თბილისი:
მანჩესტერი:
1-08-2018, 23:59
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 1167,
კომენტარები: 12
Sky Sports: "მაგუაიერი ? არა, მინა ? კი"
ვისით ინტერესდება "მანჩესტერ იუნაიტედი" ?
Sky Sports:
პრემიერ ლიგის კლუბებისთვის დრო აღარ ითმენს, რადგანაც სულ მალე ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად დაიხურება და შესაბამისად, პრემიერ ლიგის კლუბებიც ფეხბურთელების შეძენას ვეღარ მოახერხებენ. რას უნდა ველოდოთ დარჩენილ დღეებში ?

როგორც ჟოზე მოურინიომ განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ხელმძღვანელობა მას მინიმუმ 1 ფეხბურთელს აუცილებლად მოუყვანს. ვინ იქნება ეს ფეხბურთელი და რომელი პოზიციაზე უნდა ველოდოთ მას ?

"მანჩესტერ იუნაიტედი" დიდი ხნის განმავლობაში ცდილობს ცენტრალური მცველის შეძენას და ინგლისურ გრანდს ხშირად უკავშირებენ ისეთ მცველებს, როგორებიც ალდერვეირელდი, მაგუაიერი და იერი მინა არიან.

აღნიშნულს ყველაზე სანდო Sky Sports ეხმაურება და აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მართლაც იყო რამდენიმე მცველით დაინტერესებული, კერძოდ კი ბოლო ხანებში ჰარი მაგუაიერით, მაგრამ კლუბმა მისდამი ინტერესი დაკარგა და ახლა მათი მთელი ყურადღება "ბარსელონას" კოლუმბიელი მცველის იერი მინასადმია მიპყრობილი.

Sky Sports - ის ინფორმაციით სატრანსფეორ ფანჯრის დახურვამდე "იუნაიტედი" სწორედ იერი მინას შეძენას შეეცდება. მათი ინფორმაციით "ბარსელონა" ფეხბურთელის გასაშვებად მზად არის და ინგლისურ კლუბს დაახლოებით 30 მილიონის დახარჯვა მოუწევს.

წყარო:Sky Sports
ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
2 აგვისტო 2018 00:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 6253
მარჯვენა ვინგერის პოზიცია ისევ პრობლემური დარჩება ვატყობ, ჩონგს მაინც მისცეს შანსი, მარა ნაკლებად სავარაუდოა
0
№2
ავტორი: GIOMU
2 აგვისტო 2018 01:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 386
რა მინა ჰარი მოიყვანეთ. ვფიქრობ ყველაზე ნაკლებად ეს წაგვადგება. (((
0
№3
ავტორი: VALERI.s
2 აგვისტო 2018 06:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 215
აქამდე სულ სხვა ფეხბურთელების ხილვა მსურდა კლუბში მაგრამ რადგანაც ტრანსფერები გვიჭირს და ფულსაც უჭერენ ყველაზე კარგ ვარიანტად მინა და პულისიჩი მესახება. 70 მილიონზე მეტი არ დაჯდება ეს ტრანსფერები და რაც მთავარია მომავალზე გათვლილი ტრანსფერები იქნება!
2
№4
ავტორი: ikeoni
2 აგვისტო 2018 07:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6211
რავი ყველა მონაცემი აქვს რო კარგად ითამაშოს და გამოგვადგეს
0
№5
ავტორი: PaLoMo
2 აგვისტო 2018 07:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1923
ციტატა: SANDROGRIGA
მარჯვენა ვინგერის პოზიცია ისევ პრობლემური დარჩება ვატყობ, ჩონგს მაინც მისცეს შანსი, მარა ნაკლებად სავარაუდოა

ჩონგმა მეორე მატჩში დიდი ვერაფერი შთაბეჭდილება ვერ დატოვა.
ვინგერი კი აუცილებლად მოსაყვანია მარჯვენა ფლანგზე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: LewisHamilton
2 აგვისტო 2018 09:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 308
თუ ერთ ფეხბურთელზე მეტის მოყვანის შანსი არ გვაქვს (რისიც აპრიორი არ მჯერა) ისევ მარჯვენა შემტევი მოეყვანათ ვინმე, დაცვას გადავიტანდით როგორმე. შარშანაც ეს დაცვა გვყავდა და ყველაზე ნაკლები გოლი გავუშვით და წელსაც როგორღაც გადავაგორებდით ამ დაცვას, მაგრამ შეტევას ისევ არა და არ ეშველა რა უბედურებაა..
0
№7
ავტორი: bziki
2 აგვისტო 2018 10:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1102
მაგუაერში გადახდილ 65 მილიონზეც სკეპტიკურად ვიყავი და მინაზე ხო საერთოდ,მაგუერს ეპლის გამოცდილება მაინც ქონდა ეს ან მოერგება ეპლს ან ვერა პასი საერთოდ არ აქ, ამ სეზონში სმოლიგი-ჯონსი ახეხინებს თუ რაღაც სასწაულები არ აკეთა დაჟე როხოც ჯობია. რისთვის ყიდულობენ ვერ ვხვდები გამოცდილი კარგი პასით მცველი გვინდოდა და ისევ ახალგაზრდა ჯიჯგვ,უინტელექტო ტიპს ყიდულობს ეგეთები მინ 4 გყავს რათ უნდა ვერ ვიგებ.

