თბილისი:
მანჩესტერი:
3-08-2018, 11:47
ავტორი: Ole__boss,
ნანახია: 2502,
კომენტარები: 12
M.E.N : "იუნაიტედს" ვიტსელის საკუთარ რიგებში ხილვა სურს
"მანჩესტერ იუნაიტედის" მორიგი სამიზნე, აქსელ ვიტსელი იქნება.
M.E.N :
გერმანული გრანდი "დორტმუნდის ბორუსია", დაინტერესებული იყო 29 წლის, აქსელ ვიტსელის შეძენით, თუმცა როგორც გაირკვა ჩინეთში სატრანსფერო ფანჯარა უკვე დაიხურა და იაფი შეთავაზების ნაცვლად, კლუბს მოუწევდა £17 მილიონის გადახდა, რაზეც დორტმუნდის მესვეურებმა უარი განაცხადეს.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიოს სურს ნახევარდაცვის გაძლიერება და მის სიაში პირველ ადგილს მატეო კოვაჩიჩი იკავებდა, გუნდი მზად იყო £60 მილიონი გამოეყო ამ ტრანსფერისთვის, თუმცა თავად ფეხბურთელმა არ გამოთქვა სურვილი "მანჩესტერ უნაიტედში" გადმობარგების. მატეო კოვაჩიჩი "განსაკუთრებულს" სათამაშო სტილს უწუნებს და არ სურს ასეთი ფორმაციის გუნდის ნაწილი იყოს.

იქნება თუ არა აქსელ ვიტსელი გეგმა ბ?

ოფიციალურად : "ტიანჯინ ქუანჯიანი" მზადაა ფეხბურთელს შეელიოს , მხოლოდ იმ სარფიანი ფასის სანაცვლაოდ, რასაც აქსელ ვიტსელის კონტრაქტი ითვალისწინებს.
ტრანსფერები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Dato kutaisi
4 აგვისტო 2018 06:33
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3243
ციტატა: JuanMata
ისედაც საკმარისი კონკურენციაა ნახევარდაცვაში.
3 ადგილზე 7 კაცი გვყავს - ერერა, პერეირა, ფრედი, მატიჩი, პოგბა, ფელაინი, მაკტომინაი.
არც ისეთი მაგარია ვიტსელი, რომ ამის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდეს.
ფელაინის თუ გაყიდდნენ, მაკტომინაის არენდით გაუშვებდნენ, მაშინ იდეალური ვარიანტი იქნებოდა, ფასი/ხარისხის მიხედვით. ახლა არ ვიცი სადღა უნდა დადგეს.

დაცვა:
მარჯვენა ფლანგზე გვყავს, ორი ტრავმირებული ფეხბურთელი (აქედან ერთი უკვე ასაკშია და არც მარჯვენა მცველია, მეორე ძალიან ახალგაზრდაა და არ ვიცით საერთოდ რას უნდა ველოდოთ)
+ დარმიანი, რომელიც სავარაუდოდ წავა.

ცენტრში გვყავს 5 ფეხბურთელი და ვაპირებთ მე-6 დავიმატოთ, აშკარად ბევრია. აქამდე 2 ფეხბურთელი მოიყვანა ჟოზემ და ვერც ერთს ვერ იყენებს.

მარცხნივ შოუ და იანგი, პირველი ცუდად გამოიყურება ტურნეზე, მეორე ბებერია და ვაფშე არაა მცველი.

ნახევარდაცვა: ზევით უკვე დავწერე.

თავდასხმა:
მარცხნივ ასე თუ ისე არ ვუჩივით ფეხბურთელებს, მარსიალი ალბათ წავა, მაგრამ ორი კარგი ფეხბურთელი გვრჩება,
ცენტრში მარტო ლუკაკუ გვყავს, მარსიალს აქ თამაში აღარ უნდა, თორემ ნორმალური მწვრთნელის ხელში საკმარის დროს მიიღებდა, ლუკაკუსთან ერთად. +1 არ გვაწყენდა.
მარჯვნივ არავინ გვყავს, მატა და ლინგარდი ორივე 10-იანის ფეხბურთელია, არც ერთი ვინგერი არაა, დაცვას არ/ვერ წელავენ და იწევენ ცენტრში მუდმივად, სადაც 5000 კაცი უკვე დგას, ამას ემატება სანჩესის ცენტრში შემოწევა. ის რომ პოზიციურ შეტევა 0-ზე გვაქვს არაა გასაკვირი.

16 ფეხბურთელუ გვყავს ცენტრში მოთამაშე და ამათში არ შემიყვანია რეშფორდი და ალექსისი, რომელბიც აშკარად უკეთ თამაშობენ ფორვარდად და 10-იანზე. რა ჯანდაბის გუნდს აწყობენ? შერკინებაზე ორიენტირებული იქნება?

დეუდარებელი და ასპროცენტიანი შეფასებაა.იმენა აყუდებული ორ მეტრიანი და ყველა ცენტრში მოთამაშე სასტავი გვყავს.მოკლედ ვერაფერს დავამატებ
0
№12
ავტორი: giorgi_mg
4 აგვისტო 2018 11:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ცუდი ფეხბურთელიან ან რამე ამდაგვარი აქ არაფერ შუაშია, უბრალოდ ნახევარ დაცვაში ამჟამად ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ვინმე, ჩემი აზრით პრობლემატურია მთლიანად მარჯვენა ფლანგი დაცვიან შეტევიანათ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top