს ასეთი ფორმაციის გუნდის ნაწილი იყოს.
იქნება თუ არა აქსელ ვიტსელი გეგმა ბ?
ოფიციალურად : "ტიანჯინ ქუანჯიანი" მზადაა ფეხბურთელს შეელიოს , მხოლოდ იმ სარფიანი ფასის სანაცვლაოდ, რასაც აქსელ ვიტსელის კონტრაქტი ითვალისწინებს.