მარჯვენა ვინგერს კიდე ვერ მოიყვანენ ვილიანი იყო მარტო ბაზარზე ცოტა ნორმალური დონე ლიგარდი-მატას მაინც რო ჯობდეს და არც ეგ ვილიანი არ გამოდის.საერთოდ ვინგერების გარეშე თამაში ჯობია რომბით და 2 ფორვარდით თუ რამე გაიშლებიან 10 იანი გაიწევს მარჯვნივ,ვალენსიამ და შოუმ უნდა ივაშკაცონ.
1
№8
ავტორი: levionok
2 აგვისტო 2018 12:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 573
ეჰ საცოდაო მანჩესტერო საით მიექანებიი,ვუდვორდის ადგილზე მაურინიოს ზიდანით შევცვლიდი და ამით ძალიან ბევრ პრობლემას მოვაგვარებდი,მინას ტრანსფერი არაფერს არ ცვლის საერთოდ ამაზე უკეთესი დონის მცველები გვყავს გუნდში და ამის მოსვლა წინ გადადგმული ნაბიჯი ნამდვილად არ არის,მაირინიო ამ სიტუაციას რომ ვერ დაალაგებს უკვე ნათელია,პოგბა მარსიალი საჯაროდ აკრიტიკებენ და დარწმუნებული ვარ ნახევარზე მეტი გუნდი უკმაყოფილო იქნება
1
№9
ავტორი: The Special One
2 აგვისტო 2018 13:33
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 490
ერთი ერთში არიან ეს და ჰარი,მარტო თავით თამაში გამოსდით,ორივე დიდ ზონებს ტოვებს დაცვაში,და დაჟე უბურთოდ ეს მინა უფრო დებილია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№10
ავტორი: GEORGE22
2 აგვისტო 2018 15:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 44
ციტატა: VALERI.s
აქამდე სულ სხვა ფეხბურთელების ხილვა მსურდა კლუბში მაგრამ რადგანაც ტრანსფერები გვიჭირს და ფულსაც უჭერენ ყველაზე კარგ ვარიანტად მინა და პულისიჩი მესახება. 70 მილიონზე მეტი არ დაჯდება ეს ტრანსფერები და რაც მთავარია მომავალზე გათვლილი ტრანსფერები იქნება!


პულისიჩი თან კონტრაქტს არ აგრძელებს და თან მისი ოცნების გუნდია მანჩესტერი ^_^

ციტატა: bziki
მაგუაერში გადახდილ 65 მილიონზეც სკეპტიკურად ვიყავი და მინაზე ხო საერთოდ,მაგუერს ეპლის გამოცდილება მაინც ქონდა ეს ან მოერგება ეპლს ან ვერა პასი საერთოდ არ აქ, ამ სეზონში სმოლიგი-ჯონსი ახეხინებს თუ რაღაც სასწაულები არ აკეთა დაჟე როხოც ჯობია. რისთვის ყიდულობენ ვერ ვხვდები გამოცდილი კარგი პასით მცველი გვინდოდა და ისევ ახალგაზრდა ჯიჯგვ,უინტელექტო ტიპს ყიდულობს ეგეთები მინ 4 გყავს რათ უნდა ვერ ვიგებ.

მარჯვენა ვინგერს კიდე ვერ მოიყვანენ ვილიანი იყო მარტო ბაზარზე ცოტა ნორმალური დონე ლიგარდი-მატას მაინც რო ჯობდეს და არც ეგ ვილიანი არ გამოდის.საერთოდ ვინგერების გარეშე თამაში ჯობია რომბით და 2 ფორვარდით თუ რამე გაიშლებიან 10 იანი გაიწევს მარჯვნივ,ვალენსიამ და შოუმ უნდა ივაშკაცონ.


შეიძლება მაგ ტაქტიკაზე გადააწყოს გუნდი,მითუმეტეს ფრედი დაიმატა და პერეირა აჩვენებს ძალიან მაგარ თამაშს,პოგბასთვის იქნება მისწრება,გაიხსნის ხელ ფეხს,მატიჩიც აღარ დაიტანჯება.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

16 დეკემბერი 2018, 20:00
ლივერპული
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
22 დეკემბერი 2018, 21:30
კარდიფი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
26 დეკემბერი 2018, 19:00
იუნაიტედი
ჰადერსფილდი
პრემიერ ლიგა
ლივერპული16 დეკემბერი
კარდიფი22 დეკემბერი
ჰადერსფილდი26 დეკემბერი

წინა მატჩები

13 დეკემბერი 2018, 00:00
ვალენსია2
იუნაიტედი1
ჩემპიონთა ლიგა
8 დეკემბერი 2018, 19:00
იუნაიტედი4
ფულემი1
პრემიერ ლიგა
5 დეკემბერი 2018, 23:59
იუნაიტედი2
არსენალი2
პრემიერ ლიგა
ვალენსია13 დეკემბერი
ფულემი8 დეკემბერი
არსენალი5 დეკემბერი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top